კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის პოპულარობა საგრძნობლად სუსტდება

6 ივლისი, 2006

პრეზიდენტის პოპულარობა საგრძნობლად სუსტდება

ჰენრი მეიერი
2006 წლის 5 ივლისი, AP

მაღალი და ენერგიით სავსე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჩქარობს თავისი პატარა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრირებას და რუსეთის დომინირების თავიდან აცილებას.

სააკაშვილი ხელისუფლებაში  2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ გზით მოვიდა,  ხალხს დაპირდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და ეკონომიკის რეფორმირებას. თუმცა, ახლა ხედავს, რომ ხუთწლიანი პრეზიდენტობის ნახევარი ვადის გავლისას მისი პოპულარობა საგრძნობლად სუსტდება და ბრალს დებენ დემოკრატიული თავისუფლების ხელის შეშლაში.

ვაშინგტონი, რომელიც ექიშპება რუსეთს რეგიონში გავლენის მოპოვებაში და სამხრეთ კავკასიის ერებს აფასებს, როგორც ტრანზიტულ გზას კასპიისპირა ნავთობის გადასაზიდად, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტს. სააკაშვილი პრეზიდენტ ბუშს  თეთრ სახლში ხვდება ოთხშაბათს.

თუმცა, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა დააფიქრა მისმა დემოკრატიულმა მიღწევებმა, ეჭვის თვალით უყურებენ 2008 წელს საქართველოს ნატოში გაერთიანების შესაძლებლობას, როგორც ამას თბილისში დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატი ანონიმურად აცხადებს საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინების გამო.   

მარტში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია საქართველოში მედიის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და მოქმედების სფეროში დაინტერესდა.

ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დროს მთავრობა ჩაძირული იყო მექრთამეობაში და საქართველო განიცდიდა ენერგეტიკულ ბლოკადას, დანაშაულის სიმრავლეს და საყოველთაო უმუშევრობას.

სააკაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოს ყველა სენს მიხედავდა. მან დაიწყო მთელი საგზაო პოლიციის გათავისუფლებით, ეს სფერო  ცნობილი იყო მძღოლებიდან ქრთამების გამოძალვის ფაქტებით და ჩაანაცვლა ახალი ძალით.
300-350 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ნორმალური ხელფასით, როგორც ქართველები აცხადებენ, ისინი ქრთამს აღარ ძალავენ და სწრაფად რეაგირებენ გამოძახებებზე.

აშშ-ში განათლება მიღებული იურისტის შემდგომი მიზანი იყო კორუმპირებული მოსამართლეების გათავისუფლება: საქართველოს 330 მოსამართლიდან თითქმის ნახევარი გადააყენეს. მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სააკაშვილი გამოუცდელ მოსამართლეებს ნიშნავს მათზე გავლენის მოხდენის მიზნით.

„მათ ლოიალური მოსამართლეები სჭირდებათ, რომლებიც პროკურორის ბრძანებებს დაემორჩილებიან“,- განაცხადა უზენაესი სასამართლოს  42 წლის მოსამართლემ, ნინო გვენეტაძემ, რომელიც თავის გადაყენებას ასაჩივრებს.

საქართველოში ამერიკის კომერციული პალატის თავჯდომარე, ემი დენმანი აცხადებს, რომ „აქ წარმოუდგენელია მთავრობას საქმე მოუგო სასამართლოში“.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ტელევიზია იქცა ხელისუფლების რუპორად. რედაქტორები და ჟურნალისტები საკუთარ თავს ცენზურაში ატარებენ სამსახურის დაკარგვის შიშით და მფლობელები კი ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს თანამდებობის პირებისაგან; აცხადებს საქართველოს ჰელსინკის კავშირის უფლებადამცველი ჯგუფის თავჯდომარე, რამაზ რეხვიაშვილი.

2005 წელს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“- ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 167- ქვეყნიდან 99-ე ადგილზე გავიდა, რაც 2004 წლის 94-ე და 2003 წლის 73-ე ადგილიდან ჩამოქვეითებაა. 

იბერიის ტელევიზიის ახალი ამბების ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი აცხადებს, რომ არხი 2004 წელს დაიხურა მთავრობის ზეწოლის გამო. მან თქვა, რომ თოქ-შოუ, რომელიც თავად მიყავდა ეთერში აღარ გადიოდა მას შემდეგ,რაც ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიას განიცდიან. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა განაცხადა, რომ მათ ოფიციალურად ემუქრებიან და  შეურაცყოფას აყენებენ.

სააკაშვილის 34 წლის უახლოესი მრჩეველი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, „ძალიან სწრაფად მიიწევს ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებისაკენ“

მაგრამ ჩვეულებრივი მოსახლეობის ყოფა გაუარესდა მთავრობის მიერ გაზრდილი კომუნალური გადასახადების აკრეფითა და საბაჟო გადასახადების გაზრდით გამოწვეული ეკონომიური სიდუხჭირის ფონზე.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობამ 2003 წლის 11.5 პროცენტის მაჩვენებლიდან 14 პროცენტამდე მოიმატა საჯარო სამსახურების შემცირებების გამო. ქვეყნის 5 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

თბილისში ელიავას ხიდთან ათეულობით მამაკაცი დგას ყოველ დღე სამსახურის მოლოდინში. 45 წლის მერაბ სეფიაშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ მთელი კვირა გადის სამუშაოს მოლოდინში.

„სამწუხაროდ, მე სააკაშვილს მივეცი ხმა, მეგონა სიტუაცია გამოსწორდებოდა, მაგრამ პირიქით - გაუარესდა“,- განაცხადა მან.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სცადა კონტროლის აღდგენა რუსეთის მხარდაჭერის ქვეშ მყოფ სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

ვაშინგტონი, რომელიც აშშ-ს სამხედრო წვრთნას ატარებს საქართველოში და წელს თითქმის 300 მილიონი ამერიკული დოლარის ხუთწლიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, აცხადებს, რომ ხელისუფლება სწორ გზას ადგას, მიუხედავად შეუსრულებელი დემოკრატიული რეფორმებისა.

„ჩვენ გვიხარია, რასაც ისინი აკეთებენ და გვინდა რომ კვლავ განაგრძონ ასე მუშაობა“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა, ჯონ ტეფტმა.

http://www.bhhrg.org/mediaDetails.asp?ArticleD=1211

http://news.yahoo.com/s/ap/20060704/ap_on_re_eu/georgia_saakashvili_lh1

ახალი ამბები