კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში მოქალაქე სცემეს

14 დეკემბერი, 2006

cema.gifკვირას, საღამოს 7 საათზე, მამუკა ასკურავა სასურველი ჩვენების მისაღებად აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებელმა დავით კორძაიამ სცემა. ასკურავა ამჟამად ტვინის შერყევით საავადმყოფოშია.

მამუკა ასკურავა პოლიციაში სამი დღის წინ მიიყვანეს. მანამდე ძიებამ დაზარალებულის ძმა  - კოტე ასკურავა დაკითხა. კოტე ასკურავა, რომელიც “აღორძინება-მ”-ის დალუქულ კარებს და მიმდებარე ტერიტორიას ყარაულობდა, გამოძიებამ დალუქული საწარმოდან დაკარგული ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარის თაობაზე ეჭვმიტანილად დაკითხა. ასკურავა პოლიციაში ადვოკატის თანხლებით მივიდა, იგი კანონით დადგენილ ვადებში გაუშვეს.

მეორე დღეს კი პოლიციაში მისი ძმა, მამუკა ასკურავა წაიყვანეს: “სახლიდან ამიყვანეს, სამმართველოს უფროსის მოადგილე - გოჩა ტურაშვილი გასაუბრებზე გიბარებსო. ოთახში ბევრნი იყვნენ. გამომძიებელი მაგიდაზე დამიჯდა, შენი ძმის საქმიანობის შესახებ რა იციო. ვინც მეკითხებოდა, ყველაზე უფრო ის მირტყამდა. თავში მირტყამდა, სხვები კი მემუქრებოდენ, მაინც გათქმევიებთო. ყველაფერი ადვილად რომ გაიხსენო, დაგეხმარებიო, - სახეზე არ შემიხედავს, მაგრამ ვიცი რომ კორძაია იყო. სხვა გამომძიებელმა როცა იკითხა, ასკურავას ვინ კითხავსო, უპასუხეს - კორძაიაო. მაღალი, სუსტი კაცი იყო, საუბრის დროს “ბატონ დავითს” ეძახდნენ”, -აცხადებს ნაცემი ასკურავა.

დავით კორძაია სამმართველოს საგამოძიებოში ნამდვილად მუშაობს. თუმცა, გუშინ დილით მივლინებით კახეთში წასულა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამომძიებელი კორძაია მობილურს არ პასუხობს.

აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი დავით ბედია, დაზარალებულ მამუკა ასკურავას განცხადებას სიცრუედ აფასებს და მისი კომენტარი მხოლოდ ესაა: “სიცრუეა, ეგ კაცი მატყუარაა”.

დაზარალებულ მამუკა ასკურავა ამჟამად ბათუმის #1 საავადმყოფოში იმყოფება. მას დიაგნოზი ექიმმა ლევან ხელაძემ დაუსვა -“წინასწარი დიაგნოზით ადგილი გვაქვს თავის ტვინის შერყევასთან. მიმდინარეობს სტანდარტული კვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად. პასუხები ოთხ-ხუთ დღეში გვექნება”.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები