კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპენსიო ფონდის თანამშრომელთა დაკავება სამეგრელოში

27 ოქტომბერი, 2006

dakaveba.gifთბილისში, სოცდაზღვევის ფონდის ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის დაკავებას საეჭვოდ დაემთხვა სამეგრელოს ოთხი რაიონის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთა და პასუხისმგებელ პირთა ერთდროული დაკავება  სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ.

დაკავებულნი არიან მარტვილის, წალენჯიხის, სენაკისა და ზუგდიდის საპენსიო ფონდის ფილიალების დირექტორები, მოლარეები, წამყვანი სპეციალისტები, სულ 14 პირი. საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასე წარუდგინა ამ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულობების ნუსხა- სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და სამსახურეობრივი გულგრილობა. პროკურორის განცხადებით, საპენსიო ფონდის თანამშრომლებმა ათეულ ათასობით ლარის ზარალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს - ხდებოდა არასაპენსიო ასაკის პირებზე პენსიების დანიშვნა, გარდაცვლილებზე პენსიების დანიშვნა, თანხების გაცემა ე.წ. მკვდარ სულებზე, პენსიების გაცემა მომუშავე ადამიანებზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წაუყენა ზუგდიდის საპენსიო ფონდის დირექტორს ზვიად ჭანტურიას - სარემონტო და სამეურნეო თანხების არამიზნობრივი განკარგვა, რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტი 19 ათასი ლარით დაზარალდა.

საპენსიო ფონდის სამეგრელოს რაიონებში “წმენდა” (კულუარული ინფორმაციით) გაგრძელდება. როგორც ცნობილი გახდა, ცალკე პროკურატურა და ცალკე ფინანსური პოლიცია დაინტერესდნენ საპენსიო ფონდის ხობის ფილიალის უფროსის გურამ ჭითაშვილის მუშაობით. ჯერჯერობით, არც ერთი უწყება ამ საკითხზე არ საუბრობს (თუმცა, არც დაკავებულების ბრალეულობის ახსნით იკლავენ ისინი თავს).
 
დაკავებები 19-20 ოქტომბერს მოხდა და ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 20 ოქტომბერს უკვე ყველა დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელა. როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ 14 დან 11 ეჭვმიტანილს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება სამ ქალბატონს, მათ სასამართლომ გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა მათ ერთდღიანი ვადა მისცეს და თანაც პატიმრობაში დატოვეს, მეტიც, ყველა მათგანი ზუგდიდის #4 საპყრობილეში გადაიყვანეს.
 
ზუგდიდის საპენსიო ფონდის სპეციალისტის, დაკავებულ ნანა ხუფენიას ახლობელთა თქმით, მათ გირაოს სახით სახლკარი შეთავაზეს სასამართლოს და მათთვის გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს ნ. ხუფენია საპყრობილეში.

ადვოკატ დემურ სოტკილავას განცხადებით, ნ. ხუფენიას ნაკლებად მძიმე ხარისხის დანაშაულში ედება ბრალი და მას გირაოს გადახდისთანავე გაათავისუფლებენ.
 

ნატო ბერულავა, ზუგიდიდი

 

ახალი ამბები