00:31, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქუჩის ბავშვები - სახელმწიფოს საზრუნავი თუ ვალის მოხდა? (ნაწილი პირველი)

10.08.2006
ქუჩის ბავშვები - სახელმწიფოს საზრუნავი თუ  ვალის მოხდა? (ნაწილი პირველი)


2005 წლის ივნისში თბილისში ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი გაიხსნა. მართალია, ცენტრს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებასა და ადაპტირებულ გარემოში დაბრუნებაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ის სკანდალში გაეხვა. სულ რაღაც 3 თვეში  ცენტრის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, კიდევ 3 თვის გასვლის შემდეგ კი მისი ბედი ლამის ახლმა დირექტორმაც გაიზიარა. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ეს ცენტრი ზოგიერთებს საკუთარი ინტერესებისა და ჯიბის გასასქელებლად აინტერესებთ და არა ბავშვების მომავლისთვის. ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. 
 
რა ხდება „ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრში“; რისთვის შეიქმნა ის და რატომ ვერ ასრულებს მოვალეობას; ვის რა ინტერესები აქვს; რას შეეწირა პირველი დირექტორი; რა ელის ცენტრს და ბავშვებს? - ამ ყველაფრის გარკვევას „ადამიანის  უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო“ ცენტრი შეეცადა. 

გლდანში, სადაც ამჟამად ცენტრი მდებარეობს, მანამდე ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებელი იყო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. რადგან მისმა არსებობამ ვერ გაამართლა, მასზე შსს-მ უარი თქვა და შესაბამისად, დაიხურა კიდეც. ახალ ცენტრზე მზრუნველობა კი თბილისის მერიამ აიღო, კერძოდ, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურმა. ცენტრის პრეზენტაციას პირველი ლედი და საქართველის პრეზიდენტი დაესწრო და ის პომპეზურად გაიხსნა. სულ რამდენიმე თვეში კი პირველი დაპირისპირება და სკანდალი მოხდა, რომელსაც, როგორც ავღნიშნე, დირექტორი შეეწირა.  

როგორც ცენტრის პირველი დირექტორი გიორგი თავაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ დირექტორობა სხვებს უნდოდათ. მისმა დანიშვნამ კი ამ ადამიანთა განაწყენება გამოიწვია. კერძოდ, მისი თქმით, ცენტრის ამჟამინდელი დირექტორი ქეთევან კობალაძე ერთ-ერთი იყო,  ვინც ცდილობდა, ეს დაწესებულება შსს-ს გამოყოფოდა და  რაღაც ახალი შექმნილიყო.

„როცა შსს-მ უარი განაცხადა ამ ცენტრზე, ის დარჩა ჰაერში. ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ნინო ჭუბაბრიამ და ამჟამინდელმა დირეტორმა ქეთი კობალაძემ იაქტიურეს და თბილისის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურმა საკუთარ თავზე აიღო ამ ცენტრის პატრონობა. ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ზაზა გოროზიამ გადაწყვიტა,  მისთვის ხელი მოეკიდა. ამ პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციებმა სურვილი გამოთქვეს, ბავშვებზე მზუნველობა გაენაწილებინათ და მათ სხვადასხვანაირად დახმარებოდნენ“, - ამბობს ყოფილი დირექტორი თავაძე, რომელიც დირექტორად 2005 წელს გოროზიას წარდგინებით დაინიშნა. მანამდე კი ის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო. 

ცენტრის დაფინანსება 2005 წლის ბიუჯეტში ჩაიდო. ეს თანხა კი 200 000 ლარს შეადგენდა.  როგორც თავაძე ამბობს, ამ თანხაში შედიოდა ძირითადად კომუნალური გადასახადები და სახელფასო ფონდი. ერთი თეთრი არ ყოფილა გათვალისწინებული კვებაზე. დღეს კი ცენტრის ბიუჯეტი 350 000 ლარია.

დაპირისპირება

თავაძის თქმით,  მასთან დაპირისპირება იმ დღიდან დაიწყო, როცა ცენტრის დირექტორად მის კანდიდატურაზე დაიწყო საუბარი: „მიუღებელი ვიყავი იმ ორი ადამიანისთვის - კობალაძისთვისა და ჭუბაბრიასთვის, რომლებიც ახალი ცენტრის შექმნაში აქტიურობდნენ. მიზეზი ის იყო, რომ დირექტორობა სწორედ მათ უნდოდათ. ანუ, ფაქტიურად ბრძოლა დაიწყო ამ ცენტრის ხელში ჩასაგდებად“.

ჟურნალისტი: ინტერესი რა იყო, ერთ-ერთი მოსაზრებით, დონორების დახმარებით ამ ცენტრიდან ფულის შოვნა კარგად შეიძლებოდა?

გიორგი თავაძე: თავიდანვე ალბათ ეს იყო ინტერესი. არსებობდა ინფორმაცია, რომ დონორი ორგანიზაციები გამოჩნდებოდნენ და ამ ცენტრს საკმაოდ სერიოზულად დააფინანსებდნენ. ადამიანური თვალსაზრისით, მესმის რატომაც გაღიზიანდნენ. საკმაოდ  სერიოზული პრესი წამოვიდა ჩემზე. დეტალურად მიკონტროლებდნენ, სად, რას და როგორ ვაკეთებდი. ნინო ჭუბაბრია მოადგილედ ისე დამინიშნეს, არც ვიცნობდი. პირველივე დღეებიდან ეს ორი ადამიანი თითიდან გამოწოვილი საკითხების გამო პრობლემებს მიქმნიდა. იყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციაში. მუშაობიდან 2 თვის შემდეგ კომისიამ დაიწყო შემოსვლა. მიზეზი იყო ის საჩივრები, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან იწერებოდა“.

ცენტრში შესამოწმებლად პირველად მერიის გენერალური ინსპექეცია შევიდა. როგორც თავაძე ამბობს, მას  ფინანსური დარვევა არ დაუდასტურებია. მათ დასკვნაში კი ვკითხულობთ: „...თვეში ნაცვლად 12831 ლარისა, ხელფასის სახით გაცემულია 15920 ლარი. სხვაობა 3089 ლარი გაცემულია მომავალი თვის ანგარისის ხარჯზე. საშტატო განრიგით ხელშეკრულებით აყვანილ პირებზე გაანგარიშებაში ჩამოთვლილ სახელფასო განაკვეთებში დაშვებულია ხარვეზები: ნაცვლად 5350 ლარისა მითითებულია 2200 ლარი. სხვაობაა 3150 ლარი. 20 მაისს შეძენილია 1778 ლარის სამეურნეო საქონელი, ხოლო თანხა გაცემულია 1990 ლარი ანუ 212 ლარით მეტი“.    

მეორე კომისია, რომელიც ცენტრის შესამოწმებლად შევიდა, იყო სანეპითსადგური. როგორც თავაძე ამბობს, ისინი ძალიან მარტივ რაღაცეებს ედავებიან. მაგალითად, ნაგვის კონტეინერი რატომ დაგას ასფალტზე; მშრალ პროდუქტებსა და კონსერვებს ერთად რატომ ინახავს და სხვა ამგვარი.
როგორც ირკვევა, მთავარი მიზეზი, რამაც თავაძის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია, იყო სახალხო დამცველის წერილი, რომელიც მან თბილისის მერს მისწერა. წერილში წერია, რომ ცენტრს ჰყავს მხოლოდ ერთი პედაგოგი, რომელიც ვერ აუდის ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლებას; რომ ყველა ონკანი გამოსულია მწყობრიდან; რომ არ არის საკმარისი რაოდენობის შამპუნი, კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი და სხვა; რომ ბავშვები განიცდიან ტანსაცმლის დეფიციტს; რომ ბავშვები მთელ დღეს უსაქმურად ატარებენ, რადგან მათი დასაქმება ვერ ხერხდება; რომ ცენტრში სისუფთავე დაცული არ  არის; რომ ცენტრის ბავშვები ნებისმიერ დროს თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქში და კიდევ ერთი პუნქტი, რომ ცენტრში არ არის შექმნილი ისეთი პირობები, რომ ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. 

ამასთან ერთად, სახალხო დამცველი რეკომენდაციებს იძლევა, რა როგორ უნდა გაკეთდეს და მერს სთხოვს, ამ საკითხს ყურადრება მიაქციოს. ამის შემდეგ თავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მასზე სს საქმე აღიძრა. თბილისის პროკურატურამ სს საქმე სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ფაქტზე აღძრა. გამომძიებელ კოჭლამაზიშვილის ცნობაში ისიც წერია, რომ თავაძე ამ ეტაპისთვის არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მის მიმართ დევნა არ ხორციელდება.  

ქეთევან კობალაძე ამ პერიოდში სწორედ სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა. როგორც თავაძე ამბობს, ის სწორედ იქიდან ებრძოდა და ამისთვის სოზარ სუბარიც გამოიყენა: „კობალაძემ მოამზადა დასკვნა, რომელზეც სუბარს ხელი მოაწერინა და  შეცდომაში შეიყვანა. ამ დასკვნაში ყველა სიტყვა  ტყუილია. როცა ორგანიზაციაში რაღაც კომისია შესამოწმებლად შედის, შემოწმების შემდეგ ფორმდება აქტი, რომელიც  ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც უნდა ნახოს. ის დასკვნას ან დაეთანხმება, ან არა. ამ შემთხვევაში კი მე ამ აქტის შესახებ არაფერი ვიცოდი.“

სს საქმის აღძვრიდან დღემდე 10 თვე გავიდა, პასუხი კი არ არსებობს. თავაძეს კი ვერ გაუგია რატომ იჭიმება დრო: „დიდი დრო გავიდა და პროკურატურას ჩემი ბრალეულობა არაბრალეულობის შესახებ დასკვნა ჯერაც არ დაუდია. იძახიან, რომ ფინანსურ გარიგებებში ვმონიაწილებუდი, არადა დასკვნა არ არესებობს. არარსებულ ბრალდებებზე კი თავის მართლება მიწევს. თუ დამნაშავე ვარ, უნდა დამიჭირონ და პასუხი მაგებინონ, მაგრამ თუ დამნაშავე არ ვარ, სახელს რატომ მიფუჭებენ? ფინანსურ მაქინაციებში რომ ვიყო გარეული, ახლა თქვენთან არ ვიქნებოდი. გამოდას, რომ ეს იყო პირადი ინტერესი და ბრძოლა ბავშთვა სახლისათვის. არის კიდევ ერთი მომენტი, სახალხო დამცველის წერილში არაერთი პუნქტი წერია, რაც ჩემს დროს თურმე წესრიგში არ იყო. მას შემდეგ 10 თვე გავიდა და რაშიც მედავებოდნენ, ერთი პუნქტიც არ შესრულებულა.“

ცენტრის დაარსებიდან ერთი წელიც არ გასულა, რომ ის სკანდალში გაეხვა, ბავშვები კი თოთქმის მეორე ხარისხოვანი გახდა. დახლოებით ერთი თვის წინ ცენტრის ახალმა დირექტორმა განცხადება გააკეთა, რომ ცენტრის ამ სახით არსებობას აზრი არა აქვს და შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს. თავაძე არ გამორიცხავს ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყოს, რომ მათ ფინანსური სარგებელი ვერ ნახეს და ის იმედები, რომ სხვადასხვა საერთოშორისო ორანიზაციებიდან სოლიდური დაფინანსებები წამოვიდოდა, არ გამართლდა.

თუ ქეთევან კობალაძეს მოვუსმენთ, ის ამბობს რომ ცენტრის ბავშვებს სწორედ ყოფილი ხელმძღვანელობა ამხედრებს მის წინააღმდეგ. ამ განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაიცა ფილმი, სადაც ბავშვები ცენტრის ცუდ პირობებსა და დირექტორის თვისებებზე საუბრობდნენ. ამაჟამინდელი დირექტორი პრობლემების თავისებურ ვერსიაზე საუბრობს. მის საუბარში მთავარი აქცენტი სწორედ თანხებზე კეთდება. (პირველი ნაწილის დასასრული)

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC