კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ცხოვრობენ ჰაუპტვახტებში

22 დეკემბერი, 2006

sozari.gifგუშინ, სახალხო დამცველის ოფისში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სამხედრო ნაწილებში მდებარე ჰაუპტვახტების შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები წარმოადგინეს.

2006 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ჰაუპტვახტების მონიტორინგი განახორციელა. თავდაცვის სისტემაში სულ 6 ასეთი ჰაუპტვახტი ფუნქციონირებს. ესენია: თბილისი - მცხეთა - მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტი (თბილისი), კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტი (ვაზიანი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პოლიციის სამმართველოს ოფისის ტერიტორიაზე განლაგებული ჰაუპტვახტი (სენაკი), აჭარის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტი (ბათუმი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტი (ახალციხე) და სამხედრო პოლიციის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტი (გორი). 

როგორც სოზარ სუბარმა პრეზენტაციაზე განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ერთერთ ჰაუპტვახტში, კერძოდ, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე არსებული ჰაუპტვახტის შემოწმების შესაძლებლობა არ მიეცათ. ისინი ჰაუპტვახტის ტერიტორიაზე  არ შეუშვეს: „მხოლოდ ერთ, ვაზიანის ჰაუპტვახტში იყო დამაკმაყოფილებელი სიტუაცია, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ ოთხს, იქ კატასტროფული მდგომარეობაა. სრულიად ელემენტარული პირობებიც კი არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანმა უბრალოდ იარსებობს. საკნებში გაუსაძლისი სიცივე და სიბინძურეა. პატიმრებს ფაქტიურად იატაკზე უწევთ წოლა, საკნებში არ არის საშხაპეები და შუქი. ზოგიერთ საკნებს კი ფანჯრებიც არ აქვს და განათება კორიდორში დამონტაჟებული თითო ნათურით ხდება. ასეთ პირობებში ცხოვრება, ფაქტიურად წამების ტოლფასია,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ციხის ევროპული წესების შესახებ რეკომენდაციის 24-ე პუნქტის თანახმად ყოველ პატიმარს უნდა ჰქონდეს ცალკეული საწოლი და სათანადო თეთრეული. ის გარემოება, რომ ჰაუპტვახტის საკნებში საწოლების ნაცვლად საღამოს საათებში ფიცრები შეაქვთ, მეტყველებს იმაზე, რომ ჰაუპტვახტში ადამიანის ნორმალური ყოფნისთვის შესაფერისი პირობები არ არის შექმნილი და აღნიშნულით პირდაპირ ირღვევა პატიმრებთან მოპყრობის ზოგადი პრინციპები.

გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების მე-11 წესის თანახმად, დაწესებულებაში, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები ფანჯრები უნდა იყოს საკმარისი ზომის იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე. ამასთან ყველა საკანს უნდა ჰქონდეს საკმარისი ხელოვნური განათება.

თუმცა, როგორც მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი, ჰაუპტვახტებში რეკომენდაციის თითქმის არცერთი პუნქტი არ სრულდება. 

მიუხედავად ასეთი არაადამიანური პირობებისა, ჯარისკაცები, როგორც წესი, ერიდებიან თავიანთი უფლებების დარღვევებზე საუბარს, რადგან საქმის შემდგომი გართულებისა და სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცებისა თუ ოფიცერთა მხრიდან შესაძლო პრობლემების წარმოქმნის ეშინიათ.
 
სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ ჰაუპტვახტებში სავალალო სიტუაციის გამო, მან „საქართველოს სახალხო დამცველის ორგანული კანონის“ თანახმად, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მიიღოს ზომები ჰაუპტვახტებში მონიტორინგისას გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად.

       თბილისი, ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები