კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართლელები რკინიგზის დეპარტამენტის წინააღმდეგ

30 სექტემბერი, 2006

matarebeli39.gifგორის რაიონის სოფლებში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელების სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაამთავრეს. ხელმოწერებს, სხვათა შორის, ელექტრომატარებლების მგზავრებს შორისაც აგროვებენ. როგორც ირკვევა, მოსახლეობა თბილისი-ნიქოზის გაუქმებული სამგზავრო მატარებლის აღდგენას ითხოვს.

სამგზავრო-საგარეუბნო ელექტრომატარებლების მასობრივად გაუქმებას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ადგილი. რკინიგზის დეპარტამენტის უფროსს ეზუგბაიას ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციების ტალღა ააგორა. რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტმა რკინიგზის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სისულელე უწოდა. მაგალითად, პრეზიდენტის მიერ გაზაფხულზე საგანგებოდ გახსნილი  ქობულეთი-ბათუმის საგარეუბნო მატარებელი მეორე დღესვე აღდგა.

სხვა ვითარება შეიქმნა შიდა ქართლში. აღდგა თბილისი-ხაშურის საგარეუბნო ელექტრო მატარებელი, თუმცა თბილისიდან წამოსული ,,ელექტრიჩკა“  ნაცვლად ხაშურისა, ქუთაისამდე გაგზავნეს. ამ ფაქტმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებელი მგზავრთა დიდი რაოდენობის გამო გადაჭედილია და მგზავრობას აუტანელს ხდის.

რაც შეეხება თბილისი-ნიქოზის ელექტრომატარებელს, რომელიც ძირითადად დღის განმავლობაში მოძრაობდა, მისი ბედი კვლავ გაურკვეველია. ამ მატარებლით ძირითადად გორის რაიონის .ე.წ. ზემო მხრის სოფლებში მაცხოვრებლები სარგებლობდნენ, რომლებიც ძირითადად ვაშლის მოყვანით არიან დაკავებული. ამ სოფლებში ვაშლის გასაღების ერთ-ერთ იაფ საშუალებას ელექტრომატარებელი წარმოადგენდა.

რკინიგზის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანიზაციებში ჯერ-ჯერობით არ არიან ინფორმირებულნი, თუ რა რეისების დამატება განხორციელდება. არადა, 2004 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ცხინვალის რეგიონს სპეციალურად ეწვია იმის გამო, რომ გორი-ცხინვალის რკინიგზის მაგისტრალი აღდგენილიყო, ხოლო ამ რეგინში მგზავრთა მოძრაობა არ შეფერხებულიყო. გორიდან ელექტრომატარებელი მხოლოდ ნიქოზამდე მიდის. ნიქოზიდან ცხინვალი კი სულ ორ კილომეტრშია.

არის თბილისი-ნიქოზის ელექტრომატარებლის გაუქმების ვერსია, რომლის თანახმადაც ძალოვან სტრუქტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ელექტრომატარებლების მეშვეობით ნიქოზის მხრიდან კონტრაბანდული სიგარეტების გადმოზიდვა ხდებოდა. სხვათა შორის, შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსის ზურაბ არსოშვილის უწყებამ ნიქოზი-თბილისის ელექტრომატარებლებში არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა ეს ხდებოდა ღამის საათებში. მოსახლეობა კი დღის საათებში ითხოვს გუქმებული „ელექტრიჩკის“ აღდგენას.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები