კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის პრესმდივანს პოლიციაში უჩივლა

1 ოქტომბერი, 2006

roma40.gifთელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ და რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტმა რომან ქევხიშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის პრესმდივნისა და ამავე დროს „ჩვენი გაზეთისა“ და „ჩვენი რადიოს“ დირექტორის  ნანა ქიბიშაურის წინააღმდეგ გუშინ შს თელავის სამმართველოში განცხადება შეიტანა.

ქევხიშვილი ქიბიშაურს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ქიბიშაურმა, რომლის რადიოც და გაზეთიც თელავის რაიონის გამგეობის შენობიდან მაუწყებლობს, სიტყვიერად ერთი კვირის წინაც შეურაცხმყო. მაშინ არაფერი მითქვამს, მაგრამ იგივე გაიმეორა 28 სექტემბერსაც. ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატის გია სვიმონიშვილის თანდასწრებით უცენზურო სიტყვებით მაგინა და ჩემი პროვოკაციაზე წამოგება სცადა. თუ  საკადრის პასუხს დავუბრუნებდი, მიჩივლებდა. ამით კი თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლისა და ამჟამად საკრებულოს წევრობის კანდიდატის  გოჩა მამაცაშვილის დავალებას შეასრულებდა. მამაცაშვილს სურს თავიდან მომიცილოს, რადგან მისი საქმიანობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამაფრთხილეს, კრიტიკულად მაინც ვაშუქებ“,- აცხადებს რომან ქევხიშვილი და დასძენს, რომ მასზე ასეთი სახის ზეწოლები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ინფორმაციას თელავში განვითარებული მოვლენების შესახებ, რეგიონული რადიო „ჰერეთის“ ეთერითაც აშუქებს.

საგულისხმოა, რომ რომან ქევხიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ხშირად, მაგრამ ობიექტურად აკრიტიკებს, რის გამოც მას პრობლემები სხვა დროსაც ჰქონია. მცირე ხნის წინ, თელავის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების გამგემ ნოდარ ფარადაშვილმა, გამგეობის შენობაში კომენტარზე მისული ჟურნალისტი კიბეებზე დააგორა, რაზედაც საჯარო მოხელისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ. პირიქით, იმ დროისათვის ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე დაზარალებული კორესპონდენტის წინააღმდეგ აღძრეს.
მომხდართან დაკავშირებით, ნანა ქიბიშაური ჩვენთან საუბარში კომენტარს არ აკეთებს.

შს თელავის სამმართველოს უფროსი ბაადურ გულიაშვილი კი ამბობს, რომ რომან ქევხიშვილის განცხადება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, თუმცა განცხადებაში მოყვანილ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ქიბიშაურის მიმართ აუცილებლად გატარდება კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ღონისძიებები.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები