16:27, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პანსიონატ „ბათუმის“ პრივატიზებამ ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ დატოვა

07.07.2006
პანსიონატ „ბათუმის“ პრივატიზებამ ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ დატოვა


აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ბათუმში ჩამოსახლებული ეკომიგრანტების უმეტესობა, რომელნიც პანსიონატ „ბათუმში“ 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ, დღეს ღია ცის ქვეშ დარჩნენ. აღნიშნულ პანსიონატში მცხოვრები 66 ოჯახიდან საკომპენსაციო თანხა - 7 ათასი დოლარი მხოლოდ 28 ოჯახმა მიიღო. კომპენსაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა თვლის, რომ თანხები არასწორად განაწილდა. ისინი, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ, უკვე მეხუთე დღეა პანსიონატის წინ, მათ მიერ სახელდახელოდ გაკეთებულ კარვებში ცხოვრობენ.

„კომისიამ რომ შეამოწმა, თანხა უსახლკაროებს უნდა მიეცესო - ასე უწერიათ. მე რომელი სახლკარიანი ვარ რომ არ მომცეს?“, - კითხულობს მეორე ჯგუფის ინვალიდი ქემალ კაკალაძე.

პანსიონატ „ბათუმში“ სტიქიით დაზარალებულ წაბლანელთა, დამეწყრილ და სახლდამწვარ ოჯახებთან ერთად, ე.წ. „ასპინძის ჯგუფის“ (ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვის ჯგუფის წევრების) ოჯახები და 21 მოიჯარე ცხოვრობდა. მათგან კომპენსაცია მხოლოდ წაბლანელმა 20-მა და დარჩენილი ოჯახებიდან არჩეულმა 8 ოჯახმა მიიღო.
კომისიამ საკომპენსაციო თანხის გაცემამდე შეისწავლა მათი მდგომარეობა.

„კომისიის თანახმად, კომპენსაცია  მხოლოდ უსახლკაროს ეკუთვნოდა. შეიძლება სახლი იდგეს, მაგრამ ყოველ წუთს სტიქია ემუქრებოდეს. როგორც კი გაავდრებოდა, იძულებული ვიყავით მეზობლებთან გადავსულიყავით“, -  აღნიშნა გურამ შაინიძემ, რომელიც სოფელ ყინჩაურიდანაა.

ქუჩაში დარჩენილი მოსახლეობა თვლის, რომ კომპენსაციის მიღება გარიგებით და ჩაწყობით მოხდა: „იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთმა მოიჯარე ოჯახებმაც კი მიიღეს კომპენსაცია, აშკარაა, რომ მათგან გარკვეული ქრთამი აიღეს. დაზარალებულთა მოწმობები გააკეთეს და კომპენსაცია აიღეს. ჩვენ,  ვინც ნამდვილად დაზარალებულები ვართ, თანხის გარეშე დავრჩით. სამართალი  ვერსად ვერ ვიპოვეთ, ვისთანაც მივედით, ჩვენი ბრალი არააო გაიძახიან“, - აცხადებს მოსახლეობა.

„1989 წლიდან ამ პანსიონატში ვცხოვრობ, კომისიის სიაში კი მიწერია, რომ ხიხაძირში, ძმასთან ვცხოვრობ. მოსახლეობაა მოწმე, რომ წლების განმავლობაში მე აქ ვცხოვრობდი“,- ამბობს თამარ ქამადაძე.

მოსახლეობის თქმით,  ისინი პანსიონატიდან „ცხვრებივით გაყარეს“: „ორი წლის წინ მოვიდა ვიღაც უცხოელი ინვესტორი, თუმცა შიგ მცხოვრები ხალხი რომ დაგვინახა, შენობის ყიდვაზე უარი თქვა. ახლა მოვიდა ისეთი, ვინც ხალხიანად იყიდა და ცხვრებივით გამოგვყარა“.

უკვე მეხუთე დღეა, მოსახლეობა სახელდახელოდ გაკეთებულ კარვებში ცხოვრობს, თუმცა წვიმის გამო, იძულებულნი გახდნენ პანსიონატის ერთ-ერთ ოთახში შესულიყვნენ: „წუხელის ისეთი წვიმა იყო, რომ ბავშვი ლამის დამეხრჩო, იძულებული ვიყავით შენობის პირველ სართულზე შეგვეფარებინა თავი, ბავშვიც რომ არ გაციებულიყო“.

მოსახლეობასთან, ჯერჯერობით, არავინ მისულა. ისინი ხელვაჩაურში ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებაზეც კი თანახმა არიან, თუმცა, ჯერ არავის შეუთავაზებია. „მთავარია, ჭერი გვქონდეს. დევნილებმა არ იკადრეს, მაგრამ ჩვენ ამაზეც ყაბული ვართ“,- თქვა სულიკო მახარაძემ.

მოსახლეობას შესაბამის სტრუქტურებისათვისაც მიუმართავს: „ალეკო შველიძეს მივმართეთ და გვითხრა - უსამართლობაა, მაგრამ მე რომ გადმოვედი ეს სიები გაკეთებული იყოო. მაგ სიებს ლევან ვარშალომიძე წყვეტსო. ვარშალომიძემდე ჩვენ ვერ მივედით.“

ამ საკითხთან დაკავშირებით, ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა გუჩმანიძემ კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო შპს „ტურინვესტის“ ადვოკატის კობა ჯაბუას განცხადებით, „ოჯახების შერჩევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიებით განხორციელდა. სამინისტრომ მხოლოდ დაზარალებული 28 ოჯახის სია მოგვაწოდა. ეს ხალხი უსინდისოდ იქცევა. არც ერთ მათგანს არ ეკუთვნოდა არაფერი. ყველა მათგანმა 500-500 დოლარი მიიღო საჩუქრად. მათ არ უნდათ სოფელში ცხოვრება და ქალაქში მოინდომეს ბინები“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC