კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო პატიმარი 9 თვის შემდეგ გაათავისუფლეს

30 სექტემბერი, 2006

მოსამართლე ნონა მაისურაძემ 20 წლის დავით ბაძგარაძე 9 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ  სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.  მას ბრალად ედებოდა მოქალაქე სოფიო ზურაბაშვილის დაყაჩაღება და მობილური ტელეფონის წართმევა. მართალია, მის დასაკავებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ნინო ციხისელის მოთხოვნით, ბაძგარაძეს პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 16 დეკემბერს, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბაძგარაძე ავტობუსში იჯდა და ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობდა. ამას ადასტურებს როგორს მისი მობილური ტელეფონიდან გაკეთებული ზარების დეტალური ამონაწერი, ისე ავტობუსის მძღოლი. აქედან გამომდინარე, ის ზურაბაშვილს ვერ დააყაჩაღებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული ზურაბაშვილი ცრუ ჩვენებას იძლეოდა, რაც უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრობის საფუძველი გახდა.

ბაძგარაძე კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონში მსახურობდა.  მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და თურქეთში.  დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე  დაქორწინდა და 9 თვის ფეხმძიმე მეუღლე ჰყავს. ყოფილი უკანონო პატიმარი კმაყოფილია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად შვილის დაბადებას დაესწრება და პროკურორისა და ცრუ მოწმის პასუხისმგებლობას ითხოვს.

დავით ბაძგარაძე: „კმაყოფილი ვარ, რომ სამართალმა იზეიმა და ჩემი შვილის დაბადებას დავესწრები. როცა დამნაშავე ხარ, იცი რომ კანონერად იხდი სასჯელს, მაგრამ, როცა უდანაშულო ხარ და ვერ ადასტურებ შენს სიმართლეს, საშინელებაა. სწორედ მაშინ ვიყავი პატიმარი, როცა ციხეზე ბუნტი მოხდა და ცემა-ტყეპა და საშინელება მეც გადავიტანე. ციხეში პროკურორი - ნინო ციხისელი მოვიდა და გარიგება შემომთავაზა. მითხრა, დანაშაული დაიბრალე და 6 წელს მოგისჯიანო. წინააღმდეგ შემთხვევაში 9 წელი არ აგცდებაო.
მან ეს წინადადება მეხუთე საპყრობილეში, ზონაში შემომთავაზა“. 

დამნაშავეების პასუხისმგებლობას ითხოვს, ბაძგარაძის ადვოკატი თამარ აბესაძეც. მისი თქმით, ცრუ ჩვენებისთვის თავად დაზარალებულმა უნდა აგოს პასუხი: „საქმის მასალებით აშკარა იყო, რომ დაზარალებულის ჩვენება შეუსაბამობაში იყო რეალობასთან. ამიტომ, მოსამართლემ საქმე დაზარალებული ცრუ მოწმის წინააღმდეგ უნდა აღძრას. ასევე ყოფილ უკანონო პატიმარს მორალური და ფიზიკური ზიანი უნდა აუნაზღაურდეს.“ 
 
ამ ეტაპისთვის უცნობია, რა ინტერესი ჰქონდათ როგორც ზურაბაშვილს, ისე პროკურორ ციხისელს, რომ 20 წლის ახალგაზრდა ციხეში ჩასვეს. თუმცა ადვილი შესაძლებელია, ამ დანაშაულისთვის ციხეში ისინი თავად აღმოჩდნენ.

აღნიშნული ისტორიით სახალხო დამცველის ოფისიც დაინტერესდა და საქმის შესწავლა დაიწყო. როგორც დამცველმა  სოზარ სუბარმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, პროკურორი და ცრუ მოწმე აუცილებლად უნდა დაისაჯონ: „როცა ადამიანი 9 თვე უკანონო პატიმარი იყო, პირველ რიგში მას უფლება აქვს, კომპენსაცია მოითხოვოს. მეცხრე თვეში ხომ არ გამოჩნდებოდა, რომ ის დანაშაულის დროს ავტუბუსში იჯდა. გამოძიებას ეს თავიდანვე უნდა სცოდნოდა. იმ გამომძიებლისა და ზედამხედველი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას, რომელმაც  უკანონო ქმედება ჩაიდინა.  ასევე უნდა დაისაჯოს ის მოწმეც, რომელიც ადამიანს ვერ სცნობდა და მაინც ხელს ადებდა.“

სუბარის თქმით, ბაძგარაძეს ზიანი სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს.

მართალია, მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში ის მიღებულია და საკმაოდ მაღალი ჯარიმები არსებობს. მისივე განცხადებით: „ჩვენი მართლმსაჯულების ერთ-ერთი ნაკლი სწორედ ის არის, რომ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან რეალურად არ არსებობს. თუ ეს პრაქტიკა დამკვიდრდება, უკანონო პატიმრობების რიცხვი მკვეთრად შემცირდება.“  
 
როგორც პატიმართა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, უკანონო პატიმრობის შემთხვევები საქართველოში არცთუ იშვიათია.

ეკა გულუა  

ახალი ამბები