კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებს სკოლას უხურავენ

4 სექტემბერი, 2006

რუსთავის სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა სკოლა უქმდება.  აღსაზრდელები, მათი მშობლები და პედაგოგები კი პროტესტს გამოხატავენ და საზოგადოების დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით: „მართალია, რეფორმა უნდა ჩატარდეს, მაგრამ მას ავადმყოფი ბავშვები არ უნდა შეეწირონ. სკოლის გაუქმება კი ბავშვების დაღუპვას ნიშნავს“.

პედაგოგებმა, მშობლებმა და ბავშვებმა სკოლის შენარჩუნების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ბელა წიფურიას წერილიც მისწერეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. „ქალბატონო ბელა, თხოვნით მოგმართავთ, გაითვალისწინით სკოლის პედაგოგიური   კოლექტივის, აღსაზრდელთა და მათი მშობლების ინტერესები, რათა 2006-2007 სასწავლი წელს სკოლამ გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა და ადგილზე მოხდეს კონტიგენტის შევსება და ჯგუფების დაკომპლექტება. იმედი გვაქვს, რომ გამოიჩენთ გულისხმიერებას და საკითხი სკოლის სასარგებლოდ გადაწყდება“, - ვკითხულობთ  წიფურიასთან გაგზავნილ წერილში.   

როგორც სკოლის გამგეობის ერთ-ერთი  ყოფილი წევრი გიორგი ჯანიაშვილი  ამბობს, აღნიშნულ სკოლას მიზანმიმართულად ანადგურებენ, რომ შემდეგ ის კონკრეტულმა პირებმა ხელში ჩაიგდონ. მისივე თქმით: „სკოლის მიზანმიმართული განადგურება მაშინ დაიწყეს, როცა იქიდან გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები დაითხოვეს და დილეტანტები მიიყვანეს. ამ ხალხმა სკოლას ვერ უპატრონა, ვერაფერი გაუგო და ამის შემდეგ მის გაუქმებაზე დაიწყეს მუშაობა. სწორედ ეს იყო შორსმიმავალი გეგმა.  განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ერთ თვეზე მეტხანს იჯდა სკოლაში და რაღაცას სწავლობდა. ამბობდნენ, რომ  სკოლა-ინეტრნატები, როგორც სასწავლო დაწესებელუბები საერთოდ უნდა გაუქმდესო. ეს ერთადერთი სკოლა იყო მთელს სასქართველოში, სადაც ბავშვის განვითარებასთან ერთად მის თანდაყოლილ თუ შეძენილ სქოლიოზს მკურნალობდნენ.“

სკოლა 1960 წლიდან არსებობს და  იქ მთელი საქართველოდან დაახლოებით 500 მოსწავლე სწავლობს. რეგიონებიდან ჩამოსულები იქვე ცხოვრობენ, ადგილობრივები კი საღამოობით შინ ბრუნდებიან. როგორც მშობლები აცხადებენ, მის გაუქმების მიზეზად მწირ ფინანსებს ასახელებენ. „ამბობენ, რომ თითქოს სახეწმიფოს სკოლის შესანახად თანხა არ გააჩნია. არადა, სკოლა ისეთ  ძნელბედობის დროს არსებობდა, როცა  ბიუჯეტის სეკვესტრები ხდებოდა. აქ სხვა რამეშია საქმე. განათლების მინისტრის ბრძანებით,  სკოლა როგორ ინტერნატი უკვე გაუქმდა“ - ამბობენ მშობლები. 

გიორგი ჯანიაშვილის განცხადებით კი  სკოლის დახურვის მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთებს იქ არსებული სამედიცინო აპარატურა აინტერესებთ: „თავიდან საუბარი იყო რომ აქ ყოფილიყო ჩვეულებრივი სკოლა, სამედიცინო განხრით კი ყველაფერი დაიხურა. ვიღაცეებს უნდათ, იქ არსეუბლი აპარატურა მიისაკუთრონ.  ჯერჯერობით გამკვეთილი არ არის, ეს ვისი ინტერესებია. სკოლა დღეს ლიკვიდირებულია. გაურკვევლობაშია სკოლის ხელმძღვანელობა. ერთ დღეს განათლების სამინისტროში სხვას ეუბნებიან, მეორე დღეს კი სულ სხვა რამეს. მგონი, თავადაც არ იციან, რა უნდათ.   მშობლები ძალიან აღშფოთებულები არიან. თუ სათანადო ღონისძიებები დროულად არ იქნება მიღებული, ამას კარგი არაფერი მოყვება.“

იმის გასარკვევად, თუ რას უპირებენ სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებს, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ მელიქიშვილს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა სკოლასთან დაკავშირებით, რაღაც ცვლილებები ხდება. თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება არ იცის. ამის შემდეგ კი დაწვრილებით ინფორმაციის მოპოვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვცადეთ. 
 
როგორც სამინისტროს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა დახმარების ალტერნატიული ფორმების პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ ჭანტურიამ გვითხრა, სკოლის ლიკვიდაციის პროცედურა უკვე დაწყებულია.  მიზეზად კი  თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და ამ ტიპის დაწესებულებების ოპტიმიზაცია დაგვისახელა: „2005 წელს გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ბავშვთა სახლებისა და სკოლა-პანსიონატების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დღეს ბავშვთა სახლები, სადაც არ არის ელემენტარული პირობებიც კი, საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებს უნდა მივუახლოვოთ. სანამ დაწესებულების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ის ექსპერტებმა შეამოწმეს. დადაგინდა რომ ამ ტიპის დაწესებულება ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. იქ ბავშვთა მკურნალობა მახინჯი მეთოდებით ხდება, ეს არის ის დაწესებულება, საიდანაც ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა მიდიოდა და იქ დადიოდნე არა სოციალურად დაუცველი ბავშვები, არამედ ჩვეულებრივი ოჯახის შვილები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რუსთავში ალტერნატიული სერვისები დავნერგოთ და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის მიმართულებით ვიმუშავოთ.“

თამარ ჭანტურიას თქმით, იმ ბავშვებიდან, ვინც აღნიშნულ სკოლაში დადიოდა, სქოლიოზის პრობლემის მქონე 20%-იც არ იყო. მისივე თქმით, ამ ტიპის ბავშვებისთვის იანვრიდან მცირე საოჯახო მოდელის სახლის დაფუძნება იგეგმება. „სწორედ ეს ოჯახები მიიღებენ იმ თანხებს, რომელიც ამ დაწესებულებაში არამიზნობრივად წლების განმავლობაში იხარჯებიდა“ - ამბობს ჭანტურია.  
     

ეკა გულუა

ახალი ამბები