00:06, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩაკაბერიას ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეაქვს

26.12.2006
strasburg.jpgმიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, საქართველოს  შსს სწრაფი რეაგირების ბატალიონის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფრიდონ ჩაკაბერია დააკავეს. შსს – ს ინფორმაციით, ჩაკაბერიას ერთი კილოგრამი ჰეროინი და სხვადასხვა სოფლების სასაფლაოებიდან მოპარული დიდი რაოდენობით ალუმინი გადმოჰქონდა.

სამი დღის წინ, ჩაკაბერიას ახლობლებმა და დაბალი ზონის ყველა სოფლის წარმომადგენლებმა, მდინარე ენგურის მთავარ ხიდზე, ქართულ მხარესთან არსებულ რუსეთის სამშვიდობო ძალების 301-ე ბლოკ-პოსტთან აქცია გამართეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჩაკაბერიას საქმის ობიექტური და სამართლიანი გამოძიება, სასწრაფოდ გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი ფრიდონ ჩაკაბერია და ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა შეწყვიტონ საზოგადოებისათვის დეზინფორმაციის მიწოდება.

 აქციის მონაწილეები გულისტკივილით აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ  ქართველი სამართალდამცავები, რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო, ადამიანის პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებენ და ფეხქვეშ თელავენ მის ღირსებას.

აქციის ერთერთი მონაწილე ქეთევან გამისონია აცხადებს, რომ ფრიდონ ჩაკაბერია ალალმართალი და პატიოსანი ადამიანია. ის სოფლის მიერ არჩეული გამგებელია და ყველას გასაჭირი და პრობლემა მისი პირადი პრობლემაცაა.

ქვემო ბარღების სკოლის პედაგოგი ინეზა გითოლენდიას თქმით კი დღეს რომ სოფელში ქართული სკოლა არსებობს სწორედ ფრიდონ ჩაკაბერიას დამსახურებაა: „ხან შეშა გვჭირდება ხან სასკოლო ინვენტარი, ყოველთვის ყველაფრით გვეხმარება. სკოლას არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა და ისიც მან ჩაასმევინა. აქ იმიტომ ვარ, რომ სინდისმა შემაწუხა, ეს ადამიანი ნამდვილად უდანაშაულო და პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლია. ის ციხეში დიდხანს ვერ გასძლებს, ასეთი ცილისწამების გამო გული გაუსკდება.”

ჩაკაბერიას თანაკლასელი 60 წლის შოთა როსტობაია კი ამბობს: „მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. მე ორი შვილი მომიკლეს, მეუღლეც დამეღუპა და ფრიდონ ჩაკაბერია მუდამ ჩემს გვერდით იდგა. ერთადერთი ვისაც შეეძლო ჩვენი დაკავებული ახალგაზრდა ბიჭების გამოხსნა აფხაზების კლანჭებიდან, ფრიდონ ჩაკაბერია იყო. ის რაც მას დააბრალეს, მთელი სოფლის შეურაცხყოფაა. ან დაამტკიცონ რომ ეს ასეა, ან გაათავისუფლონ.”
 
დაკავებული ფრიდონ ჩაკაბერიას ვაჟი თენგიზ ჩაკაბერია კი უფრო კატეგორიულია: „უახლოეს მომავალში, “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. მათ ძალოვანთა დაკვეთა შეასრულეს და უდანაშაულო ადამიანს ერთი კილოგრამი ჰეროინის გადატანა დააბრალეს. ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფას, დეზინფორმაციის გავრცელებას არავის ვაპატიებთ. ყველამ იცის, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა. ამას კი ვერავის ვაპატიებთ.”

ფრიდონ ჩაკაბერიას მხარდამჭერი აქცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. აფხაზეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები აქციას შორიდან ადევნებდნენ თვალს.

ფრიდონ ჩაკაბერიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს და იმ ჟურნალისტებსაც ემუქრებიან, ვინც გაბედა და ამ ფაქტან დაკავშირებით სიმართლე თქვა.
        
         

 ზუგდიდი, ნატო ბერულავ

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC