კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსურ პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

14 ივლისი, 2006

ფინანსურ პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული სოსო მურადაშვილის  ნათესავები ფინანსური პოლიციას კანონის დარღვევაში ადანშაულებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა 22 წლის მურადაშვილს 9 ყუთი სიგარეტი ავტომანქანაში ჩაუდეს. მურადაშვილი სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელია, ნათესავები ვარაუდობენ, რომ მის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ქონდა ადგილი.

მურადაშვილის დაკავება სასურსათო მაღაზიის წინ დღის 11 საათზე მოხდა, სადაც დაკავებული მონო ბარათის საყიდლად იყო შესული. მოწმეები აცხადებენ, რომ მურადაშვილის კუთვნილი ავტომობილი ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილზე გაჩხრიკეს. ოცამდე ადამიანი ამტკიცებს, რომ ავტომობილის საბარგული ცარიელი იყო და იქ არც ერთი კოლოფი სიუგარეტი არ დაუნახავთ.

„მე დავინახე, რომ ამ ბიჭმა მანქანა გააჩერა და რაღაცის საყიდლად შევიდა მაღაზიაში, ამასობაში გაჩერდა ნივა, სადიანაც რამდენიმე კაცი გადმოვიდა და მანქანა დეტალურად გაჩხრიკეს. არც საბარგულში და არც მანქანის სალონში არაფერი იყო. შემდეგ სოსო ნივაში ჩასვეს, ხოლო ფინანსური პოლიციის თანამშრომელი სოსოს მანქანით მათ უკან გაყვნენ“,- ამბობს ამბის მოწმე ელიკო ბაიდაური.

იგივეს აცხადებს მაია დათუაშვილი, რომელიც სოსო მურადაშვილის დაკავების ფაქტს ესწრებოდა. „ასეთი ჩხრეკვა, რომ დაიწყეს ვუყურებდი ჯიბეში არაფერი ჩაუდონმეთქი, რას წარმოვიდგენდი, თუ მანქანას  სიგარეტით გაუვსებდნენ. დაკავების ადგილიდან მანქანა აბსოლუტურად ცარიელლი წამოიყვანეს“.

საწინააღმდეგოს ამბობს საფინანსო პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილს, რომელსაც ეს ფაქტი სასაცილოდ არ ყოფნის. „ფინანსური პოლიცია არავის, არაფერს არ უდებს, პირიქით სიგარეტს იღებენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. ჩვენმა თანამშრომლებმა გააჩერეს მურადაშვილის მანქანა, საიდანაც ცხრა ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს“,- ამბობს არსოშვილი.

მისივე განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ჩხრეკა და ამოღება ადგილზე ვერ ხდება. „ვთქვათ თუ ხალხმრავალი ადგილია იქ ნივთმთკიცების ამოღება შეიძლება ვერ მოხერხდეს, ან იყოს სხვადასხვა ხელისშემშლელი პირობები. ახლა ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას აცხადებენ მოწმეები. მე არ ვიცი ის ხალხი ვინ არის. ისინიც შეიძლება კონტარაბანდისტები იყვნენ და თვითონაც აღმოჩნდნენ ანალოგიურ სიტუაციაში“,- აცხადებს არსოშვილი.

ფინანსური პოლიციის უფროსი არ გამორიცხავს, რომ ქალაქის ცენტრში კონტარაბანდული სიგარეტით დატვირთული ავტომობილი იმ მოტივით შეიძლება გაჩერებულიყო, რომ ასე დამალვოდა სამართალდამცავებს და მათთვის გზა აებნია.

დაკავებულის მამა ამირან მურადაშვილი ყვება, როგორ დაიბარეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა კაბინეტში და უთხრეს, რომ ფაქტი არ გაეხმაურებინა.

„ჯერ-ჯერობით გავჩერდეთ, მოვიდეს არსოშვილი და გადაწყდება, მგონი აქ რაღაც გაუგებრობა არისო. ჩემს შვილს მანქანა ორი თვის ნაყიდი აქვს, როგორც ფინანსურ პოლიციაში მითხრეს, ეს მანქანა კონტრაბანდის ზიდვაში არის შემჩნეული, მასზე ჰქონდათ ოპერატიული მონაცემები. ასე მითხრეს შეცდომები ხომ ხდება, ჯერ გავარკვიოთო“,- ამბობდა დაკავებულის მამა.

ყველაზე კურიოზული მომენტი სასამართლო დარბაზში შეიქმნა. სასამართლოს თავმჯდომარემ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები კანონის უცოდინრობაში ამხილა და მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ჩაატარეს ჩხრეკა დაკავების ადგილზე. როგორც ცნობილია, ჩხრეკა პოლიციის სამმართველოში ჩაატარეს. დაკავებულს ამჟამად აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული. ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები