00:39, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წელიწადნახევარში გარდაცვლილია 80 პატიმარი

08.08.2006
წელიწადნახევარში გარდაცვლილია 80 პატიმარი


სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები თითქმის ყოველ კვირა ხდება. წელიწადნახევარში 80 პატიმრის გარდაცვალება, არცთუ ისე სახარბიელო სტატისტიკაა და ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს ხშირად აკრიტიკებენ. ხელისუფლება კი სისტემაში ჩატარებული რეფორმებით იწონებს თავს და პატიმართა გარდაცვალებას მათ ავადმყოფობას უკავშირებს.

გარდაცვლილი პატიმრები

გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, 2006 წლის მარტო ერთ თვეში - აპრილში გარდაცვლილია 6 პატიმარი:
1. 15 აპრილს 23.00 საათზე იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებული, 61 წლის ალექსანდრე კოვინი სიმსივნური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული გულ-ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა. ის მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული და 10 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი;
2. იმავე დღეს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში კიდევ ერთი პატიმარი, 37 წლის ემზარ ჯ. გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი აივ-ინფექცია, შიდსის ფონზე განვითარებული პნევმოცისტური პნევმონია გახდა. ის 2005 წლის 15 დეკემბერს ყაჩაღობის ბრალდებით იყო დაკავებული;
3. 11 აპრილს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, 24 წლის ზურაბ ხუცურაულის გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზი და სხვა დაავადებები გახდა,
ის 2002 წლის 18 სექტემბერს იყო დაკავებული და 18 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი;
4. მეორე გარდაცვლილი მსჯავრდებულის, 18 წლის გიორგი ძველიშვილის დიაგნოზიც ტუბერკულოზი იყო. ის 2004 წლის 13 მარტს დააკავეს და 3  წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ავადმყოფი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #5 საპყრობილედან 10 აპრილს იყო გადაყვანილი.
5. 30 აპრილს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ქირურგიულ განყოფილებაში ფილტვ-გულის მწვავე უკმარისობით, მსჯავრდებული ედუარდ შარიპოვი გარდაიცვალა. ის
რუსთავის #1 დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში 2005 წლის 10 მაისს გადაიყვანეს. ის ყაჩაღობის ბრალდებით იყო გასამართლებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
6. იმავე დღეს სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი განსასჯელი ზაზა ბ.  ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული ფილტვ-გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2005 წლიდან 2006 წლის მაისის მდგომარეობით, გარდაცვლილია 80 პატიმარი. აქედან 2005 წელს 47 პატიმარი (36 ავადმყოფობით, აქედან 10 ტუბერკულოზით, 3 - თვითმკვლელობა, 7 - ჭრილობები და ტრამვები, 1- გაურკვეველი ინტოქსიკაცია). 2006 წლის მაისის ჩათვლით 33 პატიმარი.

გარდაცვალებულ პატიმართა სერიოზული რაოდენობის მიუხედავად, არ არსებობს ფაქტები, როცა კონკრეტული პირები დაისაჯნენ. როგორც ყოველთვის, გარდაცვალების მიზეზად მძიმე ავადმყოფობა სახელდება. არადა, არის ჩამოხრჩობისა და სხეულის დაზიანების შემთხვევებიც.

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველიც მკაცრად აკრიტიკებს და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით: „ნამდვილად არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, როცა პატიმართა გარდაცვალების გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. მინდა, ციხეში მომხდარ ერთ-ერთ მკვლელობას შევეხო, რომელიც სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა კოპაძის პერიოდში მოხდა. ამ საქმეზე გამოძიება დასრულდა და ოფიციალური ვერსიით ეს იყო თვითმკვლელობა. ჩვენი ინფორმაციით კი, ეს იყო მკვლელობა. ამის შესახებ რამდენიმე მოწმე საუბრობს. რომლებიც დეტალურად აღწერენ როგორ და რა პირობებში მოხდა მკვლელობა. ჩვენ პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენეთ და ძიება ხელახლა უნდა დაიწყოს.   მკვლელობის შესახებ ადმინისტრაციამაც იცოდა, რომელმაც გამოძიება შეცდომაში შეიყვანა.“ 

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა პატიმრები იმიტომ იღუპებიან, რომ მათ სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. შარშან ასეთი ორი შემთხვევი იყო. გამოძიება ალბათ ყოველთვის ტარდება, მაგრამ დასჯილი არავინაა. ეჭვი იმისა, რომ პატიმართა გარდაცვალება ხშირ შემთხვევაში უყურადღებობით ხდება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე რიგით მოქალაქეებშიც არსებობს. პრობლემებზე საკმაოდ ხშირად საუბრობს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, არასამთავრობოები რომ არა, პატიმართა გარდაცვლების საკმაოდ ბევრი შემთხვევა არც გახმაურდებოდა: „არაეართი შემთხვევის გახსენება შემიძლია, როცა პატიმართა გარდაცვალების შესახებ ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შესახებ საზოგადოება ისევე ვერაფერს გაიგებდა, როგორც სხვა შემთხვევებში. ის ციფრები, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გადრაცვალებული პატიმრების შესახებ ავრცელებს, არასანდო და არაზუსტია“.    
 
პატიმართა სიკვდილიანობით საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეწუხებულები არინ. ერთ-ერთი მათ შორის არის „ჰუმან რაიტს ვოტჩი“ ( Human Rights Watch). მათი ექსპერტები საქართველოში ვიზიტით და პატიმრების მდგომარეობით აღშფოთებულები დარჩნენ. განსაკუთრებით კი პატიმართა გარდაცვალებით, მათი ცხოვრების პირობებითა და არაადამიანური მოპყრობით.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC