00:28, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დემოკრატიის ინდექსით საქართველო 104-ე ადგილზეა

26.12.2006
kazitaze_1.jpgჟურნალმა „ეკონომისტი“ მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასება 5 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა. ესენია: არჩევნები და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტივობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. შეფასება ათქულიანი სისტემით წარიმართა. 167 ქვეყნიდან საქართველოს 104 – ე ადგილი უჭირავს.

ჩამოთვლილი 5 ინდექსიდან ყველაზე დაბალი შეფასება 1,9 ქულა პოლიტიკურ აქტივობაში მივიღეთ. ყველაზე საუკეთესო შეფასება - 7,92 ქულა კი არჩევნების პროცესსა და პლურალიზმში. რაც შეეხება დანარჩენ 3 იდექსს, პოლიტიკურ აქტივობაში - 3,33, პოლიტიკურ კულტურაში - 5,99, სამოქალაქო თავისუფლებაში კი  6,47 ქულა.

სხვა ქვეყნებს თუ შევეხებით,  ხუთივე მაჩვენებლით საქართველოს  მოლდოვა, ინდონეზია, პალესტინა, მალაიზია და რუსეთი (სულ რაღაც 2 საფეხურით) უსწრებს. რუსეთს ყველაზე დაბალი შეფასება (3,21) ისევე როგორც საქართველოს,  პოლიტიკურ აქტივობაში აქვს, ყველაზე მაღალი კი საარჩევნო პროცესში - 7 ქულა. საქართველოს შემდეგ  სომხეთი 110 - ე  ადგილით, ერაყი 112-ე ადგილით, აზერბაიჯანი 129 - ე ადგილით და უზბეკეთი 160-ე ადგილით მოდის.

ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნურ კვლევებს სახვადასხვანაირ შეფასებებს აძლევენ: ზოგი ეთანხმება და ზოგიც - არა. ნაწილს კი იმედი აქვს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მალე უკეთესობისაკენ შეიცვლება. „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა მთავრობის ფუნქციონირების ნაწილში გვაქვს.
 
მამუკა კაციტაძე: „როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციას აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად აქვს შესწავლილი, თუმცა მათ შეფასებებს მთლიანად არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები იმას, რომ ყველაზე კარგი მდგომარეობა საარჩევნი პროცესებში გვაქვს. თუ საარჩევნო აქტივობას გულისხმობენ, თუნდაც უკანასკნელი არჩევნები ნამდვილად არ არის იმის დემონსტრირება, რომ აქტივობა მაღალი იყო.

რაც შეეხება დანარჩენ შეფასებებს, მთავრობა რომ უნიათოა, ამას მსოფლიოს ეკონომისტთა კვლევები ნამდვლივად არ სჭირდება. აღნიშნულის  ნათელი დადასტურებაა საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების პრობლემები და თუნდაც, ბოლო დროის, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული გაუგებრობები.

ამოქალაქო თავისუფლებას რაც შეეხება, გარკვეულწილად უკეთესობა იგრძნობა. თუმცა ხელისუფლება ცდილობს, აქტივობა შეზღუდოს. მაღალ შეფასებას ნამდვილად ვერ მივცემ პოლიტიკურ კულტურას. საუბარი მიჭირს, რადგან ამ კრიტერიუმებიდან ყველგან ცუდი მდგომარება გვაქვს. მე პირველ ადგილზე მაინც სამოქალაქო თავისუფლებას დავაყენებდი, ბოლო ადგილზე კი საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმს. ასეთ შეფასებას კი იმიტომ ვაკეთებ, რომ ამ საკითხებში საკმაოდ ღრმად ვარ ჩახედული. ვინც საქართველოში არსებულ ვითარებას კარგად იცნობს, შეუძლებელია, არ დამეთანხმოს.“
 
კაციტაძის შეფასებებს არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ფუნქციონირება მაღალ ადგილზე უნდა იყოს:
„კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა შედეგები საინტერესოა. განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ კულტურასა და სამოქალაქო თავისუფლებაზე უნდა გამახვილდეს. ეს ის საკითხებია, რომლის გაუმჯობესებასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. ალბათ, ყველა ეს ციფრი პირობითია და აქედან გამომდინარე შეფასება მიჭირს. არ დავეთანხმები იმ ნაწილს, რასაც მთავრობის ფუნქციონირება ჰქვია. არ მესმის, აქ დაბალი შეფასება რატომ მივიღეთ. ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონოდა. საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს არჩევნების პროცესთან დაკავშირებით.“

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შედეგები საინტერესოა: „ვთვლი, რომ მისაღები მონაცემებია. სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი კვლევა ეკონომიკურ განვითარებაზე გამოქვეყნდა, სადაც 37-ე ადგილი გვეკავა. ცუდია, რომ დემოკრატიის ინდექსში სავალალო ადგილი გვიჭირავს. ასევე, როგორც ჩანს, ყველაზე ცუდი მდგომარეობა მთავრობის ფუნქციონირებაში გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ამ პროცესის დაძლევა შესაძლებელია. ამის იმედს ის მაძლევს, რომ მთავრობასთან დაკავშირებით ერთიან რეფორმაზე ვმუშაობთ. დღეს ამ სტრუქტურას პირამიდის ფორმა არ გააჩნია, არადა ეს აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით შევაგროვეთ ჩვენი მსგავსი  პატარა ქვეყნების გამოცდილება და შედეგები. ეს მოდელი ჩვენთვის საკმაოდ გამოსადეგი იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ მონაწილეობას, ამ ნაწილში საჭიროა მოსახლეობის გააქტიურება. აღნიშნული კვლევის შედეგები მოსაწონია, რადგან შანსი გვაქვს, მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. გაცილებით ცუდი იქნებოდა რეალობას მოკლებული მაღალი შედეგები გვქონოდა.“
        

თბილისი, ეკა გულუა
 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC