20:26, Friday, 18.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოდან მოპარულ ავტომანქანებს სომხეთში აკანონებენ

06.07.2006
საქართველოდან მოპარულ ავტომანქანებს სომხეთში აკანონებენ


სომხეთი საერთაშორისო და ორმხრივი ხელშეკრულებებს არ ასრულებს

5 წელია საქართველოს მოქალაქე ალბერტ კაკაბლიშვილი სომხეთის ძალოვან უწყებებს საკუთარი ავტომანქანის დაბრუნებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. მოპარული მანქანის პატრონისთვის გადაცემის მოთხოვნით, სომხეთის პროკურატურასა და შსს-ს ქართველმა კოლეგებმაც მიმართეს, მაგრამ ისინი საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე უარს აცხადებენ.   

დაზარალებულ კაკაბლიშვილს ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტი“ სახელმწიფო ნომრით GCG 321, 2001 წლის 10 ნოემბერს თბილისში, ვარკეთილში მოპარეს. მან ისანი-სამგორის პოლიციის რაიონულ განყოფილებას მიმართა, რის შემდეგაც სს საქმე აღიძრა. წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კაკაბლიშვილს დაყაჩაღების გზით მართლაც წაართვეს ავტომანქანა. გამოძიებამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა სომხეთის რესპუბლიკაში მოძრაობდა. მისი მფლობელი კი იყო ერევანში მცხოვრები ვინმე კარენ სენოკიანი. ის მოპარული ავტომანქანით ერევანში მე-9 სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. 

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანა თბილისიდან სომხეთში ვარკეთილში მცხოვრებმა არკადი სარკისოვმა გადაიყვანა და სამხრეთ ოსეთის შსს საგზაო პოლიციის მიერ გამოწერილი ტექნიკური პასპორტით ვინმე ს. ატოიანს მიჰყიდა. ატოიანმა კი ის 8000 აშშ დოლარად ერევანში მცხოვრებ კარენ სენოკიანზე გაყიდა. 

აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, ისანი-სამგორის რაიონულმა მოსამართლე ფეიქრიშვილმა 2004 წლის 11 აგვისტოს დადგენილება გამოიტანა, რის მიხედვითაც, სენოკიანისთვის  აღნიშნული ავტომანქანა უნდა ჩამოერთვათ და მისი კანონიერი მფლობელისთვის  დაებრუნებინათ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, სომხეთის მხარე ამ საქმეზე დღემდე არანაირ რეაგირებას არ ახდენს და არც ავტომანქანის გადმოცემას აპირებს. არადა, ქართველმა კოლეგებმა, გატაცებული ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნით, მათ არაერთხელ მიმართეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც ქართულ ისე სომხურ მხარეს ხელი აქვს  მოწერილი არაერთ საერთაშორისო თუ ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომელიც ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ასეთი სულ 5 დოკუმენტი არსებობს. მათ შორის არის მინსკის ხელშეკრულება დსთ-ს ქვეყნებში სამართლებრივი დახმარების შესახებ; საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ და ევროპული კონვენცია - ევროსაბჭოს ქვეყნებისთვის სამართლებრივი დახმარების შესახებ.              
  
როგორც დაზარალებული ამბობს, ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერევანშიც კი ჩავიდა, თუმცა უშედეგოდ: „პირადად ვიყავი ჩასული ერევანში და სასამრთლოში სასარჩელო განცხადება შევიტანე. მას დავურთე საქართველოს გამოძიების მიერ მოპოვებული სრული დოკუმენტაცია. სასამართლომ განცხადება მიიღო, თუმცა საქმის განხილვა დღემდე ჭიანურდება. სომხეთის მხარემ ჩემი განცხადება რეაგირების გარეშე დატოვა. ჩემი მანქანა საკუთარი თვალიათ ვნახე სომხეთში. მისმა მფლობელმა მითხრა 8000 დოლარი გადამიხადე და წაიყვანეო.“ 

მიუხედაბად იმისა, რომ 2001 წლიდან დღემდე დაზარალებულმა დახმარებისთვის არაერთ უწყებას მიმართა, მანქანის დაბრუნებას ვერ ახერხებს. მან წერილები გაუგზავნა საქართველოს შსს მინისტრის, გენერალური პროკურორს, პარლამენტის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, შსს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტს, საქართველოსა და  სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრებს. დაზარალებულის თქმით, მართალია მათგან პასუხები მიიღო, თუმცა ზოგადი: „როგორც ქართული ისე სომხური მხოლოდ წერილების წერით შემოიფარგლებიან. მათი პასუხები იყო წერილები ამას და იმას გავუგზავნეთო.“ 

კაკაბლიშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ადვოკატი დავით მანაგაძე იცავს. მისი თქმით: „მიმხდართან დაკავშირებით საქართველოს გენპროკურატურიდან და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოდან სომეხ კოლეგებთან წერილები გაიგზავნა. ისინი მითითებულ მისამართზე მივიდნენ და შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც მანქანა საზღვარზე გადაიყვანა, რუსეთში გადასულა. არადა, არც საქართველოს და არც სომხეთის შესაბამის უწყებებს მასზე ძებნა არ გამოუცხადებიათ. ისიც გაირკვა, რომ მოპარული მანქანა გაიყიდა. არავინ დაინტერესებულა, მოპარული მანქანა საზღვარზე როგორ გაიყვანეს და უსაბუთოდ როგორ გაყიდეს. როგორც ჩანს, იმ პიროვნებას, ვინც მანქანა მოიპარა, ხელს აფარებენ.“

ის, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოში არაერთია, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძეც ადასტურებს. მისი თქმით: „საქართველოდან მოპარული მანქანები ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაჰყავთ. სომხეთში ასეთი მანქანების დაკანონებით ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მოსამართლეა დაკავებული. ზუსტად გვარი არ მახსოვს, მაგრამ მას ყველა იცნობს, როგორც მოპარული ავტომანქანების მფარველს.“  

დაზარალებულის ადვოკატ მანაგაძის  თქმით კი,  ავტომანქანის დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ქართულ მხარეს სომეხ კოლეგებთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. მისივე თქმით, საქმის ობიექტურად გამოსაძიებლად ქართველი სამართალდაცველები ერევანში უნდა ჩასულიყვნენ და ერთობლივად ემუშავათ. მანაგაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ალბერტ კაკაბლიშვილს ზარალი საქართველოს მთავრომამ აუნაზღაუროს: „სს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მსგავს შემთხვევებში ზარალი იმ მხარემ უნდა აანაზღაუროს სადაც დანაშაული მოხდა. თუმცა ამას სასამართლო გადაწყვეტილება სჭირდება. თეორიულად ეს შესაძლებელია“.   

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC