კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები შუქთან ერთად სიცოცხლის უფლებას ითხოვენ

22 დეკემბერი, 2006

natura.gifწყალტუბოში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ელექტროენერგიის მოთხოვნით დევნილები ქუჩაში მესამე დღეა დგანან და პოზიციის დათმობას მანამდე არ აპირებენ, სანამ სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია მათ ელექტროენერგიის მიწოდებას არ აღუდგენს.

გასულ კვირას სს საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ დავალიანების გამო წყალტუბოს ხუთ სანატორიუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. საპროტესტო აქცია სანატორიუმ „მეგობრობაში“ მცხოვრებმა დევნილებმა გამართეს. თუმცა, მოგვიანებით მათ სხვა სანატორიუმების მკვიდრნიც შეუერთდნენ.

მარინა გაბუნია, აქციის მონაწილე: „ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს სახელმწიფო მასხრად გვიგდებს, არავის აღარაფერში ვჭირდებით. აბა რა ვიფიქროთ, როცა შუა ზამთარში შუქს გვითიშავენ და ბავშვებს და მოხუცებს სიკვდილისთვის გვიმეტებენ. ორი დღის წინ მოხუცი გაიყინა და გარდაიცვალა. ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის. გვითხრან ბოლოს და ბოლოს, რა დავაშავეთ ასეთი, ძაღლად რომ არ გვაგდებენ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ - მხოლოდ შუქს და სიცოცხლის უფლებას“.

როგორც სს საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აცხადებენ, სანატორიუმ „მეგობრობაში“ განთავსებულ დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანება 3391 ლარია. აღნიშნული დავალიანება მათ სახელმწიფო სუფსიდიის ზემოთ დაუგროვდათ.

თეონა გეგუჩაძე, სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის დასავლეთ ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი: „წყვალტუბოს ყველა სანატორიუმის წარმომადგენლებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ენერგოკომპანიას შორის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა შეთანხმება. შეთანხმების თანახმად, დევნილები სახელმწიფოსგან სუფსიდიის სახით  ზაფხულის პერიოდში 6, ხოლო ზამთრის თვეებში 10 ლარის ელექტროენერგიას იღებენ. სუფსიდიის ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მათ თვითონ უნდა დაფარონ. სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს არ აქვთ სხვა გამათბობელი წყაროების შეძენის საშუალება და   მთლიანად ელექტროენერგიის მოხმარებაზე არიან გადასული. ამის გამო, მათი ხარჯი გაცილებით აღემატება იმ რაოდენობას, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. პირობის თანახმად, მათ გადახარჯვა თვითონ უნდა დაფარონ. წყალტუბოს ხუთი სანატორიუმის მხოლოდ მიმდინარე დავალიანება 15 126 ლარია. მიუხედავად ასეთი აქციებისა, გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღუდგებათ.“

წყალტუბოელი დევნილები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მეტიც, ისინი პროტესტის უფრო მწვავე ფორმით გამოხატვაზე ფიქრობენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები