კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო ნაწილის მიტოვებისთვის ჯარისკაცს ასამართლებენ

11 ოქტომბერი, 2006

jari.gifსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა 25 წლის სამხედრო მოსამსახურე როლანდ ქართველიშვილის წინააღმდეგ სს საქმე აღძრა. მას სსკ-ის 388 მუხლის მე-3 ნაწილით სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვებისთვისთვის 2 წლიანი უმუშევრობა ან 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ სამხედრო ნაწილში მას არაადამიანურად მოექცნენ, რომ მას ნაწილი თვითნებურად არ მიუტოვებია და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დახმარებას ითხოვს. მან კონსულტაციისთვის „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ მიმართა და ყველა ის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

როლანდ ქართველიშვილი რუსთავში ცხოვრობს. 1999 წლიდან 2006 წლადე სამხედრო სამსახურში მსახურობს და გავლილი აქვს არაერთი სამხედრო პროგრამა. მათ შორის ქართულ ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ და საქართველო-აშშ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი მომზადება „რუხი მგელი“. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის აპრილამდე ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში ღებულობდა მონაწილეობას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

რაც შეეხება პრობლემას, ოჯახური მდგომარეობის გამო ქართველიშვილი იძულებული გახდა, ასმეთაურის მოადგილისთვის დროებით გათავისუფლება ეთხოვა. 26 მაისს მისცეს სამდღიანი შვებულება 29 მაისამდე. თუმცა ნაწილში დაბრუნება დროზე ვერ შეძლო. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი დედის ავადმყოფობა გახდა:

„ჩემი ძმა რუსეთში მიდიოდა სამუშაოდ. სახლში რჩებოდა ღრმად მოხუცებული ბებია და ფსიქიურად დაავადებული დედა. ამიტომ, გადავწყვიტე, მსახური სახლთან ახლოს გამეგრძელებინა და სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას სხვა ნაწილში გადასვლასთან დაკავშირებით წერილი მივწერე. უარი მივიღე. ოჯახური პრობლემების გამო დისლოკაციის ადგილზე 1 ივლისს ჩავედი. დავასახელე დაგვიანების მიზეზიც, თუმცა 25 დღე-ღამე ჰაუტვახტში მომათავსეს. ამის შემდეგ ორფოლოს პოლიგონზე სწავლება „კავკასიონი-2006“-ში მივიღე მონაწილეობა. ბოლოს კი სენაკში ასეულის მეთაურს გიორგი მეშველიანს პატაკით მივმართე, ოჯახური მდგომარეობოს გამო შეიარაღებული ძალებიდან დავეთხოვე. მათ მითხრეს, რომ ჩემი ოჯახური პრობლემები დამესახელებინა. როცა ყველაფერი მოისმინა, მითხრა, რომ პატაკს არ მიკმაყოფილებდა და შვებულებამდე მომეცადა. რადგან ოჯახური მდგომარეობა გართულებული მქონდა, იძულებული გავხდი, ნაწილი მიმეტოვებინა.“       

აღნიშნულის გამო მის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა. ქართველიშვილის გააჩნია ყველა სათანადო დოკუმენტი (ცნობა, რომ დედა ფსიქიურად დაავადებულია, რომ ჰყავს უმწეო ბებია და მარჩენალი არ გააჩნია) რომელის მის ოჯახურ მდგომარეობას ასახავს, თუმცა, უშედეგოდ. ის შეიარაღებული ძალებიდან ისე დაითხოვეს, რომ სამანდატო კომისიის სხდომას არ დაასწრეს.  

მართალია, მან ადვოკატი აიყვანა და საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის, თუმცა როგორც თავად ამბობს, სამართლიანი გამოძიების იმედი არა აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ელის. 
 

ეკა გულუა 

ახალი ამბები