კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა შრომა საქართველოში

8 დეკემბერი, 2006

bavshvi.gifმართალია ბავშვთა უფლებების დაცვაზე საქართველოში კვლევა არავის ჩაუტარებია, თუმცა კვლევა ბავშვთა შრომის შესახებ 1997-2000 წლებში ჩატარდა, ისიც გაეროს განვითარების პროგრამისა და შრომის საერთაშორისო ორგანზაციის (შსო) ერთობლივი პროექტით. მას შემდეგ ეს საკითხი არავის გახსენებია და არავინ იცის, ბავშვთა შრომის ბაზარზე რეალურად რა ხდება.

მოძველებული კვლევის შედეგები

გამოკვლევამ იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, გურია, აჭარა და თბილისი მოიცვა. კვლევის შედეგები კი სპეციალურ ანგარიშში აისახა, რომელიც 2004 წელს გამოიცა. “შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბავშვების 6% არც მუშაობს და არც სწავლობს. ესენი არიან დაუსაქმებელი ბავშვები, რომლებიც არ იღებენ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ განათლებას. რაც შეეხება მომუშავე ბავშვებს, 85%-ის სამუშაო ადგილის პირობები ნორმალურია;  27,4%-მა აღნიშნა, რომ ისინი შესვენების გარეშე მუშაობენ; 28,93%-მა - რომ რთულ სამუშაო პირობებში არიან; 2,77%-ის თქმით, მათ სამუშაო ადგილზე ცივა.

ეკონომიურად აქტიური ბავშვების ნახევარმა პროცენტმა აღნიშნა, რომ სამუშაოზე ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევებს და მათი ორი მესამედი ფიზიკური დაზიანებით დასრულდა. შედეგები ადასტურებს, რომ სკოლის ასაკის მქონე ბავშვთა 5% სკოლაში არ დადის, რაც შემაშფოთებელია. განათლების გარეშე ამ ბავშვთა უმეტესობა სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარებს სიცოცხლეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევა ბავშვთა შრომის საწინაღმდეგოდ არსებული კანონმდებლობასაც ეხება. მის მიხედვით, მართალია, საქართველო შრომასთან დაკავშირებთ რამდენიმე მნიშვნელოვან კონვენციას შეუერთდა, თუმცა, შედეგი არ იგრძნობა. აღნიშნულის მიზეზი კი ისევ და ისევ ძალოვან უწყებებს უკავშირდება. „საქართველოს ინსტიტუტების ზოგადი სისუსტე, კანონების ცხოვრებაში გატარება დამოკიდებულია ისეთი ფორმალური ინსტიტუტების შესაძლებლობებზე, როგორიც არის სასამართლო და პოლიცია. ეს ინსტიტუტები კვლავაც ვერ ახერხებენ საკუთარი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო მმარველობის დონე დაბალია, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ მიმართული კანონმებლობის დანერგვა ისეთივე ხარვეზებთან არის დაკავშირებული, როგორც ზოგადად კანონის განხორციელება. გარდა ამისა, დასასაქმებელთა შორის არაფორმალური დასაქმების წილი 1999 წელს 52%-ს აღწევდა. ამდენად, მომუშვე ქართველების ნახევარზე მეტი შრომის კანონმდებლობით არ იყო დაცული“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევა ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასაც შეეხო. მართალია, არსებობს კანონმდებლობა, რლმლის მიხედვითაც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია იკრძალება, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კანონის მიღება არ კმარა. კვლევის მიხედვით: „საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თბილისის პოლიცია და კერძოდ ის განყოფილება, რომელსაც რკინიგზის სადგურის მიდამოების უსაფრთხოება აბარია, არ იღებს ზომებს არასულწლოვანთა სექსუალური კომერციის ასალაგმად. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური იქცა ადგილად, სადაც შეიძლება პროსტიტუციით დაკავებული ბიჭების და  გოგონების მომსახურებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. ისინი იკრიბებიან ცენტრალურ სადგურში და ღამეებს ცარიელ ვაგონებში ან სარდფებში ათევენ. კვლევა, რომელიც 1997 წელს ჩატარდა, 12-დან 16 წლამდე 112 პროსტიტუტი გოგონა მოიცვა. მის მიხედვით: 42%-ს სხვა სამსახური არ გააჩნია; 8%-ად 20%-მდე წერა კითხვის უცოდინარია, 3-დან 12%-მდე ძლივს ახერხებს წერას და კითხვას.“

კვლევაში გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც არის მოყვანლი, რომელიც ბავშვთა შრომის ანაზღაურებასა თუ შრომის პირობებს ეხება. ასე მაგალთად: „ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმულ ბავშვთა მხოლოდ დაახლოებით 9% იღებდა ფულად ანაზღაურებას. 18,4% ანაზაურებას ნატურით იღებს, ხოლო 1,9% მოატყუეს.  რაც შეეხება შრომის პირობებს, 2,9% მძიმე პირობებში შრომობს, 2,07% - ცივ შენობაში მუშაობს, 2,64% შესვენების გარეშე, 89,85% ნორმალურ პირობებში.  რაც შეეხება საწარმოო ტრამვებს, ეს მხოლოდ 3,46%-ს აღმოაჩნდა.  აქედან 62,1% იყო ფიზიკური დაზიანება, 37,99% გაციება.“

ასეთია ბავშვთა შრომის შესახებ არსებული ერთადერთი და უკვე მოძველებული კვლევის შედეგები. მას შემედგ კი ეს საკითხი არც სამთავრობო და არც არასამთავრობო სექტორს არ გახსენებია. მრთალია, მათ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება ზოგადად და ზეპირად იციან, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციების საფუძვეზე სერიოზული კვლევები 2007 წელს ჩატარდება.

სამშენებლო მასალების სუნზე ბავშვებს ალერგია დაემართათ

ბავშვთა საკითხთებთან დაკავშირებით სულ რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა უფლებათა ცენტრი გაიხსნა. როგორც ცენტრის იურისტი ნათია ხაინდრავა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით მათ საკმაოდ ბევრი და სერიოზული ინფორმაცია გააჩნიათ, რომლებსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.

ნათია ხაინდრავა: „ბავშვთა შრომას რაც შეეხება, კონკრეტული საქმეები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ქუჩის ბავშვებისგან მიღებული ინფორმაციები. მაგალითად, გლდანის ბავშვთა ადაპტაციის ცენტრიდან წამოვიღეთ საქმეები, საიდანაც იკვეთება, რომ ბავშვებს საკმაოდ ცნობილი სამშენებლო ფირმები ძალიან იაფფასიან მუშებად იყენებენ. უმეტეს შემთხვევაში, ქუჩაში მყოფი ბავშვების მშობლები ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სწორედ მათი წახალისებით აკეთებენ ამას. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ მუშას დღეში 10 ლარი უნდა გადაუხადონ, ამ ბავშვებს 3-4 ლარადაც ურიგდებიან. ამაზე კვლევის ჩატარებას ვაპირებთ.

ასევე ამ კატეგორიის ბავშვებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ მათ მათხოვრობისკენ სწორედ მშობლები უბიძგებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკეული საქმეებიც კი გვაქვს, რომლებსაც ეხლა ვსწავლობთ. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, თუ ბავშვი სახლში ფულს არ მიიტანს, სცემენ ან სახლში არ უშვებენ. უკვე საკმაოდ ბევრი საქმე დაგვიგროვდა ამასთან დაკავშებით და ვაპირებთ თითოეული საქმე შევისწავლოთ.

ჟურნალისტი:ხომ არ ფლობთ ინფორმაციებს სკოლებში ბავშვთა უფლებების დარღვევებზე?

ნ.ხ. სკოლებში მეტნაკლებად უკეთესი მდგომარობაა, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამ ეტაპისთვის საკმაოდ ბევრი საქმე შემოგვივიდა სკოლებიდან, რომელიც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. კერძოდ, რემონტი გაიწელა, დროზე ვერ დასრულდა და ბავშვებს ლაკისა თუ სხვა სამშენებლო მასალების სუნში უწევთ გაკვეთილებზე დასწრება. ბევრს ამაზე ალერგიაც დაემართა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სკოლა 87-ე საშუალოა. მათ განათლების სამინისტროსაც კი მიმართეს, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.“

ბავშვთა შრომასა და საერთოდ, უფლებების დარღვეებზე მასშტაბური კვლევის ჩატარებას გაეროს ბავშვთა ფონდიც 2007 წლიდან აპირებს. როგორც UNICEF-ის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, ყველაზე მეტად იმ ბავშვთა უფლებები ირღვევა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ.

მაია ქურციკიძე: საქართველოში მოსახლეობის 50%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. აქედან 16% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ბუნებრივია, რომ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის მაჩვენებული ესოდენ მაღალია, ბავშვთა უფლებების დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია. რადგან ღარიბ ოჯახებში ცხორობენ,  არა აქვთ საშუალება, მიიღონ ნორმალური სამედიცინო  მომსახურება, განათლება და ხშირად ამ ოჯახების ბავშვები მშობლების და ოჯახის გარეშე რჩებიან. ეს კი ძალადობისა და ექსპლოატაციის რისკ ჯგუფია“.

რესპონდენტის თქმით, ცოტა ხანში ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით კვლევები დასრულდება, რომლის შემდეგაც კონკრეტულ  სტრატეგიებსა და პროგრამებს შეიმუშავებენ. აღნიშნული პროგრამები კი სწორედ არსებული პრობლემების მოგვარებას როგორ შეუწყობს ხელს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ისე ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ბავშვთა შრომის შესახებ არც მათ ჩაუტარებიათ კვლევა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი კი დაგვპირდა, რომ აღნიშნულ პრობლემას ყურადღებას მომავალი წლიდან მიაქცევენ.
 
გიგი წერეთელი: „ძალიან ნაკლებია ისეთი ინფორმაციები, რომელიც ბავშვთა შრომას ეხება. ვფიქრობ, 2007 წისთვის ამას ყურადღება მიქცევა. საერთოდ, შრომის საკითხები ჩამორჩენილი სექტორია. არადა, მნიშვნელოვანი. არ მგონია, რომ ეს სფერო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის უდიდესი სამინისტროს დანამატი უნდა იყოს. ეს ალბათ ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა არსებობდეს. რაც შეეხება საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვას, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ადრე, თუმცა სამუშაოც ბევრია.“

ეკა გულუა

ახალი ამბები