06:32, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცოფის ვაქცინების მარაგი იწურება, ერიდეთ ძაღლებს!

17.11.2006
zamal.pngრუსეთ-საქართველოს შორის არსებული ბლოკადა მედიკამენტებსაც შეეხო. განსაკუთრებით კი ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიულ) ვაქცინებს. საქართველოსთვის ამ პრეპარატის ძირითადი მომწოდებელი სწორედ რუსეთი იყო. ამ ეტაპისთვის კი ბლოკადა არსებობს და ისღა დაგვრჩენია, ვერიდოთ ძაღლებსა და სხვა ცხოველებს. 

როგორც ჩანს, ვაქცინების საკითხი არცთუ ისე ღიაა, რადგან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს გვაწვდიან. ეს კი იმით აიხსნება, რომ მოსახლეობა პანიკამ არ მოიცვას. მაგალითად, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგიტა გეგელაშვილი ამბობს, რომ პრობლემები ნამდვილად იქნება: „რუსულ ანტირაბიულ ვაქცინასთან დაკავშირებით მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები, რადგან, ის  ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ფიგურირებდა. ალტერნატივა მოიძებნება,  მაგრამ ამით სახელმწიფო იზარალებს, რადგან ბიუჯეტიდან მეტი თანხები გავა.“

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იოსებ ბრეგვაძე კი ამბობს, რომ
პრობლემები არ იქნება: „დიახ, ანტირაბიული ვაქცინები რუსეთიდან შემოდიოდა. ბლოკადის გამო კი სულ ახლახან 10 000 ცალი ფრანგული წარმოების ვაქცინა შემოვიტანეთ.  ამით რესპუბლიკის მოსახლეობა დეკემბრის პირველი კვირის ჩათვლით უზრუნველყოფილია.  ნოემბრის ბოლოს კი მომწოდებელი ფირმა რუსული ვაქცინის შემოტანას გვპირდება. სატრანზიტოდ კი უკრაინას ან აზერბაიჯანს გამოიყენებენ. ამ საკითხს თავად მომწოდებელი აგვარებს და ამბობს, 25 ნოებრიდან მოგაწოდებთო. ეს საკითხი იანვრის პირველ დეკადამდე უნდა მოგვარდეს.“

ანტირაბიული ვაქცინის ძირითადი მომწოდებელი რომ რუსეთი იყო, ამას ვეტერინარიის დეპარტამენტშიც ადასტურებენ და თავად რაბიოლოგებიც. ვაქცინის განსაკუთრებულ საჭიროებას კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს. შარშან ცოფით საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა, წელს კი 6. როგორს მთავარი რაბიოლოგი ციური თუშიშვილი, ამბობს, ვაქცინების მოხმარების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა.

ციური თუშიშვილი, მთავარი რაბიოლიგი: „რუსეთის ბლოკადის გამო საფრანგეთიდან ფრანგული ვაქცინა შემოვიდა.  ინსტრუქციის მიხედვით, რუსული და ფრანგული ვაქცინის აცრის სქემა ერთიდაიგივეა და არც პაციენტს და არც ქირურგს პრობლემას არ შეუქმნის. რაც შეეხება ფასებს, სერიოზული განსხვავებაა. ფრანგული  რუსულზე დაახლოებით 4-5-ჯერ ძვირი ღირს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება. რაც შეეხება ვაქცინების მოხმარებას,  2005 წელს ყველაზე მინიმალური, 112 206 დოზა დაიხარჯა. წელს კი, სექტემბრის ჩათვლით 113 814 დოზა. რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკურ მაჩვენებელს,  წელს  გარდაცვლილია 6 ადამიანი, 1 კი მძიმედაა. შარშან კი 10 გარდაიცვალა.“

რაც შეეხებათ დაკბენილებს, დედაქალაქში ძირითადად ძაღლისა და კატის დაკბენის შემთხვევები ჭარბობს, რეგიონებში კი ვირის, ცხენის, ღორის, მგლის, მაიმუნის და დათვის.

რაბიოლოგი  მოსახლეობას სთხოვს და მოუწოდებს, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინონ. 1. დაკბენის შემთხვევაში აუცილებელია ჭრილობის თბილი, საპნიაინი წყლით ჩამობანვა და ნაკბენის სპირტით ან იოდოთ დამუშავება. 2. ამის შემდეგ კი აუცილებელია ანტირაბიულ კაბინეტში გამოცხადება.

ცოფის გამოვლინება ცხოველთან კონტაქტიდან 10 დღის მანძილზე ხდება.  როგორც რაბიოლოგი ამბობს, თუ ადამიანს დაკბენის შემდეგ კლინიკური ნიშნები (მოთენთილობა, შინაგანი ფორიაქის შეგრძნება, შინაგანი შიში, აგზნებულობა,  ჰალუცინაციები და სხვა.) გამოუვლინდა, ექიმები ვერაფერს უშველიან. ამიტომ დაზარალებულმა რაბიოლოგს დაკბენისთანავე უნდა მიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია, სად არის ჭრილობა. რთული ადგილებად ითვლება:  კისრიდან ზევით, თავის არე და თითების დაბოლოება.

როგორც სხვა რაბიოლოგები ამბობენ, დასამშვიდებელი ვითარება ნამდვილად არ არის, რადგან საქართველოში წელაწადში 150 000 მდე დოზა ვაქცინა იხარჯება, 10 დოზა კი თითქმის არაფერს ნიშნავს.  

 ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC