კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების საახალწლო ,,სიურპრიზი” მოვაჭრეებს

19 დეკემბერი, 2006

market.gifბორჯომის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეები უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გამგეობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ბაზრის გახსნას მოითხოვენ და ქალაქგარეთ ახალ შენობაში გადასვლას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. აქციებს ამ ეტაპისათვის არავითარი შედეგები არ მოჰყოლია.

დეკემბრის თვე ბორჯომის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრებისათვის მათივე განცხადებით ავადსახსენებელ თვედ იქცა. სამუშაოდ გამოსული მოვაჭრეები ერთ დილას  საკოლმეურნეო ბაზრში აღარ შეუშვეს. ბაზარი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალაქგარეთ ჩარხისწყალზე გადატანეს. ,,დუბინკებს” მოვიტანთ და ,,დუბინკებით “ გამოკრეკავთ ძველი შენობიდანო”, - ასე დაგვემუქრა ხელისუფლება აცხადებენ აქციის მონაწილეები.

,,საახალწლოდ ხელისუფლებამ დიდი სიურპრიზი მოგვიწყო. ბაზარი დაგვიკეტა და ქალაქგარეთ გაგვყარა. ეს ჩვენი დაღუპვის ტოლფასია. ათეული წლებია ბაზარი ამ ადგილას არის და საინტერესოა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად მისი ქალაქგარეთ გადატანა”, - ამბობს აქციის მონაწილე დათო ქარელი.

,,გვინდა ბაზარში ცოტა ხანს მაინც დაგვტოვონ. ამ ბაზრის იმედზე ვართ და მისი დაკეტვა ჩვენთვის შიმშილით დახოცვის ნიშნავს. ჯერ აქ რას ვვაჭრობთ და იმ მიგდებულ ადგილას ვინ ჩამოვა. ვიღაცამ უნდა გვიშველოს”,- წუხს მოვაჭრე ლამზირა ფერაძე.

მოვაჭრეები ახალ ბაზარში დაწესებულ მაღალ გადასახადზეც დარდობენ.

,,ვიღაცამ კომერციული ბაზარი ააშენა, გადასახადზე  საკმაოდ მაღალი ფასები დააწესა. მოვაჭრე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში კაპიკების გულისთვის დგას, ასეთ ყოველდღიურ გადასახადს როგორ გადაიხდის?”, - კითხულობს აქციის მონაწილე, მოვაჭრე ნაზი კაპანაძე.

ახალი ბაზრის დირექტორი მევლუდ ტალახაძე საპირისპიროს ამტკიცებს: - ,,ბაზრის შენობა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყოველდღიური გადასახადიც თითქმის იგივეა”, - ამბობს ის.

აქციის მონაწილე მოვაჭრეებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი  პრობლემები აბსოლუტურად არ აინტერესებს.

,,რაიონის ახალ გამგებელს ველაპარაკეთ, გათიშული მთვრალი იყო და ხალხის ნერვებზე თამაშობდა, ისედაც ნერვებდაწყვეტილი ხალხი უფრო გადაგვრია”, - გვითხრა აქციის მონაწილე იამზე თუთისანმა.

რაიონის ახალი გამგებელი თემურ სტეფნაძე კი აცხადებს, რომ „ბაზარს ქალაქგარეთ გადაიტანენ, რადგან ბორჯომი საკურორტო ზონაა და სეზონზე ცენტრში ამის გამო პრობლემები იქმნება. ამიტომაც ჩარხისწყალი საბაზრო ზონად გამოცხადდა და საკრებულოს დადგენილებით ბაზარი აქ გადმოვიდა.  ხელისუფლება ამ საკითხზე პოზიციას არ შეიცვლის”, -  კატეგორიულია ახალი გამგებელი.

ადგილობრივი ხელისუფლება ძველი ბაზრის ტერიტორიაზე გადამზადების ცენტრის ამოქმედებას გეგმავს. მომავალი წლიდან იქ ტურისტული კომპანიის თანამშრომლები მომზადდებიან, პრიორიტეტი საკურორტო ზონისათვის დამახასიათებელ პროფესიებს მიენიჭება. მოვაჭრეების ბედი კი ჰაერშია გამოკიდებული.


გულო კოხოძე, ბორჯომი

ახალი ამბები