00:33, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თელავის რაიონის გამგებლის ვაჟი ჟურნალისტებს ქუჩაში აგინებს

08.08.2006
თელავის რაიონის გამგებლის ვაჟი ჟურნალისტებს ქუჩაში აგინებს


თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟს, ლაშა მამაცაშვილს ჟურნალისტების დანახვაც კი ისე აღიზიანებს, რომ თავს ქუჩაშიც ვერ იკავებს და მათ უწმაწურ სიტყვებს ეძახის. მისი აგრესია ძირითადად იმ ჟურნალისტებისკენაა მიმართული, რომლებიც მისი გამგებელი მამის, გოჩა მამაცაშვილის დირექტივებს არ ემორჩილებიან და თავისუფალი ჟურნალისტიკის პრონციპებს არ ღალატობენ. თელავში იმაზეც საუბრობენ, რომ უმცროსმა მამაცაშვილმა მამა-გამგებლის “დაცვა” საკუთარ თავზე აიღო და დაცვის საკუთარი მეთოდოლოგიაც შეიმუშავა.
  
ტელეკომპანია “თანამგზავრის” ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი აცხადებს, რომ ის ტელეკომპანია “მზის” რეგიონულ კორესპონდენტ, ხათუნა გულიაშვილთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როდესაც თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა მამაცაშვილის ვაჟმა, ლაშა მამაცაშვილმა მათ ხმამაღლა დაუსტვინა და ასევე ხმამაღლა უწმაწური სიტყვებით მიმართა.
 
“მე და ტელეკომპანია “მზის” კორესპონდენტი, ხათუნა გულიაშვილი ქუჩაში ერთად მივდიოდით. ჩვენი დანახვისას მამაცაშვილის ვაჟმა, ლაშა მამაცაშვილმა ჯერ დაუსტვინა და შემდეგ უბინძურესი სიტყვები მოგვაძახა. გამორიცხულია, რომ ასეთი ქმედება სხვების მისამართით ყოფილიყო მიმართული, რადგან იმ დროს ქუჩაში ჩვენს მეტი არავინ იმყოფებოდა...” – აცხადებს რომან ქევხიშვილი.
 
ტელეკომპანია “მზის” კორესპონდენტის, ხათუნა გულიაშვილის განცხადებით, გამგებლის ვაჟის საქციელი უფროსების აგიტაციის შედეგია. ხათუნა გულიაშვილი თვლის, რომ გამგებლის ვაჟმა ხულიგნობა ჩაიდინა და ჩადენილი დანაშაულისათვის ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
 
“საჯარო მოხელეთა შვილებს საზოგადოების წინაშე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. დარწმუნებული ვარ, რომ მამაცაშვილის ვაჟის ხულიგნობა უფროსების აგიტაციის შედეგია. ვფიქრობ, მისმა იდეოლოგებმა ის სათანადოდ უნდა დასაჯონ და ბოდიშის მოხდა აიძულონ...” – აცხადებს ხათუნა გულიაშვილი.
 
როგორც გამოირკვა მამაცაშვილი არც შვილის დასჯას აპირებს და არც ბოდიშს მოახდევინებს, რადგან როგორც ტელეკომპანია “თანამგზავრის” კორესპონდენტი, რომან ქევხიშვილი აცხადებს, ინციდენტის შესახებ მან თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ტელეფონით აცნობა, თუმცა გოჩა მამაცაშვილისგან შეურაცხყოფის მეტი ვერაფერი მიიღო.

“რადგან მამაცაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ხოლმე, მას სატელეფონო შეტყობინება გავუგზავნე, რის შემდეგაც, მან დამირეკა შეურაცხყოფა მომაყენა. მამაცაშვილმა ინტრიგანი და ავანტურისტი მეძახა, თან კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ თავი მისგან შორს დამეჭირა და მისი ტელეფონის ნომერი აღარასოდეს ამეკრიფა. ლანძღვა-გინების შემდეგ მან ტელეფონი გამითიშა...” – აცხადებს რომან ქევხიშვილი.
“ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს” ბედმა გაუღიმა და ჩვენს სატელეფონო ზარს მამაცაშვილმა უპასუხა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, თუ რის გამო “აწუხებდნენ”, განაცხადა, რომ პირადულის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს და ტელეფონი უცერემონიოდ გათიშა. (რატომ არის თელავის რაიონის გამგებლის მოვაელობის შემსრულებლისათვის ჟურნალისტების შეურაცხყოფა პირადული საკითხი, ჩვენთვის დღემდე გაურკვეველია).
 
ტელეკომპანია “თანამგზავრის” ჟურნალისტი, რომან ქევხიშვილი აცხადებს, რომ მამაცაშვილის და მისი ვაჟის თავხედობა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და მათი მხრიდან არც ფიზიკური ძალადობაა გამორიცხული.
 
“მამაცაშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე ე.წ. „ქურდული ცხოვრება“ ჰქონდა და კრიმინალურ გარჩევებსაც აწარმოებდა. მე ვფიქრობ, რომ კრიმინალის გაზრდილი შვილის თავხედობა გასაკვირი არ არის. როგორც ჩანს ადამიანის მენტალიტეტის შეცვლა ვერც გამგებლის სავარძელს და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ბილეთს შეუძლია...“ – აცხადებს რომან ქევხიშვილი.
 
მამაცაშვილის ვაჟის მხრიდან მომავალში მორიგ ხულიგნობებს არც ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტი, ხათუნა გულიაშვილი გამორიცხავს. ის აცხადებს, რომ კანონის წინაშე პასუხი ყველას თანაბრად უნდა მოეთხოვოს. „მსგავსი დამოკიდებულების კიდევ ერთხელ გამოვლენის შემთხვევაში თავს აუცილებლად კანონით დავიცავ...“ – აცხადებს ხათუნა გულიაშვილი.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ერეკლე
2014-04-29 19:55
ხათუნა გულიაშვილი კარგი ადამიანია ,ადამიანი გულქვა უნდა იყოს რომ ხათუნას გული ატკინოს.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC