კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში გამოსახლებების სერია დაიწყო

22 იანვარი, 2007

gamosaxleba_1.gifბათუმში, ერთი კვირის განმავლობაში, 300-მდე ოჯახი თავშესაფარის გარეშე დარჩა. ქალაქის სამი სხვადასხვა შენობიდან, უკანონოდ შესახლებული ოჯახების გამოსახლების პროცესი დაიწყო.

დაახლოებით ორი კვირის წინ 200-მდე ოჯახს ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის შენობა დაატოვებინეს. ხუთი დღის წინ, აღმასრულებელი ბიურო საქმშენის კუთვნილ შენობაშიც მივიდა, საიდანაც სასამართლო გადაწყვეტილებით 20 ოჯახი გამოასახლა.

 „კანონის თანახმად ვმოქმედებთ. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღსრულდეს. უკანონოდ შესახლებულმა ოჯახებმა შენობები უნდა გაათავისუფლონ,“ - აცხადებს  სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელი გელა თავდგირიძე.

საქმშენის ბალანსზე არსებული ნაგებობიდან ოჯახების გამოსახლებისთვის, სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებს პოლიციის დახმარება დასჭირდათ. მოსახლეობა შენობის ნებით დატოვებას არ აპირებდა: „საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, მაგრამ აღმასრულებელი ახალ პროცესს არ ელოდება. ეს უკანონობაა. შენობის დატოვებას არ ვაპირებდით, მაგრამ პოლიციაც მოვიდა. შეგვეშინდა ფანჯრიდან არ გადავეყარეთ და გამოვედით, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან,“ - ამბობს ნათელა ქობულაძე.

გამოსახლებაზე გაფრთხილება, სააფთიაქო სამართველოს კუთვნილ დაუსრულებელ შენობაში შესახლებულმა 72 ოჯახმაც მიიღო. შენობაში შესახლებული მოსახლეობის უმრავლესობა რაიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ნაწილი კი უსახლკარო ადამიანები არიან. უახლოეს დღეებში შენობის გათავისუფლება მათაც მოუწევთ. ოჯახების უმრალესობა, სააფთიაქო სამართველოს შენობის კარკასში, სამი წლის წინ, 6 მაისს შესახლდა: „პრეზიდენტმა თქვა, სადაც ნახოთ დაუსახლებელი ადგილი შედით და იცხოვრეთო. ჩვენც საცხოვრებელი არ გვქონდა და აქ შემოვედით. ცარიელი კედლები იყო, ამოვაშენეთ, წყალი და შუქი გავიყვანეთ, ახლა კი გასახლებას გვიპირებენ,“  - აცხადებს მალხაზ დავითაძე.

სააფთიაქო სამართველოს დაუსრულებელ შენობაში შესახლებულმა მოსახლეობამ, გამოსახლების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა. პროცესი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 26 იანვარს უნდა გაიმართოს. ამის მიუხედავად სააღსრულებლო ბიურო მოსახლეობას შენობის დაცარიელებას დაუყოვნებლივ თხოვს.
იურისტის ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, ,,თუ სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის გამოსახლება ამა თუ იმ შენობიდან დაუყოვნებლივ მოხდეს, გასაჩივრების მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება არ არის კანონის დარღვევა.“
 
თამაზ ბერიძე არ იცნობს კანონმდებლობას, მაგრამ თვლის, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველი ადამიანების გაჭირვებას არაფრად აგდებს და მათი პრობლემებით არ ინტერესდება: „კანონი არ ვიცი, მაგრამ ამ სიცივეში ადამიანების, საკუთარი ხალხის ქუჩაში დატოვება არაკაცობაა. ბავშვები მაინც არ ეცოდებათ. არ კითხულობენ რა დაგვემართება, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ უსახლკაროების წინაშე ვალდებულებები არ აკისრიათ.“

სოფო ჟღენტი, ბათუმიდან

ახალი ამბები