კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი ემიგრანტები სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ

15 სექტემბერი, 2006

aralegalebi_XX.gifსაზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების რიცხვი არ მცირდება. მართალია,  მთავრობა გვარწმუნებს, რომ ემიგრანტები თანდათანობით უკან ბრუნდებიან, თუმცა რეალური სურათი განსხვავებულია. ემიგრანტებს უკან დაბრუნების სურვილი აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ ისინი არავის სჭირდება და გარიყულები არიან. ისინი ემიგრანტების მიმართ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკასაც იწუნებენ  და ხელისუფლებას ამ კატეგორიის ადამიანთა ეფექტურად გამოყენებას ურჩევენ, საელჩოებს კი საკუთარ მოქალაქეებთან თანამშრომლობას.  

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 10 000-მდე ქართველი ცხოვრობს, დიდი ბრიტანეთია. როგორც იქაური ემიგრანტები ამბობენ, საქართველოს საელჩოსთან ვერ კონტაქტობენ. „საელჩოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივედი. პასპორტი არ მქონდა და ამიტომ მისი ასლი წავიღე. ხმა არ მიმაცემინეს. ემიგრანტები საელჩოსთან ვერ ვკონტაქტობთ. ძალიან დიდი სურვილი რომ გვქონდეს, დილის 11 საათის შემდეგ საელჩოში ვერავის იპოვი და ავტომოპასუხის გარდა ვერავის დაეკონტაქტები. ისინი სიგარეტსა და ღვინოს უკეთეს პიარს უკეთებენ, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკასა და სტრატეგიას“, - ასეთია  ალეკო ფიჩხაიას პოზიცია, რომელსაც ლონდონში მცხოვრები სხვა ემიგრანტებიც იზიარებენ.

ემიგრანტი ქართველები გულგატეხილები არიან, რომ წარმატებებს უცხო ქვეყნებში აღწევენ, თავიანთ სამშობლოში კი არავის სჭირდებათ. „სამსახურთან დაკავშირებით არაერთი ანკეტა შევავსე და საქართველოში გავაგზავნე, მაგრამ პასუხი არცერთხელ არ მომსვლია. არადა სულ ახლახან იყო განცხადება, რომ სასტუმროს მენეჯერები სჭირდებოდათ. ლონდონში 2 000 მდე ქართველი მუშაობს წარმატებულ სასტუმროებში მენეჯერებად თუ სხვადასხვა თანამდებობებზე. ისე ვგრძნობთ თავს, რომ არავის ვჭირდებით. ძალიან გაულგატეხილები ვართ. საქართველოში ყველაფერი ისევ ჩაწყობითა და მეგობრობით კეთდება“, - გვითხრა ლონდონში ერთ-ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა.

ყველა ემიგრანტი, რომელსაც ბრიტანეთში ვიზიტისას შევხვდი, ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს, თუმცა შესაბამის პერიოდს ელოდება. 7 წლიან ემიგრაციაში მყოფი პაატა ბელთაძე ლონდონში საქართველოს სათვისტომოს და ქართულ გაზეთს წარმოადგენს. ის დაბრუნებას  რამდენიმე თვეში აპირებს და ამბობს, რომ სწორედ ემიგრაცია უნდა იქცეს საქართველოს გადარჩენის საფუძველი: „საშუალო ფენა უფრო დაბრუნდება საქართველოში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც აქ პროფესიით მუშაობენ. გააჩნია, რამდენად დასჭირდება საქართველოს,  ემიგრაციამ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში დააბანდოს. სწორედ ემიგრანტები იყვნენ ის პირველი ადამიანები, რომლებმაც ცნება საქართველო უცხოეთში ჩაიტანეს. სამწუხაროა, რომ ემიგრაციას, დიასპორასა და სახელმწიფოს შორის მკაცრად ჩამოყალიბებული ურთიერთობა არ არსებობს.“

ემიგრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაზე საუბრობს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ზაზა მესხიც. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ემიგრაციას სათანადოდ ვერ იყენებს: „სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ემიგრანტების დაბრუნების პროცესს ორგანიზებას გაუწევს, არადა ემიგრანტების როლი ქვეყნის განვითარებაში უდიდესია. ერთ-ერთი მთავარი ისიცაა, რომ ბევრი ქართული ოჯახი ემიგრატების გამოგზავნილი თანხით არსებობს. გარდა ამისა, ემიგრანტები უცხოეთში პოპულარიზებას უწევენ თავიანთ ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს პოტენციალი სათანადოდ არ არის გამოყენებული.“

ემიგრანტების პოზიციის მოსმენის შემდეგ  საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაც ვცადე, თუმცა უშედეგოდ. ავტომოპასუხის გარდა საელჩოს ტელეფონებზე მართლაც არავინ პასუხობდა. თუმცა, სანამ ლონდონში გავემგზავრებოდი, დიპლომატებთან ურთიერთობის თადარიგი დავიჭირე და საელჩოში შეხვედრის ნებართვისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი მივმართე. ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ სამინისტროში მითხრეს, რომ საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა არ შეიძლება და ეს მათი დიპლომატიაა და თუ რამე მაინტერესებს საგარეო უწყებას უნდა ვკითხო.

ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც სწორედ ამაზე წუწუნებენ და ამბობენ, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში საელჩოს კარები მათთვის დახურულია და მათ ტელეფონის საშუალებითაც კი ვერ ეკონტაქტებიან. 

ეკა გულუა

ახალი ამბები