კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბიტურიენტები განათლების მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ

23 სექტემბერი, 2006

აბიტურიენტები და მათი მშობლები უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მიმდინარეობით უკმაყოფილონი არიან და პროტესტს გამოხატავენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ჩაწყობის სისტემა უწინდებურად მუშაობს და განათლების სისტემას არ ენდობიან.

მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ განათლების სამინისტრომ ისინი მოატყუა და გამოცდების დამთავრების შემდეგ გამოცხადებული 600 ვაკანტური ადგილის ნაცვლად 300 ადგილი შესთავაზა და ისიც პერიფერიებში. აბიტურიენტები და მათი მშობლები კი აღნიშნულ შეთავაზებას არ ღებულობენ.

განათლების სამინისტრომ აბიტურიენტებს 600 ვაკანტური ადგილი გამოცდების დამთავრების შემდეგ შესთავაზა. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ 600 ადგილის ნაცვლად თავისუფალი მხოლოდ 300 ადგილი იყო. შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ეს გაუგებრობა იმით ახსნეს, რომ დარჩენილი 300 ადგილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაიკავეს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნულ გამოცდებამდე გაცილებით ადრე ჩაირიცხნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველადი ჩარიცხვის შედეგებით, 32 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 19 100 გახდა. რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს მათზე კონკურსი ჩარიცხულთა სიების
გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდა.

ქეთი მ. (აბიტურიენტი): „საბავშო ბაღია თუ განათლების სამინისტრო, ვერ გაიგებ. როგორ შეიძლება, ასეთი შეცდომა მოსვლოდათ და 300 ადგილის ნათვლად 600 გამოეცხადებინათ. რატომ გვატყუებენ გაუგებარია. ჯერ ერთი, შედეგების გამოქვეყნება ერთი კვირით დააგვიანეს და გაგვაწამეს. ჩვენ რობოტები კი არ ვართ ყოველ დღე პასუხს ველოდებოდით და ყოველ წამს ვნერვიულობდით. როგორ შეიძლება მინისტრმა ასეთი შეცდომა დაუშვას“.

დანარჩენი აბიტურიენტები კი გამოცდების მიმდინარეობის სხვა დარღვევებზე საუბრობენ: „ჯერ ჩარიცხულთა სიები უნდა გამოექვეყნებინათ და აპელაციები მერე დაეწყოთ. ამათ კი ჯერ აპელაციები მიიღეს და ჩარიცხულთა სიები მერე გამოაქვეყნეს. თუ აბიტურიენტს არ ეცოდინება ჩარიცხულია თუ არა, აპელაციას რანაირად შეიტანს. ასე კი სწორედ იმიტომ მოიქცნენ, რომ აპელაციები არ შესულიყო“.

აბიტურიენტები და მშობლები იმაზეც საუბრობენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კითხვებზე გარკვეულ პასუხს არავინ იძლევა და ბევრმა ვერც კი გაიგო, რა სახის გრანტი ეკუთვნის. „დიდი წამების შემდეგ, როგორც იქნა გავიგე, რომ ჩემმა შვილმა 864 ქულა მოაგროვა. იმის გასაგებად ასეთ ქულიანს სახელმწიფო აფინანსებდა თუ არა, ცენტრში არაერთხელ დავრეკე. ვერავინ მითხრა პასუხი, რა გრანტი გვეკუთვნის. ყველა ამბობს, ეხლა ამისთვის არ გვცალია და ინტერნეტში ნახეთო. იტნერნეტში კი ქულების მიხედვით დაფინანსებაზე ვერაფერი ვიპოვეთ. ძალიან დიდი განუკითხაობაა“, - აცხადებენ მშობლები.

შევეცადეთ მშობელთა და აბიტურიენტთა პრეტენზიების შესახებ კომენტარები გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში მიგვეღო. თუმცა, როგორც იქ გვითხრეს, პრეტენზიებს ის ხალხი გამოხატავს, ვინც ვერ ჩაირიცხა და გაბრაზებულია. მათივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდა, შეეძლო სააპელაცოო კომისიისთვის მიემართა. მათივე განმარტებით, ვისაც გრანტის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება აინტერესებს, შეუძლია ყველა ინფორმაცია მათ საიტზე მიიღოს.

ეკა გულუა

ახალი ამბები