კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერია დაბალსართულიანი სახლების გადახურვაზე უარს ამბობს

28 სექტემბერი, 2006

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაბალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28_sek._meria.gifდაფინანსებას ვერ მიიღებენ. ამ ეტაპისთვის პრიორიტეტი მხოლოდ მაღალსართულიანი სახლებია. დაზარალებული მოსახლეობა კი ამ გადაწყვეტიების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  წინასაარჩევნოდ მაღალსართულიანი სახლების დახმარება იმიტომ გადაწყდა, რომ იქ მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს და მეტ ხმას იყიდიან.

თბილისში ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით საქალაქო სამსახური „თბილისის კორპუსი“ 2004 წლის  9 ივნისს შეიქმნა.  ის თბილისის მოსახლეობას მოუწოდებდა, ყველა კორპუსში ამხანაგობები შეექმნათ. ამხანაგობის შექმნის მიზანი ის იყო, რომ თუ კორპუსში დაზიანდებოდა ლიფტი, სახურავი ან წყლის გაყვანილობა, კორპუსის მაცხოვრებლებს უნდა შეეგროვებინათ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხის 10 პროცენტი, ხოლო დანარჩენს „თბილისის კორპუსი” ანაზღაურებდა.

ამხანაგობა, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდებოდა, შეეძლო,
განაცხადი მეორედაც შეეტანა. თავდაპირველად კორპუსების შეკეთება რიგითობის მიხედვით ხდებოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მაღალსართულიანი იყო თუ დაბალსართულიანი. რომლის რიგიც მოვიდოდა, ის იხურებოდა. 2006 წლის 31 მარტს კი საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაბალსართულიან კორპუსებს დაფინანსებაზე უარი უთხრეს და პრიორიტეტი მაღალსართულიანებს მიანიჭეს.

აღნიშნულმა დაბალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებელთა და „ენერგო სერვისის მომხმარეველთა ასოციაციის“ პროტესტი გამოიწვია. როგორც ამ ორგანიზაციაში აცხადებენ: „თუ გავითვალისწინებთ, რომ დაბალსართულიან კორპუსში შედარებით ცოტა მოსახლე ცხოვრობს და მათ უფრო მეტი თანხის დადება უწევთ 10 პროცენტის შესაგროვებლად, ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა და მოსახლეობის ინტერესებზე არ არის გათვლილი.“

განსაკუთრებულად ირღვევა იმ დაბალსართულიან კორპუსებში მცხოვრები ადამიანების უფლებები, ვისაც დადგენილებაში ცვლილების შეტანამდე ჰქონდათ ჩამოყალიბებული ამხანაგობები და უკვე პასუხს ელოდნენ. არადა, ამხანაგობების შექმნა საკმაოდ რთული პროცედურაა.

„11,5  მილიონი ლარი მთლიანად მაღალსართულიან სახლებზე უნდა დახარჯონ. ასეთი გადაწყვეტილება მათ წინასაარჩევნოდ შეგნებულად მიიღეს. დაბალსართულიანებს ჩვეულებრივ ზეშტის სახურავები უკეთდება, რაც 1 კვ.მ 30 ლარამდე ჯდება, მაღალსართულები კი ბრტყელი სახურავით იხურება, რაც
1 კვ.მ 7 ლარი ღირს. ამიტომ აირჩიეს მაღალსართულიანების გადახურვა. იქ გაცილებით მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, მეტს იმადლიერებენ და წინასაარჩევნოდ მეტ ხმებს ყიდულობენ.
ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება და მოსახლეობა დაყოფილია. მიზეზი კი ის იყო, რომ დაბალსართულიანებში ნაკლები ამომრჩეველი ცხოვრობს ვიდრე მაღალსართულიანებში და ისინი უფრო ძვირი უჯდებათ” – ამბობს, ერთ-ერთი დაბალსართულიანი სახლის ამხანაგობის თავმჯდომარის მოადგილე ჯანო მანაგაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” ჟურნალისტი “თბილისის კორპუსის” თავმჯდომარე ზურაბ კიკალეიშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, დაბალსართულიან კორპუსებს მას შემდეგ მიხედავენ, როცა მაღალსართულიანების პრობლემები მიგვარდება: “თბილისში დაახლოებით 30 000-მდე სახლია, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება, გადაწყვეტილება, რომ ჯერ მაღალსართულიანი სახლები გადაგვეხურა, თბილისის საკრებულომ მიიღო, რომელიც ჩვენი ზემდგომი ორგანოა. გადაწყვეტილების მიზეზი კი ის იყო, რომ  მაღალსართულიან სახლებში მეტი მოსახლე ცხოვრობს და მეტი ადამიანის პრობლემა გვარდება. როცა მათ მოვრჩებით, დაბალსართულიანებზე მერე გადავალთ.” 
   

ამ ეტაპისთვის თბილისის მერიაში არ არსებობს ინფორმაცია, დედაქალაქში რამდენი მაღალსართულიანი და რამდენი დაბალსართულიანი სახლია. როგორც კიკალეიშვილმა გვითხრა, მაღალსართულიანი დაახლოებით 30 000-მდე იქნება.

ეკა გულუა

ახალი ამბები