კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავები სისხლის სამართლის საქმეს წყვეტენ

30 სექტემბერი, 2006

30_sek_gogoladze.gif2006 წლის 8 ივლისს, ჟურნალისტ მარინა გოგოლაძისათვის ხელჩანთაში ტყვიის ჩადების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაძლოა შეწყდეს. ჟურნალისტი ტყვიის ჩადებას ლაგოდეხის პოლიციის უფროსის მოადგილეს გია ლომიძეს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ კორესპონდენტს პოლიციამ ხელჩანთაში მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია მაშინ ჩაუდო, როცა ჟურნალისტი რაიონული სასამართლოს შენობის ეზოში პოლიციის აგენტს კომენტარს ართმევდა. ტყვიის ჩადების შემდეგ პოლიციელი გია ლომიძე მას კატეგორიულად სთხოვდა ხელჩანთის გაჩხრეკვას. ამ საუბარს რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი ხათუნა გოგაშვილიც ესწრებოდა.

მოგვიანებით, მარინა გოგოლაძემ მოწმეთა თანდასწრებით ხელჩანთაში ტყვია მართლაც აღმოაჩინა, რის გამოც, განცხადებით ლაგოდეხის პოლიციას მიმართა და ნივთმტკიცებაც წარადგინა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ მას შემდეგ აღიძრა, რაც მომხდარით „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“, სახალხო დამცველის აპარატი და ჟურნალისტები დაინტერესდნენ.

წინასწარი მოკვლევისას პოლიციელმა ლომიძემ არაერთხელ სცადა მარინა გოგოლაძის დაშანტაჟება. მას საცხოვრებელ სახლში შუამავლებიც მიუგზავნა, მათ შორის ერთ-ერთი იყო შს სამინისტროს თანამშრომელი ვინმე ხვიჩა ჯაშიაშვილი, რომელიც ადრე ლაგოდეხის პოლიციაში მოღვაწეობდა.

პოლიციიდან განცხადების გამოუტანლობის შემთხვევაში მარინა გოგოლაძეს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. პოლიცია ჟურნალისტის ოჯახის წევრებსაც ემუქრება. „მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 24 ივლისს აღიძრა, მარინა გოგოლაძე დღესაც მოწმის სახით არის დაკითხული და დაზარალებულად ცნობილი არ არის, არადა მას მიადგა მორალური ზიანიც. თავდაპირველად ძიებას გურჯაანის რაიონული პროკურატურა აწარმოებდა, მოგვიანებით კი საქმე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გაითხოვა“,- აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

ჩვენთან საუბარში კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ გურჯანის პროკურატურის პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი ზედმეტად გადაიტვირთა და საქმის გამოძიებას გამომძიებელი ავთანდილ ზუბაშვილი განაგრძობს. როდესაც ამ უკანასკნელს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ, შეურაცხყოფა მოგვაყენა და უზრდელობაში დაგვადანაშაულა. გაირკვა, რომ მას საქმე ჩვენი დაინტერესების შემდეგ დაეწერა და ამის აღიარება არ უნდოდა.

ადამიანის უფლებების დამცველების თქმით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჟურნალისტს შეეხება, მეორეხარისხოვნად სცნო და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გია ლომიძე დაუსჯელი დარჩეს. „გარდა ამისა, ლომიძე დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს და რაც ყველაზე გასაკვირია, სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობილი არავინ არის“,- ამბობს გოგოლაძის ადვოკატი გიორგი ფენაშვილი.

ჟურნალისტის ბრალდებებთან დაკავშირებით, გია ლომიძე კომენტარს არ აკეთებს, მარინა გოგოლაძე კი საქმეში დაზარალებულად ცნობას და ლომიძის დასჯას ითხოვს. კახეთის საოლქო პროკურატურის მიმართ შესაბამისი საჩივრით გოგოლაძე გენერალურ პროკურატურას ამ დღეებში მიმართავს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები