კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ დაარბიეს

15 სექტემბერი, 2006

15_sek_Trialeti.gifშიდა ქართლის ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის" გადამღებ ჯგუფს გორის რაიონის სოფელ შინდისის მინისტადიონზე რწმუნებულ მიხეილ ქარელის პირადმა დაცვამ  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან ერთად, მიხეილ ქარელის გარემოცვამ ჟურნალისტებს ვიდეოკასეტა წაართვა. მომხდართან დაკავშირებით, ,,თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სოფიკო რეზრიჩენკომ განაცხადა, რომ შიდა ქართლის პროკურატურაში გუბერნატორის დაცვის წევრების წინააღმდეგ სარჩელს 15 სექტემბერს შეიტანენ.

როგორც ირკვევა, რწმუნებულსა და ტელეკომპანია ,,თრიალეთს" შორის დაპირისპირება წმინდა კომერციული ხასიათს ატარებს. სხვათა შორის, ამას არც საინფორმაციო სამსახურის უფროსი რეზრიჩენკო მალავს. მისი თქმით, მიხეილ ქარელის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ დასმულმა იმ შეკითხვამ გამოიწვია, რომელიც ბიუჯეტიდან ,,თრიალეთის" ანგარიშზე სარეკლამო მომსახურებისათვის გათვალისწინებულ თანხების არგადარიცხვას ეხებოდა.

ტელეკომპანია „თრიალეთის“  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის სოფიო რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ინციდენტი, 14 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ  შინდისში  მოხდა, სადაც  შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალი სპორტული მოედნის გახსნაზე  იმყოფებოდნენ. 

რეზრიჩენკოს თქმით, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტმა მაია ხარაიშვილმა  შეკითხვა დაუსვა ქარელს „თრიალეთში“ განთავსებული წინასაარჩევნო რეკლამის ანაზღაურების თაობაზე.

„ქარელმა ამ სიუჟეტის ეთერში არგაშვება მოთხოვა. ჟურნალისტის უარის შემდეგ პრეზიდენტის რწუმებულის  დაცვის წევრმა  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კორესპონდენტს  და ოპერატორებს, სოსო მჭედლიშვილს და ვალერი ბარიშვილს, რომელთაც კამერები და კასერტები წაართვეს“, განაცხადა რეზრიჩენკომ.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს" ,,თრიალეთის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა პირად საუბარში განაცხადა, ამ საქმეში ქარელის რაიონის გამგებელი გია ზანარდიაც ურევია. კერძოდ, ,,თრიალეთის" ჟურნალისტები თავდაპირველად ქარელის რაიონის გამგებელს გია ზანარდიას სარეკლამო სამსახურისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვეს. გია ზანარდიამ ჟურნალისტებს თანხის გადახდაზე უარი იმ მოტივით თქვა, თითქოს ეს მიხეილ ქარელმა დაავალა. ,,მიხეილ ქარელმა მითხრა, რეკლამა კი გავაკეთებინოთ ,,თრიალეთს", მაგრამ თანხა არ გადავუხადოთო" - უთქვია ზანარდიას.
ამის შემდეგ ,,თრიალეთის" ხელმძღვანელობამ ჟურნალისტი მაია ხარაიშვილი რწმუნებულ მიხეილ ქარელთან გაგზავნეს კითხვით, მართალი იყო თუ არა ქარელის რაიონის გამგებლის გია ზანარდიას ნათქვამი. მიხეილ ქარელმა თავდაპირველად ამ საკითხზე ,,თრიალეთს" მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია სისულელე იყო. თუმცა მოგვიანებით, როგორც შემდეგ სოფიკო რეზრიჩენკოც განმარტავდა, მიხეილ ქარელს გადაუფიქრებია კომენტარის მიცემა და ოპერატორს ჩანაწერის წაშლა მოსთხოვა. ჟურნალისტის მხრიდან წინაამღდეგობის შეხვედრის შემდეგ მიხეილ ქარელმა ჟურნალისტს და ოპერატორს დაცვის წევრები მიუგზავნა. ქარელმა სურვილის ასრულება შეძლო და ვიდეოკასეტაც ჩაუვარდა ხელთ. მაია ხარაიშვილის თქმით, რწმუნებულმა ქარელმა და მისმა დაცვამ ეს ფიზიკური ძალის გამოყენებითს მოახერხეს.

აღნიშნულ ინციდენტით სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. სხვათა შორის, როდესაც 2006 წლის მარტში ,,თრიალეთის" ხელმძღვანელობას ყოფილი ჟურნალისტები დაუპირიპირდნენ, სწორედ მაშინ გაჟღერდა, რომ მაშინდელი მფლობელი პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილი სხვადასხვა თანამდებობის პირებს და მეწარმეებს ჟურნალისტებს უგზავნიდა დასაშანტაჟებლად, რათა ამ უკანასკნელთა მხრიდან ,,თრიალეთის" ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხების გადარიცხვა მომხდარიყო. ყოფილმა ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს წერილობით მიმართეს, სადაც აღნიშნული იყო პარლამენტარ ნანეტაშვილის უფლებამოსილების შეუთავსებლობა სამეწარმეო საქმიანობასთან. სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ნანეტაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

 

ახალი ამბები