15:51, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გალის ქართველ მოსახლეობას აფხაზურ პასპორტს არ აძლევენ

17.11.2006
Abkhazia1.jpgმესამე წელია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას რუსული და აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებს. რუსული პასპორტების მიღების პროცესი კარგა ხანია კორუფციის უდიდესი წყარო გახდა. ამ ფაქტს  აფხაზური ხელისუფლებაც კი აღიარებს.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ პასპორტში, დადგენილი 300 რუბლის გარდა, არცერთი კაპიკით მეტი არ გადაიხადონ. 300 რუბლი  რუსეთის მოქალაქის პასპორტის სახელმწიფო ფასია, თუმცა როგორც სოხუმელები და გაგრელები ამბობენ, ამ ფასად პასპორტი ჯერ არავის აუღია.

„ტელევიზიით ამბობენ მეტი არ მისცეთო, მაგრამ 1500 რუბლი უკვე მივეცი და უკვე მეორე წელია პასპორტს ველოდები. ყველა საბუთი, რომელიც მომთხოვეს, დროზე მივუტანე, მაგრამ...  ხან მეუბნებიან, სოჭში არის საბუთებიო, ხან – რუსეთის საელჩოშიო. არ ვიცი, რა ვქნა. არადა პენსიონერი ვარ და პასპორტის უქონლობის გამო პენსიას აღარ მაძლევენ”,- აცხადებს გაგრაში მცხოვრები ქართველი მარგო შენგელია).

უფრო რთულად აქვთ საქმე გალის რაიონის მაცხოვრებლებს. უკვე სამი თვეა  ფორმა #9 –ის ანუ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  გაცემა შეწყვიტეს. ეს ფორმა იქაურებს პასპორტის მაგივრობასაც უწევდა და  საშვისაც. ამ საბუთის უქონლობა ხშირად გალის აფხაზური მილიციის მიერ  ქართველებისს დაპატიმრების მიზეზი ხდება.

სოფელ პირველი ოტობაიას გამგებელი დალი ხალვაში აცხადებს: „უკვე რამდენიმე თვეა ფორმა #9 –ის გაცემა აკრძალეს. მილიცია სოფლის ბიჭებს იჭერს და ფულს სძალავს.. მათ სცემენ კიდეც. რა ვქნათ, არ ვიცით. ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება, რომ ადამიანებს შარი მოსდონ”.

ჟურნალისტი:რაც შეეხება აფხაზურ და რუსულ პასპორტებს, რა ვითარებაა ამ მხრივ? აძლევენ ქართველებს პასპორტებს?

დ. ხალვაში:სამწუხაროდ, არ აძლევენ.  მერე მოდის აფზაზური მილიცია და პასპორტს მაინც ითხოვს.. ვერ გავიგე, როგორ მოვიქცე. მე, როგორც სოფლის გამგებელმა, ვისაც სჭირდებოდა, გამოვართვი ყველა საბუთი, მივუტანე გალის მილიციის საპასპორტო განყოფილებას, მაგრამ მას მერე  დიდი დრო გავიდა, პასპორტები კი ჯერ არავის არ აუღია. პენსიონერებს ყველაზე მეტად უჭირთ. იანვრიდან პენსიას არ მისცემენ, თუ რუსული პასპორტი არ ექნებათ. ქართული პასპორტის აქ გამოჩენა კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.“

ჟ:რითი ხსნიან იმას, რომ პასპორტებს არ აძლევენ გალის მოსახლეობას?

დ. ხალვაში:„არ გვენდობიან.“ 
ჟ:არც თქვენ გაქვთ პასპორტი?

დ. ხალვაში:არა, მეც არა მაქვს.“ 
ერთ-ერთი ქართველი, ვინც ვერ მიიღო ვერც რუსული და ვერც აფხაზური პასპორტი გახლავთ გალში მცხოვრები ეთერ უბილავა.

თავის პრობლემებზე უბილავა ასე საუბრობს: „7 თვეა, რაც განცხადებით მივმართე გალის საპასპორტოში ვიღაც ტანიას და ყველა საბუთი დავუტოვე. ამის მერე ყოველ კვირას ორ-სამჯერ მივდივარ, მაგრამ პასუხი არ არის. მიზეზები ყოველთვის აქვთ: ხან ბეჭედი არ არის, ხან ფორმებიო. მერე გვითხრეს, თუ ამდენს ილაპარაკებთ, სულ არ მოგცემთო. ამ პასპორტისათვის სპეციალურად ჩამოვედი მოსკოვიდან. ვერ მივდივარ, არადა ქართული პასპორტით ახლა რა რთულია იქ ყოფნა, ყველამ ვიცით.
 
ერთადერთი ის შევძელი, რომ ჩემს დისშვილს სოხუმში, რუსეთის სათვისტომოში ავუღე ყალბი რუსული პასპორტი”
 
ქალბატონ ეთერ უბილავას დისშვილი, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ,  ქართველია, გალის მკვიდრი, დაბადებული 1981 წელს, მას მშობლები არ ჰყავს და  უკვე მესამე წელია მოსკოვში ცხოვრობს დეიდაშვილებთან, მათ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. მას განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში, რუს სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს. 

გალის რაიონში საპასპორტო რეჟიმი რომ გამკაცრებულია, ამას 14 ნოემბრის ფაქტიც ადასტურებს: ამ დღეს  აფხაზური მილიციის 30 კაციანი ჯგუფი შევიდა დაბალი ზონის სოფლებში და თაგილონში დააკავა გელა უბილავა და ანზორ ჯოლოგუა, ფიჩორში ირაკლი კიუტი. გარდა ამისა, ნაბაკევიდან კიდევ 6 ქართველი წაიყვანეს პასპორტის უქონლობის მოტივით. დაკავებულთაგან ერთ-ერთი - კიუტი უკვე გათავისუფლებულია. დანარჩენების ბედი კი უცნობია.
 

ნატო ბერულავა, ზუგდიდი   

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC