კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულის უფროსს იარაღი კაბინეტში დაახალეს

5 დეკემბერი, 2006


ეფენდები და ბაში აჩუკები სამართალდამცავ სტრუქტურაში

patrol.jpgშიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ტაბუცაძეს ერთ-ერთი განყოფილების  უფროსი მამუკა იმერლიშვილი კაბინეტში იარაღის სროლით შეუვარდა. მამუკა იმერლიშვილმა იარაღის მჭიდი მთლიანად დაცალა. ნასროლი ტყვიები პატრულის უფროსის კაბინეტის კედლებს და ჭერს მოხვდა. საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ტაბუცაძე გადარჩა.

მამუკა იმერლიშვილზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად მას პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ცნობით, პოლიციელებს მამუკა იმერლიშვილის ადგილზე ლიკვიდაციის უფლებაც მისცეს.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ამჟამინდელი უფროსი დავით ტაბუცაძე სულ ახალი დანიშნულია. მანამდე იგი კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. ბოლო ერთი წელიწადია შიდა ქართლის სტრუქტურებში კახეთში მომუშავე კადრები გადმოჰყავთ.

მაგალითად, კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა პაატა გიორგაძე, რომელიც 2005 წლის ზაფხულში შიდა ქართლში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად, ხოლო ამჟამად მშობლიურ იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად გაგზავნეს. კახეთში პაატა გიორგაძეს ,,ბაში-აჩუკი” შეარქვეს იმერული წარმომავლობის გამო.

შიდა ქართლში პაატა გიორგაძე ჯერ დავით ბორდაველმა შეცვალა. შემდეგ კი - დავით ტაბუცაძემ. უფრო სწორად ბორდაველმა და ტაბუცაძემ ადგილები გაცვალეს. ბორდაველი ამჟამად კახეთის პირველი პატრულია. შიდა ქართლიდან კახეთში მისი გაწვევა ხაშურელი პატრულის თანამშრომლის გიორგი ხაჩიძის დაკავებას დაემთხვა, რომელიც იარაღის ვაზნების უკანონო რეალიზაციაში ამხილეს. კახეთის პირველი პატრული დავით ტაბუცაძე კი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი გახდა. ეს ის დავით ტაბუცაძეა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შარშან პარლამენტის სხდომათა დარბაზში მტკვარში გადავარდნილი მოქალაქის გადარჩენის გამო გმირად გამოაცხადა. დავით ტაბუცაძეს კახელებმა ,,ეფენდი” შეარქვეს, რაც სპარსულად ,,ბატონს” ნიშნავს.

2006 წლის ნოემბრის დასაწყისში ახალმა საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით ტაბუცაძემ მთელი პირადი შემადგენლობა კადრების განკარგულებაში აიყვანა. ცოტა ხანში კი 21 ნოემბერს პატრულის უფროსს ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა კუთვნილი პისტოლეტიდან კაბინეტშივე სროლა აუტეხა, შვიდივე ტყვია მამუკა იმერლიშვილმა უფროსის კაბინეტში დაცალა. შემდეგ გამოვიდა ოთახიდან და  დატოვა საპატრულო პოლიციის შენობა. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თვითონ პატრულის უფროსმა ამცნო. საქმეს შიდა ქართლის პროკურორი ზურაბ ეგაძე იძიებს. ზურაბ ეგაძე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ზედამხედველი პროკურორია. ინციდენტის დროს მასაც გარკვეული სახის შელაპარაკება მოუვიდა შიდა ქართლის პატრულის უფროსთან.

ყველაფერი ასე დაიწყო. მთავარანგელოზობის საღამოს, იმ დროს როდესაც სამუშაო საათები დამთავრებული იყო, ,,ძმობის დუქანში” მამუკა იმერლიშვილი და რამდენიმე მისი ნაცნობი რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად შევიდნენ.ეს ის დუქანია, სადაც 2006 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა და ირაკლი ოქრუაშვილმა იქეიფეს, როდესაც სამხედრო ჰოსპიტალის გახსნა საზეიმოდ მოეწყო.  ცოტა ხანში მამუკა იმერლიშვილს თავზე პატრულის უფროსის მოადგილე წაადგა თავს. ტაბუცაძის მოადგილემ თანამშრომელი დატუქსა იმის გამო, თუ რატომ ქეიფობდა. ,,ძმობის დუქანში” გაშლილი სუფრა მალევე აალაგეს. მამუკა იმერლიშვილი რამდენიმე წუთში დაბრუნდა საპატრულო პოლიციის შენობაში და ,,ძმობის დუქანში” მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავადვე გადაწყვიტა. თუმცა უფროსის კაბინეტში შესულმა იმერლიშვილმა იარაღის სროლა ატეხა.

ეს საღამო ამ ინციდენტით არ დასრულებულა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ზედამხედველ პროკურორ ზურაბ ეგაძეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანაში ჩაჯდომა არ აპატიეს. როგორც გავარკვიეთ, ზურაბ ეგაძემ პატრულის ეკიპაჟს პროკურატურაში გადაყვანა სთხოვა. პატრულის უფროს არ მოეწონა ,,ციმციმებიან” მანქანაში პროკურორის ჩაჯდომა და: ,,რა უნდა სამოქალაქო ფორმიან მოქალაქეს პატრულის მანქანაშიო” – აყვირდა დავით ტაბუცაძე. ეგაძემ პროკურორის საბუთები აჩვენა, თუმცა პატრულის უფროსს ძირითადად აინტერესებდა ის, თუ რატომ არ ეცვა პროკურორ ეგაძეს ფორმა.

ერთი სიტყვით, შიდა ქართლის ძალოვან სტრუქტურაში დიდი არეულობაა. ხუმრობენ კიდეც ,,ეფენდიმ” ,,ბაში-აჩუკის” ხალხი გაყარაო. დავით ტაბუცაძის უწყებაში ახალი კადრების მიღებას ელიან.


საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები