კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი სამართალს ვერ პოულობს

13 ნოემბერი, 2006

nadia_____.gif„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ გორში კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური შენობაში შესახლებული ელენე ლეჟავა დაკვიკავშირდა. ქალბატონი ელენეს თქმით ის და მისი საწოლს მიჯაჭვული დედა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან არიან გამოძევებულები და წლების განმავლობაში სამართალს ვერ პოულობენ.

ელენე ლეჟავა: „ჩემმა მშობლებმა თავისი საკუთარი ხარჯებით და შრომით მე და ჩემი დისთვის - ჟუჟუნა ქოდელისთვის ორ ოთახიანი კოოპერატიული ბინა შეიძინეს, რომ ორივეს დედის - ნადია ქორდელისთვის მოგვევლო. ეს მოხდა 1976 წელს. 1987 წელს ჟუჟუნას შემოეკედლა ტარიელ ხინჩიკაშვილი, რომელიც მისი ქმარი იყო. ტარიელ ხინჩიკაშვილი სახლის ყველა მემკვიდრეს თავიდან იცილებს. ჟუჟუნა ნერვიულობისაგან და შიმშილისაგან გარდაიცვალა. მე და დედაჩემი სახლიდან გამოგვაგდო და აგერ უპატრონოდ ვარ შესახლებული კომბინატის ტერიტორიაზე. მთელი ქონება მას დარჩა. სასამართლოს მივმართე. სამი წელია სასამართლო 33-ჯერ გადაიდო. 4 მოსამართლე მოხსნეს. 4 ადვოკატი გამოვიცვალე. საოლქოში უფრო უსამართლობას წავაწყდი. ანერვიულებული, აცრემლებული წამოვედი. მოსამართლე მარინა ფარცვანიამ სიტყვის თქმის უფლება არ მომცა, შენ არა გაქვს უფლება ილაპარაკოო. დედაჩემმა ნოტარიუსით მინდობილობა მომცა, მის მაგიერ მეწარმოებინა ყველა საქმე, მაგრამ ესეც თურმე ტყუილად ვეწვალე. დედა I ჯგუფის ინვალიდი და მწოლიარეა, შვილს რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება? ესაა კანონი? ესაა სამართალი? ეს რა პროცესია? მე ერთი ის ვთქვი, სულ ტყუილს იძახიან პატივცემულო მოსამართლე მეთქი და გარეთ გამაგდო. ძაღლი ხომ არ ვიყავი? შესვენებაზე მოსამართლემ საქმე აიღო და წავიდა. ტარიელმა პორთფელი გახსნა, რაღაც ამოიღო და თავის ადვოკატს მისცა და ისიც მოსამართლეს გაედევნა. მაშინვე ვიფიქრე, რომ საქმე კარგად არ იყო. ამ 5 წუთში რა განიხილეს არ ვიცი. მალევე დაბრუნდნენ. რა წამს მოსამართლე დარბაზში შემოვიდა, მაშინვე მე მითხრა - ხმა არ ამოიღო, თორემ წეღანდელივით გაგაგდებო. სიმართლე რომ დამტკიცდეს სამი მოწმეა საკმარისი და რა გახდა ჩვენი საქმე რომ ასე გაიწელა. ბინა ნადია ქორდელს ეკუთვნის და ტარიელ ხინჩიკაშვილი ამ ბინას გვედავება.“

როგორც ელენე ლეჟავა ამბობს ჩევენთან საუბარში, ბინის პრივატიზება ნადია ქორდელზეა ისევე როგორც საკუთრების მოწმობაა ნადია ქორდელზე:

„მესაკუთრე ნადია ქორდელია, საჯარო რეესტრიდან  ცნობა ნადია ქორდელზეა, ტექაღრიცხვიდან ცნობა ნადია ქორდელზეა, ცნობა საბინაო ტრესტიდან ნადია ქორდელზეა, 25 მეზობელი გვემოწმება და ა.შ.“

ელენე ლეჟავა აცხადებს, რომ „ძალით წელავენ პროცესს. ელოდებიან როდის მოკვდება მწოლიარე ავადმყოფი, რადგან სახლის ერთადერთი მესაკუთრე ნადია ქორდელია.“

მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განცხადებით, ტარიელ ხინჩიკაშვილს ქორდელის სახლიდან წილი ეკუთვნის.


საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები