კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციები უშუქობის ფონზე

21 აგვისტო, 2006

20 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ავტო მაგისტრალზე საპროტესტო აქცია მოეწყო. აქცია სოფლის მოსახლეობამ მოაწყო, რომლებიც აღშფოთებას გამოთქვამდნენ უშუქობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გახარჯული ელექტრო ენერგიის საფასური მოსახლეობას გადახდილი აქვს, მათ არც წყალი და არც ელექტრო ენერგია მიეწოდებათ.

აქციის ერთერთი მონაწილის თქმით, მაშინ როდესაც საშინელი სიცხეებია, ეპიდემიის საშიშროება არსებობს, მათ არც წყალი აქვთ და არც ელექტრო ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ გახარჯული ელექტრო ენერგიის საფასური მოსახლეობას გადახდილი აქვს. მათივე თქმით, მოსახლეობამ თანხა შეაგროვა და გადასცა სოფლის გამგებელს ბესო თოდუას. ენერგო სადისტრიბუციო კომპანიამ ერთი კვირის წინ გამოურთო მოსახლეობას ელექტრო ენერგია, გადაუხდელობის გამო. მოსახლეობას გაუჩნდა ეჭვი, რომ თანხა დანიშნულ ადგილას არ მისულა.

მოსახლეობასა და ენერგო კომპანიას შორის კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. 2005 წელს ზუგდიდის რაიონში 900-მდე ტრანსფორმატორის კომუნალური გამრიცხველიანება მოხდა, თუმცა ინდივიდუალური გამრიცხველიანება 10 %-მდეა. მოსახლეობამ გამოიყენა ძველი მრიცხველები და მათ სწორედ ამ მრიცხველებით გადაიხადეს გახარჯული ენერგიის საფასური. კომუნალურ მრიცხველზე დაფიქსირებული თანხა მკვეთრად განსხვავდება ინდვიდუალური მრიცხველების მაჩვენებლისაგან, რის გამოც მოსახლეობას უფრო მეტის გადახდა უწევს, ვიდრე მათი მრიცხეველის მიხედვით აქვთ გადასახადი.

მსგავსი სიტუაციაა სხვა სოფლებშიც: ინგირი, ოირემე, კახათი, დარჩელი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა  ცენტრალური ავტომაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, რითაც გაეროსა და რუსეთის სამშვიდობო ძალების მანქანების მოძრაობა შეფერხდა. შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ შსს ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს. 21 აგვისტოს  სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის ორი მონაწილე ენვერ პერტაია და მერაბ ჯიქია.  მათ ბრალად ედებათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და თავისუფლების აღკვეთა 10-15 დღემდე. თუმცა არსებული კანონმდებლობით სასამართლოს შეუძლია ბრალდებულები ადმინისტრაციული წესით დააჯარიმოს.

უშუქობამ ქუჩაში გამოიყვანა ხობის რაიონის სახოკიასა და ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებიც. 20 აგვისტოს მდინარე ხობის ხიდზე 30-მდე ადამიანმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტა ზუგდიდი – თბილისის ცენტრალური მაგისტრალი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 24 ივლისიდან არ მიეწოდებათ ელექტრო ენერგია. შესაბამისად პრობლემები აქვთ წყლის მიწოდებასთან, რაც ფეთქებად საშიშს ხდის ვითარებას ეპიდემიის მხრივ ამ ტერიტორიებზე. როგორც გაირკვა, ხობის ენერგო-დისტრიბუციის ხელმძღვანელმა კახა მეგრელიშვილმა, ამ ორი ქუჩის მაცხოვრებლებს ხელი მოაწერინა შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს გასული წლების 4 300 ლარამდე დავალიანების დაფარვას 8 თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა დათანხმდა ამ კაბალურ პირობებს, მეგრელიშვილს ახალი პრეტენზია გაუჩნდა და მოითხოვა ვალის აღიარება დევნილებისგანაც. ბიუჯეტიდან ერთ სულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეზე ყოველთვიურად ირიცხება თანხა 8 ლარის ოდენობით ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთარში 10 ლარი. გაურკვეველია, რატომ უნდა აღიარონ დევნილებმა დავალიანება, როდესაც საშუალოდ თითო ოჯახი ფაქტიურად იხდის მინიმუმ 40 ლარს, რაც მათ მიერ  მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს აღემატება.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები