00:24, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოცნება სასმელ წყალზე

27.12.2006
onkani.gifადიგენის რაიონის სოფელი ხევაშენი წლების მანძილზე სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს. მოსახლეობამ დასახმარებლად თითქმის ყველა შესაბამის ორგანოს მიმართა. დროთა განმავლობაში დახმარების იმედმა სამთავრობო ორგანიზაციებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადაინაცვლა, თუმცა ისევ უშედეგოდ.

,,წვიმაც სანატრელი გაგვიხდა. სასმელ წყალს შორი გზიდან ვეზიდებით საყოფაცხოვრებო საქმისთვის კი წვიმის წყალს ვიყენებთ, ამიტომ დღედაღამე ცას შეცვქერით”, - გვიყვება სოფელ ხევაშნის მკვიდრი მარიკო ენდელაძე.

,,ნეტავ განახათ სოფელში რა ჟრიამულია, როცა წვიმა მოდის. დიასახლისებს დიდი ჯაფა დაგვადგება ხოლმე. სახლის ჟოლობებთან ჭურჭელს ვეზიდებით და ვცდილობთ პატარა ჯამებიც კი წვიმის წყლით ავავსოთ”, - ამბობს დიასახლისი მარინე მინაძე.

,,ადრე კარგად ვცხოვრობდით. ახლა კი ყველაფერს შეცვლა სჭირდება. მილები დაიჟანგა და მიწაში ჩალპა, ახლით შეცვლა კი ვერ მოხერხდა, ამიტომაც დავრჩით სასმელი წყლის გარეშე. მოსახლეობას კი მილების შესაცვლელი ფული კი არა, ზოგჯერ პურის ფულიც არ გვაქვს”, - ამბობს ადგიულობრივი ჯუმბერ გორგოძე.

,,უწყლობას შევეჩვიეთო,  რომ გითხრათ, ხომ სასაცილოდ ჟღერს? კი ჟღერს,  მაგრამ ასეა და . . . პირს, რომ ვიბანთ იმ წყალს მერე ქათმებს და შინაურ ცხოველებს ვუსხამთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, - ამბობს ანდრო ლომსიანიძე.

სოფელ ხევაშნიდან ორი კილომეტრის დაშორებით ბუნებრივი წყარო მოდის,  მოსახლეობა ამ წყაროთი საზრდოობს. წყარო ჩაღრმავებულ ადგილზეა და მისი სოფლამდე ამოყვანა ამიტომაც ვერ ხერხდება. მეორე სოფლიდან წყლის გამოყვანას კი მოსახლეობის განცხადებით საშველი არ დაადგა.

,,რომ იტყვიან რკინის ქალამნები ჩავიცვი და ვის აღარ მივაკითხე. ხელისუფლების იმედი, რომ გადამეწურა არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი გამიჩნდა. სოფელში რომელიღაც ორგანიზაცია იყო ჩამოსული, ახლა სახელს ვერ ვიგონებ, მაგრამ რა, ვერც იმან გვიშველა. ისევ უწყლოდ ვართ”, - გვითხრა გივი გველესიანმა.

,,ზაფხულობით ყველაფერი გადახრუკულია, მოსავალზე ვინღა ფიქრობს. მთლიანად ბუნებაზე ვართ დამოკიდებულები. ღმერთი არ გაგვწირავს. აკი გვიგზავნის კიდეც ზეციდან წყალს”, - ამბობს მარიკო ენდელაძე.

უწყლოდ დარჩენილმა მოსახლეობამ სოფელში ჭის ამოთხრა დაიწყო, თუმცა პრობლემებს ვერც აქ გაექცნენ.

,,ჩვენი სოფელი ტენიანობით არ გამორჩევა, ამიტომ 15-20 მეტრის სიღრმის მიწის ამოთხრა გვიწევს წყალი რომ ამოვიდეს. სოფელში ჭის ამოშენება არავინ იცის, სპეციალისტები კი 150 დოლარს გვთხოვენ. ჩვენ კი ფული არ გვაქვს რომ გადავუხადოთ.

მოსახლეობამ თავიანთ გასაჭირს ყველა სეზონზე გამოსავალი გამოუძებნა. თუ ზამთარში არ წვიმს ამ დროს სოფელი წყლისთვის თოვლს ადნობს.  სასმელ წყალზე ოცნება მათთვის აუხდენელი გახდა.

ადიგენის რაიონის სოფელ ბენარის ყოფილი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ტარიელ გორგოძის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემა რეალურია და ეს პრობლემა არასამთავრობო ორაგანიზაციასთან თანამშრომლობით მომავალ ზაფხულს აუცილებლად გადაიჭრება.

,,მეც სოფელ ხევაშნის მკვიდრი ვარ და ვიცი ეს პრობლემა ჩემს სოფელში რა სიმწვავითაც დგას. მიწიდან ამოღებულია და მოპარულია სარწყავი ნაკვეთების მილები, ონკანები. წელს სოფელში ერთერთი საერთაშორისო ორგანიზაცია შემოვიდა და მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სწორედ ამ ორგანიზაციას სთხოვა. ეზოებში წყლის შეყვანა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მნიშვნელოვნად შეუმცირდება”, - დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა ყოფილი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ.    

გულო კოხოძე, ადიგენი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC