00:41, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვინ არღვევს ჟურნალისტთა უფლებებს ზუგდიდში

15.08.2006
14 აგვისტოს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, წალენჯიხის ერთერთ გარეუბანში, სამცაცხვის რესტორნის ყოფილ ტერიტორიაზე, გაისმა რამდენიმე გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ
ადგილი ქონდა კრიმინალურ გარჩევებს.

ინცინდეტის შედეგად სამი პიროვნება დაიჭრა. ძმები ლაშა და ლევან ეგიები, შოთა თვალავაძე  სასწრაფოდ გადაიყვანეს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში", სადაც მათ გადაუდებელი ოპერაციები გაუკეთდათ. ერთერთ მათგანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს, დაჭრილთა ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და მათი მეგობრები დახვდნენ.

ჭირისუფლები კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ ჟურნალისტებს და არ მისცეს მათ საშუალება დაფიქსირებინათ დაჭრილები. მეტიც, ზოგიერთმა დაკუნთულმა ახალგაზრდამ ფიზიკური ძალაც კი გამოიყენა მათ წინააღმდეგ. დაჭრილთა ახლობლებმა ჟურნალისტები საავადმყოფოდან თითქმის ნახევარსაათიანი შეხლაშემოხლის შემდეგ აიძულეს დატოვებინათ საავადმყოფო. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში ამ დროისათვის არც ერთი პოლიციელი არ იყო.

ეგიებისა და თვალავაძის  დაჭრაში ეჭვმიტანილია ზურაბ ილიას ძე მიქავა. მიქავა დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, დაზარალებულებიც და ეჭვმიტანილიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან და სწორედ ამიტომ არ უნდოდათ მათ ჟურნალისტებთათ ურთირთობა. თუმცა, ზუგდიდში მასმედიას არც პოლიციელები სწყალობენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. ერთი ასეთი ფექტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა: საეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წალეჯიხის რაიონული განყოფილების თანამშრომელმა ჯონი გულორდავამ ტაბელური პისტოლეტიდან სახის არეში უმძიმესი ჭრილობა მიაყენა დ. ღვინჯილიას. ინცინდენტი მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში რესტორან "დიდებულში". შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს პოლიციის მაღალჩინოსნებმა არ მისცეს საშუალება დაფიქსირებინათ მომხდარი ფაქტი. იყო მუქარებიც, სიტყვიერი შეურცყოფაც.

შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტებმა ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში გადაინაცვლეს, სადაც სასწრფო ოპერაციას უკეთებდნენ დაზარალებულს. პოლიციელ გულორდავას ოჯახის წევრებმა - დამ, დედამ, მეუღლემ, მეგობარმა ქალბატონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ აკმარეს ჟურნალისტებს მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. რომ არა მედპერსონალისა და საპატრულო პოლიციის თავგამოდება, ღვინჯილიას ბედს მასმედიაც გაიზიარებდა. სამწუხაროდ, ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. მეორე დღეს საავადმყოფოში, სულ სხვა სიუჟეტზე  მისულ ჟურნალისტთა ჯგუფს თავს დაესხნენ ჯონი გულორდავას ოჯახის წევრები და მეგობრები. დაფიქსირდა კამერის დამტვრევის მცდელობა, აგრეთვე ფიზიკური შეერაცყოფა მიაყენეს ტელეკომპანია მზის ჟურნალისტებს - მალხაზ ბასილაიას, გოჩა ლემონჯარიას და თავისუფალი გაზეთის ჟურნალისტს ნატო ბერულავას. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ი.ქ.კ-ს ქვეგანყოფილების შემადგენლობა და სამხარეო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც გულგრილად ადევნებდნენ თვალს ჟურნალისტების ცემას. ამ დროისთვისთვის, ჯონი გულორდავას მიმართ საქმე შეწყვეტილია. შესაბამისად, ძებნაც მოეხსნა და ის თავისუფლად გადაადგილდება რეგიონის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც უახლესი მარკის ძვირადღირებული ავტომანქანით.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC