კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდელი ღარიბების დიდი ნაწილი ფულადი დახმარებას ვერ იღებს

3 ნოემბერი, 2006

poor.gifსახელმწიფო პროგრამით, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა დახმარებას ითვალისწინებს, ფულადი დახმარება ზუგდიდში 13 500 ოჯახიდან, რომელთაც დახმარების მისაღებად განაცხადი ჰქონდა შეტანილი, 3000-მდე ოჯახმა მიიღო. ამ სიაში ბევრ სხვა გაჭირვებულთა მსგავსად, ვერ მოხვდა  67 წლის მარტოხელა ქალბატონი ბედიშა კიკალეიშვილი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ზუგდიდის რაიონში განაცხადი 13 500 ოჯახს ჰქონდა შეტანილი (რეგიონის მასშტაბით კი 54 ათასს). თითოეულ ოჯახში მისული იყო სოციალური დახმარებისა და დასაქმების ცენტრის აგენტი, რომელმაც ყველა მათგანს მიანიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი.

1 ნოემბერს ცენტრში განაწყენებული ადამიანები მივიდნენ. მათი უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მათ ვერ მიიღეს ფულადი დახმარება. უკმაყოფილოთა შორის იყვნენ იყვნენ ბედიშა კიკალეიშვილი (ზუგდიდი, მელიქიშვილის ქ.#5. დაბ. 1939წ. მარტოხელა 2-ე ჯგუფის ინვალიდი.), კლაუდია კრავჩენკო (ზუგდიდი, ჩაჩიბაიას ქ#12, დაბ. 1942წ. მარტოხელა), ალექსანდრა გოგოხია (ზუგდიდი, პაპანინის ქ#56, დაბ.1928წ. მეორე ჯგუფის ინვალიდი, ჰყავს ფსიქიურად დაავადებული შვილი. მისი სახლი დამწვარია), ვალიკო ჯიქია (აფხაზეთიდან დევნილი, დროებით მცხოვრები დეკაბრისტების ქ.#5, ჰყავს ფსიქიურად ავადმყოფი შვილი და მეუღლე 1-ლი ჯგუფის ინვალიდი).

ბ. კიკალეიშვილი: „ჩემთან იყო სოცაგენტი გოგონა, ნახა როგორ ვცხოვრობ და მითხრა, რომ აუცილებლად მივიღებდი დახმარებას. ახლა კი მეუბნებიან არ გეკუთვნისო. სახლი დანგრეულია, ჩემთან მარტო ვირთხები ცხოვრობენ, საჭმელს სახელმწიფო უფასო სასადილოში ვჭამ. მარტო 33 ლარიანი პენსიით ვარ. მეუბნებიან ხელახლა შევისწავლითო შენს მდგომარეობას და მერე ალბათ მიიღებო”.

- სწორად შეავსო აგენტმა თქვენი ანკეტა?

- „რა ვიცი, 57 ათასი ქულა მოუნიჭებიათ არადა დახმარებას 52 ათასიანს აძლევენ. სახლს იატაკი არა აქვს, ჭერი თითქმის ჩანგრეულია, არ მყავს არც ძროხა, არც ქათამი. შარშან 26 ლარის ელექტროენერგია დავხარჯე მხოლოდ. გაზი არ მაქვს, ფიჩხებს ვაგროვებ და იმით ვადუღებ ჩაის. ექიმთან ერთხელ ვიყავი, ფული არ მაქვს და როგორ მივიდე? მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ფეხი გაშეშებული მაქვს. მე თუ არ მეკუთვნის ვის ეხმარებიან?“

ჩვენ ბედიშა კიკალეიშვილის ანკეტით დავინტერესდით, სადაც ზუსტად იყო მითითებული ყველაფერი, რაც ამ ქალბატონმა გვითხრა საკუთარ სოციალურ პირობებზე. სოცაგენტი იტყობინება, რომ „კიკალეიშვილის ერთადერთი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მისი 33 ლარიანი პენსია. მისი სახლი დანგრევის პირასაა, იატაკი არა აქვს, არა ჰყავს პირუტყვი და ფრინველი. სახლში კი თაგვების სიმრავლეა. ბ. კიკალეიშვილი იკვებება ღარიბთა სასადილოში“...

ქალბატონი ბედიშასა და სხვა ადამიანთა შესახებ კომენტარი სოციალური დახმარებისა და დასაქმების ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნატო ქირიას ვთხოვეთ. 

- რამდენი ადამიანის მონაცემი იყო თქვენი ცენტრის მიერ დამუშავებული და რამდენმა მიიღო ფულადი დახმარება?

ნ.ქირია: „ჩვენ რაიონის მასშტაბით 13 500 ოჯახის სოციალური პირობები შევისწავლეთ. შევავსეთ დეკლარაციები. დახმარება ამ ეტაპზე 3000-მდე ადამიანმა მიიღო.
- გქონდათ თუ არა ისეთი ფაქტები, როცა ადამიანს ეკუთვნის დახმარება, მაგრამ ვერ მიიღო?
- ასეთი ფაქტები სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი გვაქვს. მარტო დღეს 30-მდე ასეთი ადამიანის განცხადება მივიღე.

“აუცილებლად გადავამოწმებთ, თუ რა მიზეზით ვერ მიიღეს დახმარება, ეს იმ შემთხვევაში, როცა განცხადებით, საჩივრით მოგვმართავენ. აუცილებლად შემოწმდება მათი დეკლარაცია და თუ არის შეუსაბამობა დეკლარაციასა და სოციალურ მდგომარეობას შორის, ვწერთ ახალ დეკლარაციას. ის შედის მონაცემთა ბაზაში, ახალი სარეიტინგო ქულა დგინდება და იმის მიხედვით მოდის დახმარების დანიშვნა”,- აცხადებენ სოციალური დახმარებისა და დასაქმების ზუგდიდის ცენტრში.

რაც შეეხება კიკალეიშვილის საქმეს, ნ. ქირია ამბობს, რომ ”სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ბევრია, ბევრი განცხადება შემოდის და ვადგენთ საკონტროლო სიებს, საკონტროლო ჯგუფში სულ 3 კაცია, წარმოიდგინეთ ზუგდიდში ხომ 31 სოფელია და ამას დამატებული თავად ქალაქი. თავისთავად ასეთ ტერიტორიას უცებ ვერ მოვიცავთ. დიდი დრო უნდა. სანამ ახალი სარეიტინგო ქულა არ მოვა, ვერაფრით ვერ დავეხმარებით.“

მიზეზი, თუ რატომ ვერ მიიღეს კიკალეიშვილის მსგავსმა ადამიანებმა დახმარება, ქალბატონი ნატოსათვის უცნობია. იგი თავს იმით იმართლებს, რომ „ამას თბილისი წყვეტს.“

კომენტარი ვთხოვეთ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სამეგრელოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს ზურაბ ეგუტიას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ასეთი ღარიბი და უქონელი ადამიანებისათვის მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება.

ზ.ეგუტია: „რეგიონში 11 ათასამდე ოჯახს დავუნიშნეთ ფულადი დახმარება. საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოში ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთელ ქვეყანაში 52 ათას ოჯახს უნდა დაენიშნოს და 11 ათასს აქ უკვე დაენიშნა.”

- რატომ დარჩა დახმარების გარეშე ადამიანთა ჯგუფი, ვისაც თქვენმა აგენტებმა საკმაოდ დაბალი სარეიტინგო ქულები მიანიჭეს?

- „არის ცთომილება, 3-5%, ამას ჩვენ თვითონ ვასწორებთ. მათ ხელახლა უნდა შემოიტანონ განცხადება და ხელახლა გადავამოწმებთ, რასაც 2-3 თვე დასჭირდება“

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები