00:35, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა თელავში დარღვევებით ჩატარდა

16.08.2006
„ვისაც პრეზიდენტი და ხელისუფლება როდისმე გაუკრიტიკებია, სახელმწიფოსგან არაფერს უნდა ითხოვდეს – თელავში ამ პრინციპით ნაციონალები და ადგილობრივი ხელისუფლება ხელმძღვანელობენ’’, – აცხადებს თელაველი ნაირა გრძელიშვილი. ის თელავის რაიონის გამგეობის გაზეთ „ჩვენი გაზეთის“ რედაქტორ ნანა ქიბიშაურს და ადგილობრივ ნაციონალებს შეურაცხყოფისათვის პასუხს სთხოვს.

პრეზიდენტის პროგრამა, რომელიც სტუდენტებისათვის საზაფხულო სამუშაოებს ითვალისწინებდა, თელავში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ადგილობრივი ნაციონალები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა მათ წარმატებით განახორციელეს და 350 სტუდენტი დაასაქმეს, თელაველთა დიდი ნაწილი კი უკმაყოფილოა. ბევრი სტუდენტი დღემდე ვერ ხვდება, რა მიზეზით არ მიიღეს ისინი ქუჩების დასასუფთავებლად და დამლაგებლებად. სტუდენტებთან ერთად უკმაყოფილებას მათი მშობლებიც გამოხატავენ, თუმცა ხმამაღალი განცხადებებისგან თავს იკავებენ. პირად საუბრებში ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას და ნაციონალებს გარიგებებში ადანაშაულებენ. მათთან ღიად დაპირისპირებას სტუდენტებიც და მათი მშობლებიც იმ მიზეზით არიდებენ თავს, რომ „ტერორი და ზეწოლა გარდაუვალი იქნება.“ ჟურნალისტებთან ხმამაღლა მხოლოდ თელაველი ნაირა გრძელიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ მისი შვილი აღნიშნულ პროგრამაში აბსურდული მიზეზით არ მიიღეს და თავად მას ნაციონალების ოფისში შეურაცხყოფა მიაყენეს (შვილის გვარის და სახელის გამხელას კი ისიც ერიდება).

„თავიდან მპირდებოდნენ, რომ ჩემი შვილი სიაში მოხვდებოდა. მე ნაციონალების ოფისთან ვცხოვრობ და ყოველდღე ვხედავდი, რამდენი მშობელი მიდიოდა იქ პრეტენზიებით. გამგეობის თანამშრომლებსაც ხშირად ვხედავდი იქ. ისიც გავიგე, რომ სტუდენტთა სიებს ადგილობრივი ჩინოვნიკების სატელეფონო ზარების მიხედვით ადგენდნენ. ამიტომაც მივედი, მინდოდა ყველაფერში თავად გავრკვეულიყავი. იქიდან საშინლად შეურაცხყოფილი წამოვედი. მე თურმე ამ ქვეყანაში არაფრის უფლება არ მქონია...“ – აცხადებს ნაირა გრძელიშვილი.

რამდენიმე თვის წინ სალარო აპარატებთან დაკავშირებით გამართული ხმაურიანი აქციების დროს ნაირა გრძელიშვილი საკუთარ უფლებებს აქტიურად იცავდა და ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა. ნაციონალების ოფისში მისულს კი, სწორედ რამდენიმე თვის წინანდელი ამბები გაუხსენეს და სახელმწიფოსგან რაიმეს მოთხოვნა კატეგორიულად აუკრძალეს.

„ჟურნალისტი ნანა ქიბიშაური დამხვდა იქ. მან გამომიცხადა, რომ აქციების დროს დამიმახსოვრა და ნაციონალებს ასეთი დირექტივა მისცა: „ამისთანა ქალების შვილები სიაში არ ჩაწეროთ!“ მერე მე მომიბრუნდა და მითხრა: „არ გრცხვენია, რომ მოდიხარ და პრეზიდენტის პროგრამაში შენი შვილის ჩართვას ითხოვ? მე კარგად მახსოვს, რასაც ამბობდი შენ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტზე და გოჩა მამაცაშვილზე. რა უფლება გაქვს, რომ სახელწიფოსგან რაიმეს ითხოვდე?“ ისე მიქნევდა თითებს, რომ თავი მართლა სახელმწიფო დამნაშავე მეგონა...“ – აცხადებს ნაირა გრძელიშვილი.

ქიბიშაურის დირექტივა ნაციონალმა ალეკო პაპუნაშვილმა დაუყოვნებლად შეასრულა და „მრისხანე მბრძანებლისთვის“ რომ ესიმოვნებინა, ნაირა გრძელიშვილის დამცირება მანაც გააგრძელა.

„ჩემი შვილის ტოლები ისე უდიერად და უზრდელურად მომმართავდნენ, რომ არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. ისე იქცეოდნენ, თითქოს ეს ქვეყანა მარტო მათი საკუთრება ყოფილიყოს. ვერ გამიგია, ვინ არის ქიბიშაური და ვინ აჩუქა ქიბიშაურს და ნაციონალებს საქართველო?“ – აცხადებს ნ. გრძელიშვილი.

ქიბიშაურის ფუნქციებით „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრიც“ დაინტერესდა და ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, იმედა კევლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ქიბიშაურს აღნიშნულ პროგრამასთან საერთო არაფერი აქვს. მისივე განცხადებით, „სტუდენტების შერჩევა ობიექტურად მოხდა და სიები არც ვინმეს სატელეფონო ზარებით შედგა და არც ნაცნობ-ნათესავობით...“
 
იმედა კევლიშვილის სიტყვები გაიმეორა ნაციონალმა და თელავის რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ალეკო პაპუნაშვილმაც. მან ვერც ნაირა გრძელიშვილი გაიხსენა და ვერც ნაციონალების ოფისში მომხდარი ინციდენტი. ნანა ქიბიშაურის კავშირი სტუდენტთა დასაქმების პროგრამასთან მანაც უარყო.
  
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნანა ქიბიშაურთან სცადა და მას ტელეფონით დაუკავშირდა. ქიბიშაურმა საუბრის დასაწყისში აღნიშნულ პროგრამასთან რაიმე კავშირი კატეგორიულად უარყო, მოგვიანებით კი, როდესაც გრძელიშვილის განცხადებების შესახებ შეიტყო, იმდენად გაღიზიანდა, რომ ჟურნალისტს ხმამაღლა ყვირილი დაუწყო და გრძელიშვილზე უარესი შეურაცხყოფა მიაყენა. მდგომარეობიდან გამოსული ქიბიშაური ჟურნალისტს ინტრიგანს, უსინდისოს და უსაქმურს ეძახდა.
 
„ინტრიგანო, თავი დამანებე! რას გადამეკიდე? რა გინდა ჩემგან? უსინდისო ხარ და მეტი საქმე არ გაქვს. ადამიანის სახე გაქვს დაკარგული. აღარ დარეკო...“ – იღრიალა მამაცაშვილის კარის ჟურნალისტმა, რაზედაც ჩვენგან მხოლოდ მადლობა მიიღო. მადლობა ქიბიშურს იმისთვისაც გადავუხადეთ, რომ ჩვეულებისამებრ დედა არ შეგვაგინა. (,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი’’ ქიბიშაურის საუბრის დეტალური გამოქვეყნებისგან თავს ეთიკის ნორმების გამო შეგნებულად იკავებს).
 
რაც შეეხება ნაირა გრძელიშვილს, ის საქართველოს დატოვებას აპირებს და აცხადებს: „რადგან საქართველო ქიბიშაურის საკუთრებაა და ჩემი ადგილი აქ არ არის, რადგან არაფრის უფლება არ მაქვს, რომელიმე ქვეყნის საელჩოს მივაკითხავ და პოლიტიკურ თავშესაფარს სხვა ქვეყანაში მოვითხოვ.“
 

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

 

 

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC