კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში პოლიტიკურ კონკურენტებს აპატიმრებენ

27 სექტემბერი, 2006
paniashvili37.gif4 სექტემბერს გორის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ფანიაშვილი დააპატიმრეს. ადგილობრივი სამხედრო პოლიცია მის ჯარში გაწვევას უკანონოდ, ძალით ცდილობდა. ჟურნალისტების აქტიურობისა და 4 საათიანი პატიმრობის შემდეგ კი გაირკვა, რომ სამართალდამცველებს შეცდომა მოუვიდათ და ფანიაშვილი უკანონოდ აიყვანეს. ამის შემდეგ კი იძულებულები გახდნენ, ის გაეთავისუფლებინათ.

მსგავსი შემთხვევა, როცა ადამიანს ჯერ აპატიმრებენ და შემდეგ არკვევენ, ის დამნაშავეა თუ არა, საქართველოში არცთუ იშვიათია. როგორც ფანიაშვილმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტს განუცხადა, მისი დაკავების მცდელობა პოლიტიკური შეკვეთა იყო და არა მისი ბრალეულობა. 

მამუკა ფანიაშვილი: „დილის 9 საათზე, როცა სახლიდან გამოვედი, სამხედრო პოლიციის სამი მანქანით ალყაში მომაქციეს. მანქანაში ძალით ჩამსვეს და სამხედრო კომისარიატში წამიყვანეს. მითხრეს, რომ გაწვევა გეკუთვნის და ჯარში უნდა წაგიყვანოთო. ავუხსენი, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის, კანონის შესაბამისად, თანხა მქონდა გადახდილი და შემეძლო დოკუმენტების წარმოდგენა. მათ ეს კარგად იცოდნენ, მაგრამ ჩემი დაკავების დავალება ჰქონდათ მიღებული.“

ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, ვინ გასცა ასეთი დავალება და რატომ?

მ.ფ. გორის კომისარს ეს დავალება ყოფილმა სამხედრო პროკურორმა და თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელმა მოადგილე ალეკო სუხიტაშვილმა  და პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში მიხეილ ქარელმა მისცა. ეს ინფორმაცია რეალურია.  ამ დავალების  მიზეზი კი ის იყო, რომ თუ ჯარში წამიყვანდნენ, ჩამომიშორებდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი კონკურენტი ვერ  ვიქნებოდი.“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 5 ოქტომბერს იმართება. მამუკა ფანიაშვილმა კი დაკავებამდე  2 დღით ადრე განცხადება გააკეთა, რომ  არჩევნებში მონაწილეობს და გორის მერობას აპირებს. როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური პრესა კი წერდა, რომ ის მერობის რეალური კანდიდატია და მოსახლეობა მხარს უჭერს. 

როგორც ფანიაშვილი ამბობს, სამხედრო პოლიციამ დაკავების შემდეგ ის თბილისში ჩამოიყვანა და სამხედრო სამედიცინო შემოწმებაზე ძალით გაატარეს: „ჩემმა მშობლებმა ყველანაირი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რომ გაწვევა არ მეკუთვნოდა და უკანონოდ დამაკავეს. საქმეში ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ და იძულებულები გახდნენ, გავეთავისუფლებინეთ. თქვეს, რომ შეცდომა მოუვიდათ. დაახლოებით 4 საათი ვიყავი დაკავებული.“

მართალია, მამუკა ფანიაშვილი 24 წლის არის და ის გაწვევას ექვემდებარება, კანონით - „სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ“, პირს, ვისაც გარკვეული მიზეზებით სამხედრო სამსახური არ სურს ან ვერ მიდის, შეუძლია, თანხა გადაიხადოს და 2 ვადით გადაავადოს. ფანიაშვილი კი სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნის. მას თანხა 200 ლარი აქვს გადახდილი და დაწვევა არ ეკუთვნის. როგორც თავად ამბობს, გადავადებას დრო დეკემბერში გასდის.

აღნიშნულ ისტორიასთან დაკავშირებით, საინტერესოა ერთი დეტალი. ფანიაშვილს ჰყავს ტყუპი ძმა კახა, რომელიც გაწვევას ისევე ექვემდებარება, როგორც მამუკა. მასაც იგივენაირად თანხა ჰქონდა გადახდილი, თუმცა სამართალდამცველები მისით არ დაინტერესებულად და არ დაუკავებიათ. აქედან გამომდინარე, მამუკა ფანიაშვილი ასკვნის, რომ მისი დაკავება წმინდა პოლიტიკური მომენტი იყო.

რეალობის გასარკვევად როგორ სამხედრო პოლიციის უფროსს - რეზო კლდიაშვილს, ისე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალეკო სუხიტაშვილს დავუკავშირდით. კლდიაშვილმა თქვა, რომ კომენტარებს არ აკეთებს და თავდაცვის სამინისტროსკენ მიგვითითა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე სუხიტაშვილმა კი პირიქით, აღნიშნა, რომ კომენტარებს არ აკეთებს და მასთან გადაგვამისამართა.    
 

ეკა გულუა

ახალი ამბები