კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტურ ტერიტორიაზე კრიმინალთა თარეში გრძელდება

10 აგვისტო, 2006

კონფლიქტურ ტერიტორიაზე კრიმინალთა თარეში გრძელდება
7 ივლისს გალში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს

გალის რაიონში კარგა ხანია სროლის ხმა არავის გაუგონია, თუ არ ჩავთვლით 9 ივლისის ღამეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ზალპებს. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ გალის რაიონში სიმშვიდე ყოველთვის დროებითი და მოჩვენებითია. რაიონს ვერ აკონტროლებენ აფხაზი სამართალდამცავები. გაუვალ ტყედ ქცეულ ტერიტორიაზე ათასი ჯურის კრიმინალია თავმოყრილი, დიდი ოდენობით იარაღია მოსახლეობაში, რომლის ამოღებას აფხაზები ვერ ახერხებენ. თარეშობენ ქართულ-აფხაზურ-ჩეჩნურ-რუსული ანუ, როგორც მათ ხშირად უწოდებენ "ინტერნაციონალური ბანდები".

მიმდინარე წლის მარტ-ივნისში გალის აფხაზური მილიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, 5 ბოროტმოქმედი იქნა მოკლული. აფხაზი სამართალდამცველები გამარჯვების ეიფორიის ქვეშ მოექცნენ, მოადუნეს ყურადღება და შედეგიც სახეზეა. 7 ივლისს გალის რაიონის სოფ. რეფში ტყის მასივში საკმაოდ დიდხანს ისმოდა სროლის ხმა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულია ქართველი ეროვნების მანუჩარ ფანცულაია, მცხოვრები გალის რაიონ სოფ. ბარღებში, დაბადებული 1981 წელს.

გაუმხმაურებელი ინფორმაციით, ფანცულაიას და ალანიას გარჩევები ჰქონდათ აფხაზებთან, რომლის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აფხაზმა ადგილზე მოკლა ფანცულაია, ხოლო ალანიას 4 ტყვია მოხვდა. სროლის ხმაზე მივიდნენ ქართველები, მათ შორის, აჩიგვარის მკვიდრი რამინ გოგოხია, რის შემდეგ განახლდა ორმხრივი სროლები, ქართველებმა მოკლეს ფანცუალიას მკვლელი აფხაზი ეროვნების პირი, ხოლო თვითონ მოექცნენ ალყაში. ქართველები სროლით ცდილობდნენ ალყიდან თავის დაღწევას და მოემართებოდნენ მდინარე ენგურისკენ. მათ ვერ მოახერხეს სამშვიდობოს გადმოსვლა, მეტიც, 3 ქართველი მძიმედ დაიჭრა. 8 ივლისს აფხაზური მხარე, კერძოდ, ე.წ პრეზიდენტ ბაღაფშის პირადი წარმომადგენელი გალის რაიონში რუსლან ქიშმარია კატეგორიულად უარყოფდა რეფში მომხდარ ინციდენტს. იმ დღესვე, ზუგდიდის რაიონ სოფ. ხურჩაში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, ადგილზე გამოცხადნენ ადგილობრივი სამართალდამცველები და დაღუპულ ფანცულაიას ნათესავები. ისინი ელოდნენ, რომ გარდაცვლილის გვამს გადმოსცემდნენ და აგრეთვე დაჭრილ ალანიას. თუმცა, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა, რომ აფხაზურმა მხარემ, უარი განაცხადა და დაარღვია ადრე მიცემული პირობა, რაც ახსნეს იმით, რომ გალში გუდაუთის დაჯგუფება შემოვიდა და სიტუაციას ისინი აკონტროლებენ. 9 ივლისს დაახლოებით დილის 5 საათზე, ფანცულაიას მამას ჰქონდა მცდელობა გადმოესვენებინა შვილი ზუგდიდის რაიონში, ასევე გადმოეყვანათ ჭირისუფლებს დაჭრილები, მაგრამ გაურკვეველი ვითარების გამო, აფხაზებმა მიაგნეს მათ და თავის მიცვალებულ-დაჭრილ-ჭირისუფლიანად სოხუმში უშიშროების იზოლატორში მოათავსეს.
 
რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის რეფში მომხდარი ფაქტი ცნობილი იყო, რადგანაც 8 ივლისს დაახლოებით 12.10 საათზე ორმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა შემოვლა მოახდინა ზუგდიდის რაიონის საჰაერო სივრცეში. საქმის კურსშია ჩაყენებული გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის, როგორც გალის, ასევე ზუგდიდის სექტორის ხელმძღვანელები და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა. მომხდარ ფაქტზე იმსჯელებენ მხარეები 10 ივლისს ჭუბურხინჯის ოთხმხრივ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაზე.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები