09:15, Thursday, 02.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ამოსაზელი ლობიო „თრიალეთის“ გადასარჩენად...

09.01.2007
naneta.gifშიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელისა და ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის ბოლოდროინდელი დაპირისპირების რეალური მიზეზების გარკვევას ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა.

შიდა ქართლის ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთის” მფლობელი, ყოფილი პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილი მორიგ ბრალდებებს ამჯერად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას უყენებს. ბადრი ნანეტაშვილის განცხადებით, მარლენ ნადირაძე  მას ირაკლი ოქრუაშვილის და მიხეილ ქარელის სახელით დაემუქრა. ნადირაძე ამჟამად საკრებულოს თავმჯდმარეა, რომელიც მანამდე რწმუნებულ მიხეილ ქარელის მოადგილე იყო. ნანეტაშვილს ამოწერილი აქვს ის სატელეფონო ნომრები, საიდანაც აღნიშნული მუქარის ზარები განხორციელდა.

ბადრი ნანეტაშვილის განცხადებით, მარლენ ნადირაძის გაღიზიანების მიზეზი ის სატელევიზიო რეპორტაჟი გახდა, რომელიც მიხეილ ქარელის საწინააღმდეგოდ 2007 წლის 3 იანვარს ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ეთერით გავიდა. სიუჟეტში ნათქვამია,რომ მიხეილ ქარელს ,,თრიალეთის” ხელში ჩაგდება 400 000 ლარად სურს. ნანეტაშვილი თვლის, რომ თანხის შეთავაზება ტელევიზიის წართმევას ნიშნავს.

მუქარის ფაქტს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გმობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ვიდრე არ გაირკვევა თუ რა ხდება რეალურად, კომენტარის გაკეთებას ვერ შესძლებს.

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის ივნისში, ბადრი ნანეტაშვილი აცხადებდა, რომ მას ტელევიზიას ართმევენ და მისი ტელევიზია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გიგა ბოკერიას და პარლამენტარ ხათუნა გოგორიშვილს სურდათ. იმ დროს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი სახალხო დამცველის დასკვნას განიხილავდა, რომელიც ნანეტაშვილის უფლებამოსილების სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობას ეხებოდა. პარლამენტმა მიიჩნია, რომ მათი კოლეგა ნანეტაშვილი უხეშად ერეოდა ტელევიზიის საქმიანობაში და სხვათა შორის გაირკვა, რომ ნანეტაშვილი ჟურნალისტების უფლებებსაც არღვევდა: არ აძლევდა ხელფასს, ამუშავებდა სხვადასხვა სამუშაოებზე ყოველგვარი ანაზღაურების, ხელშეკრულებისა და კონტრაქტის გარეშე. ამასთანავე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

ამის გამო პარლამენტმა ნანეტაშვილს დეპუტატის მანდატი მოუხსნა. თავად ბადრი ნანეტაშვილი მიიჩნევდა, რომ გიგა ბოკერიას და ხათუნა გოგორიშვილს არ მოსწონდათ ,,თრიალეთში” გასული სიუჟეტები და ამის გამო სამაგიერო გადაუხადეს.

ხათუნა გოგორიშვილთან დაბარებულმა ,,თრიალეთის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ტელევიზიაში გასულ სიუეჟეტებს მხარის გუბერნატორი მიხეილ ქარელი აკონტროლებდა. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაკითხვისას ისიც აღნიშნა, რომ „თუ მიშა ქარელი ნანეტაშვილს სუფრაზე არ დაპატიჟებდა, ნანეტაშვილი მაშინვე მასზე რაიმე უარყოფითი სიუჟეტის გაკეთებას გვავალებდა".

იმ პერიოდისათვის ნანეტაშვილმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და მიიჩნია, რომ მისი მოწინააღმდეგე ჟურნალისტები პოლიციის და პროკურატურის ინტერესებს იცავდნენ. გაზეთ ,,თრიალეთის” რედაქტორი თინიკო ვაჩაძე ოლქის პროკურორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ნანეტაშვილი ფიქრობდა, რომ რადგანაც ,,,თრიალეთმა” ეს ინფორმაცია გააჟღერა, პროკურატურა და ხელისუფლება მას სამაგიეროს უხდიდა.

ამ ამბების შემდეგ დაახლოებით 7 თვე გავიდა. ,,თრიალეთის” ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნანეტაშვილმა მოწინააღმდეგე ჟურნალისტებს თავისი მომხრე ჟურნალისტები დაუპირისპირა. 7 თვის შემდეგ კი ნანეტაშვილმა თავისი ,,მომხრე” ჟურნალისტები - სოფიო რეზრიჩენკო (საინფორაციო სამსახურის უფროსი), თინიკო ვაჩაძე (გაზეთ ,,თრიალეთის” რედაქტორი) და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვა. როგორც გავარკვიეთ, ეს ჟურნალისტები ნანეტაშვილმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა. არადა 7 თვის წინ სწორედ ეს ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ტელევიზიაში ყველაფერი წესრიგში იყო. ,,თრიალეთის” ყოფილი ჟურნალისტი შალვა ნუსხელიძე აღნიშნავს, რომ ბადრი ნანეტაშვილმა თავისი მომხრე ჟურნალისტების უფლებები დაარღვია და თავიდან მოიშორა.

გათავისუფლებული სოფიო რეზრიჩენკო ჟურნალისტებთან კონტაქტს გაურბის. ,,თრიალეთმა” მის საწინააღმდეგოდ სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ რეზრიჩენკო მიხეილ ქარელის გუნდის წევრია. ,,სოფიკო რეზრიჩენკო ამჟამად სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში მუშაობს” – განაცხადა ,,თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის ამჟამინდელმა უფროსმა ნინო ჩიბჩიურმა. ჩვენ სოფიკო რეზრიჩენკო სამხარეო ადმინისტრაციაში ვერ აღმოვაჩინეთ, ხოლო სახლში გვითხრეს, რომ იგი ავად არის და წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

სახლში გაუშვეს გაზეთ ,,თრიალეთის” ყოფილი რედაქტორი თინათინ ვაჩაძეც. იგი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოლქის პროკურორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.  თინიკო ვაჩაძე კომენტარისაგან თავს იკავებს, თუმცა, არაოფიციალურად შევიტყვეთ, რომ ნანეტაშვილმა თავის ერთგულ ჟურნალისტებს პრესკონფერენციის მოწყობა და იმის თქმა მოსთხოვა, რომ ოლქის პროკურორის მიერ რედაქტორზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტი მოგონილია.

მაინც რამ აიძულა ნანეტაშვილი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა? შიდა ქართლის ფინანსურ პოლიციაში დიდი ხანია ,,თრიალეთის” მიერ საბიუჯეტო თანხების დამალვის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. ცალკე გამოძიებას პროკურატურაც აწარმოებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ნანეტაშვილის ტელევიზიას სოლიდური თანხის გადახდა დააკისრა. გადასახდელი თანხა იმდენად დიდია, რომ ნანეტაშვილი თავისი ძალებით ამ თანხის დაფარვას ვერ ახერხებდა. ამის გამო იგი იძულებული გახდა უძრავი ქონების ნაწილი – ავტომანქანა, ბინები და ა.შ. გაეყიდა.

,,თრიალეთის” ამჟამინდელი თანამშრომლების არაოფიციალური ინფორმაციით, ნანეტაშვილს ვალის დაფარვა მიხეილ ქარელმა შესთავაზა, რომლის სანაცლოდაც ნანეტაშვილს მისთვის წილი უნდა დაეთმო. ბადრი ნანეტაშვილს კი როგორც ირკვევა ვალის დაფარვა წილის დათმობის გარეშე სურდა რაზეც გუბერნტორისგან უარი მიიღო. მეტიც, „თრიალეთთან“ მიხეილ ქარელის დავალებით ყველა იმ სახელმწიფო ორგანიზაციამ გაწყვიტა კავშირი, რომლებიც გარკვეული რაოდენობის თანხას ,,თრიალეთს” ვითომც და სხვადასხვა მომსახურებისთვის უხდიდნენ.

2006 წლის ნოემბერში ნანეტაშვილმა მიხეილ ქარელს ჟურნალისტების პირით შემდეგი კითხვა დაუსვა: „რატომ აღარ რიცხავენ გამგებლები ,,თრიალეთის” ანგარიშზე თანხას?“ ამაზე მიხეილ ქარელმა ნანეტაშვილს გორის რაიონის სოფელ შინდისში მინისტადიონის გახსნაზე უპასუხა, რომ თანხები ტელერადიოკოპმანიაში აუცილებლად გადაირიცხებოდა. თუმცა, რამდენიმე წუთში, ქარელმა თავისი პასუხი ინანა და ოპერატორს ვიდეოკამერის წასართმევად დაცვის წევრები დაადევნა.

ერთი სიტყვით, ყოფილი პარლამენტარის ნანეტაშვილისა და გუბერნატორის დაპირისპირება წმინდა კომერციულ ხასიათს ატარებს. ,,თრიალეთს” დაფინანსების წყარო ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციამ შეუწყვიტა. ნანეტაშვილმა კი თვითგადარჩენის ასეთ ხერხს მიმართა: მისი ამჟამინდელი ჟურნალისტები სამუშაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუკი ისინი სოფელ-სოფელ და კარდაკარ თანხის ასაკრეფად ივლიან. სოფელ ზერტში ასეთი კურიოზიც კი მოხდა: ოჯახმა დაუპატიჟებელი ხალხის სტუმრობის ნამდვილი მიზეზი ვერ გაიგო და მათ ამოსაზელი ლობიო, პური, მწნილი და წითელი ღვინო გამოუტანა...

საბა წიწიკაშვილი, გორი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC