კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დილით კარტოფილი, შუადღეს კარტოფილი, საღამოს კი შიმშილი

29 იანვარი, 2007

jika.gifოჯახის ყოველდღიური საკვები მოხარშული კარტოფილია, თუმცა არის დღეები, როცა არც ეს აქვთ. ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრები ნოდარ ინასარიძის შვიდსულიანი ოჯახი შიმშილობის ზღვარზეა.

ნახევრად მოშლილი ღობე, ფიცრული სახლი, მორყეული იატაკი, ღუმელთან მოწყობილი საშეშე, ფანჯრებზე გაკრული ცელოფანი. ეს კარ-მიდამო ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ ნოდარ ინასარიძეს ეკუთვნის. ამ სახლში, სადაც სულ ორი ოთახია შვიდი ადამიანი ცხოვრობს, აქედან ორი ინვალიდია. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, თუმცა იყო ტკბილი წარსულიც.

,,დიატომიტის ცეხის უფროსი ვიყავი. ხელფასიც მქონდა და წახალისებაც. ახლა კი ჩემი ოჯახის ყოველდღიური საჭმელი მოხარშული კარტოფილია. წელს გვალვამ მოსავალიც გააფუჭა. რა წყალს მივცე თავი აღარ ვიცი, საკუთარი თავი მეზიზღება”, - ამბობს ნოდარ ინასარიძე.

ოჯახის ქალიშვილი მთვარისა ფსიქიურად არის დაავადებული, ხოლო ვაჟს გურამს ფეხი აქვს მოჭრილი და ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია.
 
,,ჩემი გოგო მთვარისა ადიგენში იყო გათხოვილი. მშობიარობის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა, ქმარმა მიატოვა და 16 წელია შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობს. ბიჭს კი ფეხზე ხე დაეცა და მოსაჭრელი გაუხდა. მაგის წამლების ფული სად გვაქვს? მთვარისას პენსია აქვს დანიშნული, 33 ლარი და ამით ვცხოვრობთ,“ - გვიყვება ოჯახის უფროსი.

ფსიქიურად დაავადებულ დედას თხუთმეტი წლის ქალიშვილი შორენა უვლის: ,,სკოლაში ვეღარ დავდივარ, დედას წამლები არა აქვს და ხანდახან ძალიან ცუდად ხდება ხოლმე, როცა წამლებს ვიშოვით და დავალევინებთ ცოტათი მშვიდდება”, - ამბობს შორენა.

ოჯახს არათუ წამლების, პურის ფულიც კი იშვიათად აქვს: ,,ორი დღეა პური არ გვიჭამია. ახლა ერთი ნატეხი პური გვაქვს და ბავშვს ხომ არ შევუჭამ? ჰოდა, დავდივარ მშიერი”, - ამბობს ნოდარ ინასარიძე. 

ოჯახის უფროსი ვაჟი გოჩა ცოლ - შვილთან ერთად მამის სახლში ცხოვრობს, მისი გოგონა წლისა და ორი თვისაა. 

,,სახლში ძალიან ცივა, უცხოელები იყვნენ ერთხელ და გადაირივნენ, ბავშვი არ გაგეყინათო, მაგრამ აბა, რა ვქნათ?“ - წუხს გოჩას მეუღლე.

გოჩას მუშაობა კი შეუძლია, თუმცა სამუშაო ვერაფრით მოძებნა.

,,ზამთარ - ზაფხულ წელებზე ფეხს ვიდგამ, მარა რა, პურის ფულადაც არ გვყოფნის. ესაა სიცოცხლე?” - კითხულობს გოჩა.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები