კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის დევნილთა სამმართველოს ფულად სახსრები არ გააჩნია...

4 აგვისტო, 2006

გორის დევნილთა სამმართველოს ფულად სახსრები არ გააჩნია...

სოციალურად დაუცველ ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა ყოველგვარი დამხარების გარეშეა დარჩენილი. მათვის ადგილობრივ მთავრობას არც ერთი თეთრი არა აქვს გათვალისწინებული. „ქრისტიანულ მართლმადიდებლური კავშირის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლეილა სამხარაძე ორი თვეა ადგილობრივ ხელისუფლებას ცხინვალიდან დევნილი ოჯახების დასახმარებლად აწუხებს. მიუხედავად ამისა, არა თუ დევნილების დახმარებაზე თანხმობას ეუბნებიან, პირიქით, რწმუნებულის აპარატში ზეპირი ბრძანება გაუციათ – ეგ ქალბატონი აქ აღარ შემოუშვათო.

საქმე იმაშია, რომ როდესაც გორში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ჩამოვიდა, ლეილა სამხარაძემ შესძლო ზურაბ ნოღაიდელისთვის წერილის გადაცემა, სადაც დეტალურად იყო მოთხრობილი ოსურ სოფელ ფრისიდან დევნილი მარიამ ნიკორაშვილის გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.

ლეილა სამხარაძე: „ამ ხალხს სარჩენი ფული არა აქვს. გარდაცვალებისას დასაკრძალი თანხაც კი არა აქვთ. სწორედ გაჭირვებული მდგომარეობის გამო, რამდენი შიმშლით გარდაიცვალა. იქნებ იფიქრონ უსახლკარო, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მარიამ ნიკორაშვილის ბედის გამო მაინც, რომელიც სამადლოდ სოფელ დიცში შეიფარეს. მათი ცხოვრების პირობები სავალალოა. ცხოვრობენ გომურში. სოფლის გამგებელი მას არავითარ დამხარებას უწევს. მეუღლე რომ გარდაეცვალა, დაკრძალვაზეც კი არავინ დაეხმარა.”

ლეილა სამხარაძე ამბობს, რომ ნოღაიდელმა წერილი ლტოლვითა და განსახლების მინისტრს რეაგირებისათვის გადაუგზავნა. მინისტრმა ხევიაშვილმა კი წერილი კვლავ გორს – სამხარეო ადმინისტრაციას და ლტოლვილთა სამმართველოს გადმოუგზავნა. სამხარეო ადმინისტრაციაში მისული ლეილა სამხარაძე შენობის დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სამხარაძე ნიკორაშვილის საქმეზე რწმუნებულის მოადგილეებს თითქმის ყოველდღე აწუხებდა. ერთ-ერთმა მოადგილემ ზოზიაშვილმა დაცვის ბიჭებს უბრძანა, რომ სამხარაძე შენობაში აღარ შეუშვათო. წერილობითი პასუხის გაცემაზე საუბარიც ზედმეტია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა მანანა ჭუმბურიძემ მინისტრისგან გადაგზავნილი წერილი განიხილა.

მანანა ჭუმბურიძე: „სამმართველომ შეისწავლა ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისიდან დევნილ, ამჟამად დროებით გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები მარიამ ნიკორაშვილის სოციალური მდგომარეობა, რომელიც მართლაც ვერ ჯდება დევნილთა დროებით თავშესაფრის ვერავითარ სტანდარტებში. იმის გამო, რომ  დევნილთა სამმართველოს არ გააჩნია ფულადი სახსრები დევნილთა სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად, ლტოლვილთა და დევნილთა გორის რაიონული სამსახური ნიკორაშვილების ოჯახს ზამთრის სეზონისათვის საწვავი შეშით დაეხმარება შესაძლებლობის ფარგლებში. რაც შეეხება მისი გარდაცვლილი მეუღლის დაკრძალვის ხარჯებს – მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განახლდა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების გაცემა, რომელიც გასულ წლებში ტრანსფერით ფინანსდებოდა და მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა. ამდენად, ქლაბატონი ნიკორაშვილი გორის რაიონის გამგეობაში მეუღლის გარდაცვალების ცნობის წარდგენის შემდეგ, მიიღებს მეუღლის ე.წ. „დაკრძალვის თანხას“, რის შესახებაც უკვე გაფრთხილებულია.”

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები