კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას სასმელი წყალი კვირაობით არ მიეწოდება

12 ოქტომბერი, 2006

xucubani_1.gifწყალი პრობლემად სოფელ ხუცუბნის მოსახლეობას რამდენიმე წელია რაც გადაექცათ. „წვიმის დროს წყალს რაც შეგვიძლია ვავსებთ, რომ შემდეგ სარეცხისთვის ან სხვა რაღაცაებისთვის გამოვიყენოთ. ცხოვრობ სახლში და სისუფთავე ხომ გჭირდება ადამიანს“, - აცხადებს მაგული დიასამიძე, სოფელ ხუცუბნის მკვიდრი.

სოფლის საკრებულოს ინფორმაციით, წყალი მოსახლეობას ყოველდღიურად სამი საათით მიეწოდება. თუმცა, რეალური სურათი სხვაა. „ხანდახან კვირა გადის, სასმელი წყალი არ გვაქვს. სარეცხი მდინარე კინტრიშზე ჩაგვაქვს და იქ ვრეცხავთ. აბა, წყალს რომ დაველოდოთ, სასმელის ავსებას რიგში ვდგავართ და ძლივსღა ვასწრებთ როცა მოვა“, - აღნიშნავს მოსახლეობა.

მართალია, სოფელ ხუცუბნის მოსახლეობამ როგორც სოფლის, ასევე ქობულეთის რაიონის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, ორივეგან ერთნაირი პასუხი მიიღეს: „გვეუბნებიან, ჯერ თანხები გადაიხადეთ და წყალი შემდეგ გექნებათო. პირადად ჩემმა ოჯახმა 7 თვის ერთად გადავიხადეთ. ზოგს მთელი წლისაც გადახდილი აქვს, მაგარმ წყალი მაინც არ გვაქვს. შემდეგ გვითხრეს, რემონტი დავიწყეთ და თანხებია დასადებიო. გადასახადს ვიხდით და რემონტიც ჩვენი ზურგით უნდა გააკეთონ. ჩვენ სადა გვაქვს ამოდენა შესაძლებლობა - მიწა ჩვენ არა გვაქვს, რომ რაიმე მოვიყვანოთ და სამსახური, ხელფასი რომ ავიღოთ. იძულებული ვარ საპროტესტო აქციებსაც მივმართოთ, მაგრამ ახლა ახალი დეპუტატის იმედი გვაქვს, იქნებ ამან მაინც რაიმე გვიშველოს“, - განაცხადა მზია მოისწრაფიშვილმა, ე.წ. „პავილიონის ბინების“ მკვიდრმა.

ელისო დევნოსაძემ წყლის გადასახადი გადაიხადა, თუმცა ნანობს კიდეც: „მარტოხელა ვარ, პავილიონში ვმუშაობდი, ყუთები ვჭედე და იქედან აღებული თანხა მივეცი. პენსია მე არ მაქვს და რაიმე დახმარება. წყლის გადასახადიო - მომთხოვეს და გადავიხადე, მაგრამ რად? წყალი არ მოდის და თანხებიც ალბათ გამგეობამ შეჭამა“.

წყალი, რითაც 750 კომლიანი სოფელი უნდა მარაგდებოდეს, სოფლის ზედა ნაწილიდან იღებს სათავეს. იქ 600 ტონიანი აუზია გაკეთებული. მიუხედავად ამისა, წყალი მოსახლეობა მაინც არ მიეწოდება. პრობლემას სოფლის საკრებულოს გამგებლის მოადგილე გიორგი ცივაძე მილების სიძველით ხსნის: „მილები 70-იან წლებშია  გაკეთებული და ამიტომაა პრობლემა. მილების სიძველის გამო, გავსილი აუზი მალე იცლება. მოსახლეობა გადასახადებსაც არ იხდის. წყლის აუზი ვის ეზოშიც არის, იმას ხელფასად 150 ლარს ვუხდით ყოველთვიურად და შესაბამისად აკონტროლებს და ბინებში და ოჯახებში სამ-სამ საათობრივად უშვებს წყალს.
დანარჩენი აკრეფილი თანხიდან მილებს ვარემონტებთ შიგადაშიგ. ცალკე რემონტისთვის თანხები ჩვენ არ მოგვითხოვია. ნორმალური მილები რაც ჩაყრილი იყო, არეულობის პერიოდში მოსახლეობამ თვითონ ამოიღო და ჯართში ჩააბარა“.

საკრებულოს გამგეობის განცხადებით, ხუცუბნელთა წყლის პრობლემა მომავალ წელს მოგვარდება. „2007 წლის ბიუჯეტში მილიონ ნახევარია გამოყოფილი სოფელ ხუცუბნის წყლის  მილების მთლიანად შეცვლასა და წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა ცივაძემ.

მანამდე კი სოფელ ხუცუბნის მოსახლეობამ ონკანიდან სასმელი წყალი კვლავ ქილებით უნდა აიღონ, გასარეცხად კი მდინარეს მიაშურონ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები