კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტისა და ლექტორების დაპირისპირება უნივერსიტეტში

16 იანვარი, 2007

students.gifმაგდა კლდიაშვილი თსუ ახალციხის ფილიალის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის  მე – 3 კურსის წარჩინებული სტუდენტია. ის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საკუთარი უფლების შელახვალში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავს მოტყებულად გრძნობს.

,,მატყუარაც გამხადეს, მიწასთან გამასწორეს. მიცხადებენ კურსი ხელახლა უნდა გაიაროო. გადასახადიც დამაკისრეს. კურსის ხელახალი გავლა არ მინდა, რადგან შესაბამისი ცოდნა მაქვს და მოვითხოვ თსუ ქართული ენის კათედრაზე ჩამიტარდეს გამოცდა. კურსს ხელახლა არ გავივლი”,  - კატეგორიულია მაგდა კლდიაშვილი.

მას პრეტენზიები ახალციხის უნივერსიტეტის  დირექტორთან და ფაკულტეტის დეკანთან აქვს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მაგდა კლდიაშვილი პატრიოტთა ბანაკში გამოჩენილი აქტიურობისთვის ლიდერთა სკოლაში ერთი თვით მიიწვიეს.

,,ლიდერთა სკოლაში უნივერსიტეტიდან რეკომენდაცია მომთხოვეს. თსუ ახალციხის ფილიალის დირექტორს შოთა ზაზაშვილს ვთხოვე რეკომენდაცია დაეწერა, მისი თანხმობის შემდეგ რეკომენდაცია ჩემი ფაკულტეტის დეკანმა გულქან ქურასბედიანმა დამიწერა. ვიცოდი, რომ ჩემი გაცდენილი საათების გამო პრობლემები არ შემექმნებოდა. „ა“კატეგორიაზე ყველა გამოცდა მაქსიმალური ქულებით მაქვს ჩაბარებული. ლიდერთა სკოლაში წასვლამდე ვიცოდი რომ მხოლოდ ნიშნებზე მექნებოდა პრობლემები და სტიპენდიას ვეღარ ავიღებდი. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარდაა”, - გვიყვება მაგდა.

შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად კი მან 375 ლარი უნდა გადაიხადოს და კურსიც ხელახლა გაიაროს. მისთვის ბევრი რამ გაურკვეველი რჩება.

,,ლიდერთა სკოლიდან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლექციების  ორ მესამედზე დასწრებული არ ვიყავი. ამიტომაც კურსი ხელახლა უნდა გამევლო, მე გავაპროტესტე, რადგან ამდენივე გაცდენა ჩემს ჯგუფელ ლელა კლდიაშვილსაც ჰქონდა,რომელიც გამოცდებზე დაუშვეს. ამის გამო დეკანმა გამომიცხადა, რომ მეგობრობა არ შემეძლო და არაკოლეგიალურად  ვიქცეოდი”, -ამბობს მაგდა.

კლდიაშვილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს მისი დეკანი გულქან ქურასბედიანი. იგი აცხადებს, რომ მაგდამ ყველაფერი წინასწარ იცოდა და არჩევანიც თავად გააკეთა:
 
,,ლიდერთა სკოლიდან მაგდა კლდიაშვილმა მოთხოვნა მოიტანა და ჩვენ შესაბამისი დახასიათება მივეცით. თუმცა ავუხსენით, რომ პრობლემები შეექმნებოდა. აღმოჩნდა, რომ მას ლექციების ორი მესამედი გაცდენილი ჰქონდა. საგნები ხელახლა უნდა გაიაროს, შესაბამისად უნდა გადაიხადოს თანხა, რაც კანონითა და უნივერსიტეტის ბრძანებით არის დადგენილი. ცხრაჯერ აუხსნა დირექტორმაც და მეც რომ პრობლემები შეექნებოდა”, - განაცხადა ფაკულტეტის დეკანმა გულქან ქურასბედიანმა.

საპირისპიროს ამბობს სტუდენტი მაგდა კლდიაშვილი: ,,სამჯერ ვიყავი შესული შოთა ზაზაშვილთან და მსგავს პრობლემაზე საუბარი არც ყოფილა. თავიდანვე, რომ აეხსნათ რომ ამხელა პრობლემა შემექმნებოდა, ბუნებრივია, არსად  წავიდოდი. დეკანმა მკაფიოდ განმიცხადა -  გაცდენებზე დაგიწერთ არებს და მეტი არაფერიო”, - გვითხრა მაგდა კლდიაშვილმა.

იგი ეჭვობს, რომ ის თსუ ახალციხის ფილიალის  ყოფილი დირექტორის მერაბ ბერიძის დაკავების გამო გამართულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის ისჯება, რასაც უნივერსიტეტში კატეგორიულად გამორიცხავენ.

გულო კოხოძე, ახალციხიდან

ახალი ამბები