კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ბიბლიოთეკებს აუქმებენ

6 სექტემბერი, 2006

6_sek_biblioteka.gif„გორში ხელისუფლებას წიგნები არ უყვარს” – ასეთ დასკვნებს აკეთებენ გორსა და გორის რაიონის ბიბლიოთეკაში დასაქმებული მუშაკები. ოფიციალური ინფორმაციით, სოფლებში გაჭირვებით შენახული ბიბლიოთეკები უქმდება, ხოლო გორში ყველაზე მეტად ახალგაზრდულ ბიბლიოთეკებს დაადგეს თვალი.

ბიბლიოთეკარებმა დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ მიმართეს.

ლილი გიუნაშვილი(ბიბლიოთეკარი): “წლების განმავლობაში არაერთხელ დამდგარა ბიბლიოთეკების, მათ შორის ჩვენი ბიბლიოთეკის გაუქმების საკითხი. თავის დროზე, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი იყო, პირადად ჩამოვიდა ჩვენთან და კატეგორიულად დააყენა საკითხი, რომ გორის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა არ გაუქმებულიყო. დაახლოებით 40 წელს ითვლის ჩვენი ბიბლიოთეკა. წლების განმავლობაში 30 ლარიანი ხელფასით შევინახეთ უნიკალური წიგნები. თუ ახალი წიგნები გამოვიდოდა, მასაც ჩვენი სახსრებით ვიძენდით. ქუჩაზე გასასვლელთან გაზონები ჩვენი ხელით მოვაწყეთ, ეზო ყვავილებით მოვრთეთ, მაგრამ გადათელეს, გააუბედურეს და არავინ აღარ მოგვხედა. ამ საქმეს ისე არ დავტოვებთ, მთელ ქვეყანას შევძრავთ.”

ბიბლიოთეკარი თინა თინიკაშვილი ამბობს, რომ თვითონ თანამშრომლებმა საკუთარი ოჯახის წევრების დახმრებით, შეძლეს ახალი თაროების გაკეთება, შეკეთება და დამზადება. დღეს კი ეუბნებიან, რომ ქალაქში აღარ არის საჭირო ახალგაზრდული ბიბლიოთეკაო.

თინა თინიკაშვილი (ბიბლიოთეკარი): „ახალგაზრდული ბიბლიოთეკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე. აქ უამრავი ადამიანი დადის, მათ შორის პენსიონერები. გვერდით სახალხო ბანკის ფილიალია, სადაც პენსიის ასაღებად მისული მოხუცების რიგია. რიგში მდგომი მოხუცები აქ შემოდიან და კითხულობენ გაზეთებს. გარდა ამისა, ამ ქუჩაზე დადიან გორის უნივერსიტეტის სტუდენტები. უმრავლესობა, სხვათა შორის, რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები და ახალგაზრდები არიან.”

ახალგაზრდული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში არ არის და მათი პრობლემით დაინტერესდებიან. ბიბლიოთეკარი ლილი გიუნაშვილი აღნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა გაუქმება - არგაუქმების საკითხი არ არის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა აბრამიძის და კულტურის სამმართველოს უფროსის რობერტ მაღლაკელიძის გადასაწყვეტიო. როგორც გავარკვიეთ, ახალგაზრდული ბიბლიოთეკის თანამშრომლები სწორედ საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელს და კულტურის სამმართველოს უფროსს რობერტ მაღლაკელიძეს ადანაშაულებენ ბიბლიოთეკების გაუქმებაში:

ნანა აბრამიძე (ცენტრალური საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი): „არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ გვაქვს იმისა, რომ გაუქმდეს კონკრეტულად ესა თუ ის ბიბლიოთეკა. ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ასეთი ფორმის რეორგანიზაცია სხვა რაიონებშიც ჩატარდა, სადაც მოხდა ბიბლიოთეკების შეკვეცა, შტატების შემცირება და ა.შ. გორში რა ფორმით განხორციელდება რეფორმა ჩემთვის უცნობია. მხოლოდ ის არის ჩემთვის ცნობილი, რომ რა დაფინანსებასაც განსაზღვრავს ხელმძღვანელობა, იმ დაფინანსების ფარგლებში მოვაქცევთ შტატებს და ბიბლიოთეკებს. თანხებს კი გამგეობა და კულტურის სამმართველო განკარგავს.”

გორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ რაიონის ბიუჯეტი დეფიციტური ბიუჯეტია და უახლოეს ხანებში არ არის მოსალოდნელი ბიბლიოთეკებისთვის დაფინანსების გაზრდა. გამგეობაში გვითხრეს, რომ რადგანაც მინიმალური ხელფასის ოდენობა 115 ლარს აღწევს, ამ რაოდენობის ხელფასის გაწერა თანამშრომლების შეკვეცით და ზოგიერთო ბიბლიოთეკის გაუქმებით არის შესაძლებელი.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები