კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშები უფლებების დაცვას ითხოვენ

21 დეკემბერი, 2006

qarxnis_aqcia.gifგუშინ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 300-მდე თანამშრომელმა ქარხნის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. თანამშრომლების ინფორმაციით, ქარხანა გასხვისებულია, მათ კი სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ.

ნოდარ შარაბიძე აქციის მონაწილეა. გაიყიდა თუ არა ქარხანა ზუსტად არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ ადმინისტრაციაში გამოკრული განცხადების მიხედვით, ქარხანა გასხვისებულია: „განცხადება გამოაკრეს გაყიდულიაო, მაგრამ ჩვენთან საუბარში ამას უარყოფენ. მოკლედ, მოვითხოვთ მოგვაწოდონ ობიექტური ინფორმაცია და დაიცვან ჩვენი უფლებები“.

შაქრო დიასამიძეც აქციის მინაწილეებს შეუერთდა. „გაყიდვის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მშრომელი ხალხის უფლებების გათვალისწინებას ვითხოვთ. 40 წელია, ჩემს ოჯახში შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს ქარხანა იყო. აქედან რომ გამიშვან, ოჯახი პენსიით როგორ ვარჩინო?~ _ ამბობს  შაქრო დიასამიძე.

ლალი ხაბეიშვილი საპენსიო ასაკის ჯერ არ არის, მაგრამ სამსახურის დაკარგვის მასაც ეშინია. მისი თქმით, შუა ასაკის ადამიანისთვის სამსახურის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია: „ვითხოვთ ინვესტორმა დაგვასაქმოს. აქედან რომ გამათავისუფლონ, სამუშაოს ვერსად ვიპოვი. დღეს 45 წლის ადამიანისთვის სამსახურის პოვნა შეუძლებელია.”

ქარხნის გასხვისებაზე ინფორმაცია აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებსაც არ აქვთ. აქციის ორგანიზატორები სწორედ პროფკავშირების წარმომადგენლები არიან. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერძაძე აცხადებს, რომ  ხელისუფლებამ ქარხნის მუშათა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს: „ხელისუფლებამ, ქარხნის გაყიდვის დროს, ხელშეკრულების ერტერთ პუნქტად ინვესტორს მუშათა უფლებების დაცვა, პენსიონერებისთვის - კონპენსაციის გადახდა, და გარდა ამისა, სპეციალისტების დასაქმება უნდა მოსთხოვოს.“   

ქარხნის ადმინისტრაციის უფროსი, ფრიდონ მჭედლიძე, აქციაზე არ მოსულა. ის ქალაქში არ იმყოფებოდა. როგორც სატელეფონო საუბარში განაცხადა, „ქარხნის გაყიდვის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტაცია სამინისტროდან არ მისვლია“.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გასხვისებას არ ადასტურებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარხნის გაყიდვა პირდაპირი მიყიდვის წესით იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიის „გრინოუკ ჯგუფის“ მიერ შესყიდვა, გადაწყვეტილია. რუსულ საიტებზე არსებული ინფორმაციით კი, „ფირმამ ქარხნის ტერიტორია უკვე შეიძინა და მასში 27 მილიონი დოლარი გადაიხადა“.

„გრინოუკ ჯგუფის” (რომელიც ბათუმში პორტის, ნავთობტერმინალის, ნავთობბაზის და სამკერვალო ფაბრიკის მფლობელია) წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. „გრინოუკ ჯგუფის“ მფლობელი იან ბონდენ ნილსენი აჭარაში არ იმყოფება.

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 15 წელია აღარ ფუნქციონირებს. ქარხანაში, სადაც 10 000 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეისთვის მხოლოდ  ადმინისტრაციის, ლაბორატორიის და დაცვის 300-მდე თანამშრომელი მუშაობს. წლის ბოლოს, მუშებს ქარხნის ადმინისტრაციასთან გაფორმებული კონტრაქტების ვადა ეწურებათ. 

          ბათუმი, სოფო ჟღენტი

ახალი ამბები