კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისტორიულ უფლისციხეს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს

11 ოქტომბერი, 2006

ufliscixe1_1.jpg ექკურსიების სეზონი ნელ-ნელა იწურება. უკვე რამდენიმე დღეა ისტორიულ ძეგლ უფლისციხეს დამთვავლიერებელი აღარ ჰყავს. მთელი ზაფხული მუზეუმის თანამშრომლები სტუმრებს ვერ ითვლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი თითქმის აღარ არსებობს, გასულ წელთან შედარებით უცხოელი ტურისტები წელს საკმაოდ ბევრნი იყვნენ.

ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელობა შეწუხებულია იმ გზის ჩანგრევის გამო, რომლითაც ტურისტები ისტორიული სოფლის უძველეს ადგილებს უკავშირდებოდნენ. გზა მდინარე მტკვარმა ჯერ კიდევ შარშან ჩაანგრია. მის სანახავად პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა, მაგრამ მის მერე ამ გზისთვის არავის მიუხედია. მდინიარე მტკვარმა ჩაანგრია ის ადგილი, საიდანაც დამთვალირებლები გვირაბით უფლისციხის გამოქვაბულებში ადიოდნენ. მიუწვდომელი გახდა უფლისციხის კლდეკარი, ღვთისმშობლის ეკლესია, ძველი ნასოფლარი და ა.შ. გარდა ამისა, ამ გზამ მიმდებარე სოფლები მოსწყვიტა საძოვრებს.

უფლისციხეში მომუშავე პერსონალი სწუხს ასევე დაფინანსებაზე. დარაჯს და ექსკურსია-მძღოლს საკმაოდ მცირე ხელფასები აქვთ. მიუხედავად ამისა, ისინი ენერგიულად აქტიურად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ექსკურსია-მძღოლ გიგუცა თათრიშვილს შეეძლო დღეში რვა ჯგუფს მომსახურებოდა მცირე დაფინანსების პირობებში.

რაც შეეხება ტურისტებს, ადგილობრივები იხსენებენ, რომ მადლობლები არიან ხელისუფლების, რომელმაც ისტორიულ ძეგლთან მისასვლელ გზაზე მთლიანად ახალი ასფალტი დააგო. თუმცა, ყველაზემეტად მაინც ის ტურისტები ჭარბობდნენ, რომლებიც ექსკურსიაზე მატარებლით მიდიოდნენ. „მატარებლით ბევრი ტურისტი მაშინ მოდიოდა, როდესაც საგარეუბნო მატარებლები მოძრაობდნენ. დღეს კი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი „ელექტრიჩკა“ მოძრაობს და აქედან გამომდინარე ტურისტების რიცხვი შემცირდა. საგარეუბნო ელექტრო მატარებლით მგვზარობა კი საკმაოდ იაფი უჯდებათ დამთვალიერებლებს”, – აცხადებენ უფლისციხელები.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები