კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტვირთს საბაჟოზე უკანონოდ აჩერებენ

1 ნოემბერი, 2006

batoni_malxazi.gifუკვე ოთხი თვეა, რაც შპს „მერკურ“-ის მიერ იმპორტირებული სამშენებლო მასალები საბაჟო „დასავლეთის“ მიერ ტერმინალზეა გაჩერებული. „მერკურის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ ტვირთის გამოშვება განზრახ ჭიანურდება.

„დგას ტვირთი საბაჟოზე, არავინ გადაწყვეტილებას არ ღებულობს, არავინ ამბობს, რომ რაიმე დანაშაული გვაქვს. ხან ამბობენ, რომ პროცედურა ვერ ვნახეთ, თუ როგორ უნდა გაგიშვათ, ხან კიდევ გადაწყვეტილებას ღებულობენ და ამ დღეებში გაგიშვებთო. ბოლო ორი თვეა, სულ ამას გვპირდებიან - ხვალ ან ზეგ გაგიშვებთ“, - განაცხადა შპს „მერკურის“ მფლობელმა ხუსეინ ქამადაძემ.

განბაჟებული ტვირთის უკანონოდ გაჩერებაზე საუბრობს კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი მალხაზ აბულაძეც: „მიუხედავად იმისა, რომ შპს-მ ყველა მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შეასრულა, რაც აუცილებელია აღნიშნული საქონლის საბაჟო კონტროლიდან მოხსნისათვის, ტვირთი დღესაც უკანონოდ გაჩერებულია“.

კომპანიაში უკვე ზარალს ითვლიან: „ზარალი 42 ათასი ლარია. ეს არის ტვირთის დაყოვნებით მიუღებელი შემოსავალი. აღნიშნული საქონლის რეალიზაცია შპს „მერკურს“ ამ ხნის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ შეეძლო და 3-ჯერ მიღებული ამონაღები შეადგენს დაახლოებით ამ თანხას. ჩვენ ზიანს სასარჩელო წესით მოვითხოვთ“, - განაცხადა კომპანიის იურიდიულმა სამსახურის უფროსმა.

თავის მხრივ, საბაჟო „დასავლეთი“ აცხადებს, რომ „თავის დროზე შემოტანილ საქონელზე არ წარმოადგინა დეკლარაცია. ჩვენი აზრით, ფასები იყო შემცირებული, რასაც დაჯარიმა უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, კომპანია მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

შპს „მერკურის“ საქმესთან დაკავშირებით, თბილისში საბაჟო დეპარტამენტში მოხდა მოსმენა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შემდგომ მითითებებს საბაჟო დეპარტამენტიდან, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კომპანიის ტვირთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სატელეფონო საუბარში რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ უფროსმა ჯონი ბაბილოძემ.

ახალი ამბები