კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელოში ადამიანების მძევლად აყვანა დღემდე გრძელდება

5 დეკემბერი, 2006

nigbianebi.pngსამეგრელოში ადამიანების მძევლად აყვანის ფაქტები ისევ არსებობს. ბოლო კვირის მანძილზე ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

29 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში 4 შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა მიხეილ ჭანტურიას ოჯახს. ბოროტმოქმედებმა მოითხოვეს ფული და თხილი. ყაჩაღებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მ. ჭანტურია სახლში საკმაოდ სოლიდურ თანხას ინახავდა, რომლიც მან რამდენიმე დღის წინ გაყიდულ თაფლში აიღო. ყაჩაღური თავდასხმის შესახებ წალენჯიხის პოლიციას დაზარალებულის მეზობლებმა აცნობეს.  წალენჯიხის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს ჭანტურიას სახლს. ყაჩაღებმა კი მძევლად აიყვანეს მიხეილ ჭანტურია და პოლიციის წინადადებას ჩაბარებულიყვნენ სროლით უპასუხეს. ვითარება ძალიან დაიძაბა. დაახლოებით ნახევარ საათში ეწერში სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თენგიზ გუნავა და სპეცდანიშნულების რაზმი ავიდნენ.

ბოროტმოქმედები დანებებას არ აპირებდნენ. მათთან მოლაპარაკება  თ. გუნავამ აწარმოა.  ერთი საათის განმავლობაში  ყაჩაღები სამხარეო პოლიციის უფროსისაგან ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვდნენ რაც გუნავამ დააკმაყოფილა. თავდამსხმელებს შორის აღმოჩნდნენ: გოჩა  ციმინტია,  წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის მკვიდრი.  ზაზა ციმინტია, ეწერის მკვიდრი, რომელიც 2004 წლიდან იძებნებოდა ყაჩაღობისათვის. გოჩა შაკაია,  გალის რაიონიდან დევნილი, რუსლან მიქავა, დაბა ჯვარის მკვიდრი. ყაჩაღებმა პოლიციას ჩააბარეს 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლო იარაღი, 4 ცალი ხელყუმბარა. 

 დაზარალებული მიხეილ ჭანტურია ჟურნალისტებთან საუბრისას უარს აცხადებს. მან ინტერვიუ მისცა მხოლოდ ერთ სატელევიზიო არხს. ჭანტურია თავის საქციელს იმით ხსნის, რომ მას ჟურნალისტებთან კონტაქტი პოლიციამ აუკრძალა.

 1 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, სროლის ხმა გაისმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში.  ხუთმა შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პირმა მძევლად აიყვანა 24 წლის ირაკლი ქანთარია. ახალსოფელში მაცხოვრებელი ზინა და თინა დგებუაძეების საცხოვრებელი სახლის გაქურდვა-დაყაჩაღება ბოროტმოქმედებმა უკვე რამდენჯერმე სცადეს. დები დგებუაძეები საკმაოდ ხანშიშესულები არიან, 78-80 წლისები, დაყაჩაღების მცდელობების შემდეგ მათ თავიანთ ნათესავს ირაკლი ქანთარიას სთხოვეს ღამღამობით მათთან დარჩენილიყო. 1 დეკემბერს ბოროტმოქმედებმა ი.ქანთარია დგებუაძეების ჭიშკართან დაიჭირეს და აიძულებდნენ ისინიც თან შეეყვანა. ქანთარიამ წინააღმდეგობა გაუწია, ხმაური დგებუაძეებმაც გაიგეს და ქანთარიას მამამაც. ამ უკანასკნელმა ჰაერში გაისროლა ორლულიანი თოფიდან. ადგილზე პოლიციაც მივიდა, კერძოდ, ზუგდიდის  სამმართველოს უფროსი კობა ნარსია თავისი ჯგუფით, მაგრამ ამ მომენტისათვის ბოროტმოქმედებს ქანთარია უკვე წაყვანილი ჰყავდათ და ოჯახს შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ.  მოგვიანებით კი გამოსასყიდის სახით ოქროულობა და 20 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს. საბოლოოდ, ბოროტმოქმედებმა  ირაკლი ქანთარია უჩაშონას (ახალსოფლის უბანი) ტყის მასივში დატოვეს, სადაც პოლიციამ მძევალი იპოვა კიდეც.  მიუხედავად იმისა , რომ ბოროტმოქმედების დევნა დილამდე გაგრძელდა, მათი დაკავება პოლიციამ ვერ შეძლო. რაც შეეხება ყოფილ მძევალს ირაკლი ქანთარიას ის მთელი ღამე დაკითხვაზე იყო პოლიციაში. ჟურნალისტებს მასთან შეხვედრის  საშუალება არ მიეცათ.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი 

ახალი ამბები