21:20, Monday, 21.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მიწის გარეშე დარჩენილი გლეხები „ბრითიშ პეტროლიუმის“ წინააღმდეგ

15.11.2006
BP_Logo.gifსამწლიანი დავა ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრების მაცხოვრებლებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საქართველოს მილსადენ კომპანიას შორის მიწის კომპენსაციის გაცემის თაობაზე ისევ არ გადაწყვეტილა. ამ ხნის მანძილზე მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ გლეხებს კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან არც თანხა და არც მოსავალი არ აუღიათ.

„მოვითხოვთ ჩვენს კუთვნილ კომპენსაციებს”, „ მეტის მოთმენა შეუძლებელია, ყველა ჩვენ გვატყუებს”- ამ მოთხოვნებით სოფელ ნაოხრების მოსახლეობას ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია არაერთხელ გაუმართავს, თუმცა უშედეგოდ. 
 
ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრების მოსახლეობასა და ბაქო–თბილისი-ჯეიჰანის საქართველოს მილსადენ კომპანიას "BP" შორის 2003 წლის მარტიდან კომპენსაციის გაცემის თაობაზე გამწვავებული დავა  მიმდინარეობს.

„ერთი მიწა მებადა და თავს ამით ვირჩენდი. მერე „ბიპი“ თუ რა ჰქვია ზუსტად არ ვიცი, შეისყიდაო და დავრჩით ასე. თუ შეისყიდა დალოცვილო, მაშინ ფული გადაგვიხადე, თუ არა და ჩვენს მიწაზე ნუღარ გვედავები მაინც“, - აცხადებს სოფელ ნაოხრების მკვიდრი სეროფ ნაზარეთიანი.

„მე 13 ჰექტარი მიწა მქონდა, მერე ჯეიჰანის მილმა გაიარა ჩემს მიწაზე და ფულს გადაგიხდიანო გაგვიცხადეს. სამი წელია ფულს ველოდებით, ხალხი ძალით აგვაჯანყეს. ახლა ვდაობთ, დავდივართ სასამართლოდან გუბერნიაში, მოვითხოვთ ჩვენ კუთვნილ თანხას. პატრონი და განმკითხავი კი არავინ გვყავს", - გვითხრა ოგანეს პილოსიანმა.

სოფელ ნაოხრების მოსახლეობას ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებამოსილება აქვთ საქართველოს სარეფორმო კანონებით სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისა და საქ.მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 18 მარტის 290-ე დადგენილების მე-6 პუნქტის, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის 3,4,5,6 მუხლების საფუძველზე.

კანონიდან გამომდინარე, არსებობს  სოფლის ყრილობის დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 27 მაისის N327  ბრძანება მიწის პირველადი რეგისტრაციის დაჩქარებისა და დასრულების აქტზე, მრავალწლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებათა აღსრულების დოკუმენტი, რის შედეგადაც მომხდარია გლეხების საკუთრებაში ამ მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში აღრიცხვა. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე, გლეხების უფლებები აღიარა როგორც სახელმწიფომ, ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა, მიწის მართვის სამმართველომაც და სასამართლოებმაც.
 
„სოფელ ნაოხრების მოსახლეობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ნავთობსადენის კომპანიის შორის დავა დღემდე პერმანენტულად მიმდინარეობს მისი საბოლოო გადაუწყვეტელობის გამო. სწორედ მას შემდეგ, რაც ნავთობსადენის კომპანიას სოფელ ნაოხრების  მაცხოვრებელთა კუთვნილ პირად საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესში მყოფი მიწის ნაკვეთების მიმართ გაუჩნდა საკუთარი ინტერსები, ფართობებს დაეუფლა სათანადო იურიდიული საკუთრებისა დამადასტურებელი კანონიერი საფუძველის გარეშე და დღემდე თავის მფლობელობაში აქვს უკანონოდ, რადგან სოფელ ნაოხრების ეს ტერიტორია საჯარო რესტრში გლეხების სახელზეა დარეგისტრირებული. გლეხებს კანონიერი უფლებათა მაღიარებელი ექვსი, შვიდი სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება აქვთ",- აცხადებს ადვოკატი ავთანდილ თელიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა კანონიერია ნავთობის მილსადენი კომპანიას თანხა არ გადაუხდია.

„თავიდანვე დავაში ნავთობის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები მონაწილეობდნენ, სანამ კომპანია გლეხების ნაკვეთებში სამუშაოებს აწარმოებდა თვინიერად მოქმედებდნენ, მაგრამ როგორც კი სამუშაოები დასრულდა მოულოდნელად შეცვალეს პოზიცია და გლეხებზე კომპენსაციის გადასახადისაგან თავის არიდების და საკითხის გაჭიანურების გამოგონილი საბაბით მიმართეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინების უკანონო რევიზიის აქტს“, - გვითხრა ავთანდილ თელიაშვილმა.

ნავთობის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები თავიანთი მოვალეობის მიუხედავად, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტით არასოდეს გამოირჩეოდნენ, მათ უყურადღებო და ცინიკურ დამოკიდებულებაზე მოსახლეობასაც არაერთგზის გაუკეთებია განცხადება.

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ გლეხებისათვის მიწის საკომპენსაციოდ გამოყოფილი ფინანსები გაფლანგულია. სოფელ ნაოხრების მოსახლეობა მთლიანად სომეხი ეროვნებისაა, მათთან საუბარში გამოიკვეთა ისიც, რომ ისინი ამ მხრივ ეთნიკური ნიშნით იჩაგრებიან, თუმცა ანალოგიურ სიტუაციაში ვალის ქართულ ენოვანი მოსახლეობაცაა.

ოფისი, სადაც ნავთობის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იყო განთავსებული დაკეტილი დამხვდა. „დაახლოებით 20 ოქტომბრიდან ეს ოფისი დახურულია“, - მითხრეს იქ მგდომმა მამაკაცებმა.


გულო კოხოძე, ახალციხე

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Trixie
2011-10-07 06:44
Your article was excellent and edurite.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC