06:45, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ან გადავრჩებით, ან - არა (ნაწილი I)

30.01.2007
camlebi.gif„აკრძალული“, „სიმსივნის წარმომქმნელი“, „საშიში“, „წნევის ამწევი“, „საეჭვო“, „მომწამვლელი“- ეს ის შედეგია, რაც ქართულ ბაზარზე გაჯერებული კვების პროდუქტების კვლევამ გამოავლინა. მიზეზი მარტივია - არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო და შესაბამისად, ვინ რას აწარმოებს და ასაღებს, მხოლოდ მწარმოებლის სინდისზეა დამოკიდებული.

მართალია, მომხმარებლთა უფლებების დასაცავად არაერთი საკანონმდებლო ბაზა არსებობს, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ამით დასრულდა. კანონი ქაღალდზე დარჩა, ადამიანების ჯანმრთელობა კი მავნე პროდუქციას ეწირება.

რას ვჭამთ? ან რას ვსვამთ?

„კავშირი XXI საუკუნის“ კვლევით, კვების პროდუქტების 50 ნიმუშიდან სრული მოთხოვნები მხოლოდ 6%-მა დააკმაყოფილა. ექსპერტები პრობლემის არსებობას აღიარებენ და განგაშის ატეხვას მოსახლეობისგან ოთხოვენ.

სამომხამრებლო ბაზრის მონიტორინგის კვლევის შედეგებში 7 სახის ერთჯერადი ჩაი მოხვდა, რომლითაც საქართველოს ბაზარია გაჯერებული. 7-დან მხოლოდ 3 („ჩაი ბაიხის“, „მარიამი“, ერთჯერადი ჩაი „მარიამი“ და „აზერჩაი“) აკმაყოფილებს მოთხოვნებს. დანარჩენი 4 (შავი ჩაი „მაჰმუდი“, ჩინური მწვანე ბაიხის ჩაი, ჩინური „პრინცესა იავა“ და სუფთა ცეილონური „ქუინ თიი") კი - არა.

რაც შეეხება სხვა კვების პროდუქტებს, მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს საქონლის ვიჩინა - მიქოიანის ხორცკომბინატი, რუსეთი; ნახევრადშებოლილი ძეხვი „პიკანტური“, უმაღლესი ხარისხის, სომხეთი; ნახევრადშებოლილი ძეხვი „შეკვეთით სოჩურად“, მეორე ხარისხის, სოჭის ხორცკომბინატი, რუსეთი; კანგაცლილი პომიდორი, კომპანია „კონკოს“, საბერძნეთი; რძიანი შოკოლადი რძის შიგთავსით „ნესკვიკ“-ი; რუსული ორმაგი შოკოლადი, მუქი და თეთრი, შპს საკონდიტრო გაერთიანება - რუსეთი; შოკოლადი „ნესკვიკ“-ი  - ნესტლე; უმაღლესი ხარისხის კარაქი „თოლია“ - შპს ქართუუნივერსალი; კარების კარაქი, ეკოლოგიურად სუფთა, შპს „ჯორჯია“;  კარაქი „სოფლის ნობათი“; საღეჭი რეზინები:  „ორბიტ უაით“-ი პიტნის არომატით, „ორბიტი“ - მარწყვის და პიტნის არომატით, „ორბიტ უაითი“ - კლასიკური და „ორბიტ“-ის სხვადასხვა სახეობა; „ვრიგლი სფერმინთ“-ი პიტნის არომატით; „ვრიგლის დაბლმენთი“, „სტიმოროლ“-ი, „ჰელსი“ და უშაქრო გამაგრილებელი საღეჭი კანფეტები ალუბლის გემოთი; „დიროლი“; „ბოლოგნესე“ - გერმანია, დრეზდენი; „SPECK“-ი (გაურკვეველია ჰოლანდიის თუ გერმანიის წარმოებისაა) - სიმსივნის წარმომქმნელი; ხილის დრაჟე ბოთლში (მწარმოებელი მითითებული არ არის) - საშიში, სიმსივნის წარმომქმნელი. გარდა ამისა შემოწმებულ სხვა პროდუქტს ქართულენოვანი ეტიკეტი არ გააჩნდა.

როგორც აღნიშნული კვლევის ინიციატორები აცხადებენ, მათი შემდეგი ეტაპი მთელი კავკასიის რეგიონის შესწავლა იქნება, თუმცა ამ ეტაპისთვის იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც ქართულ ბაზარზე რეალურად არსებობს. კავშირის „21-ე საუკუნე“ წარმომადგენელი შალვა მელქაძე ამბობს, რომ, პირველი, რაც კვლევის დაწყებამდე გაკეთდა, აღნიშნულ დარგში არსებული საკანონმდებლო სივრცის შესწავლა იყო. ანუ, როგორ რეგულირდება ეს საკითხები საკანონმდებლო აქტებით და რას ვჭამთ და ვსვამთ.

კვლევებმა თბილისის, მარნეულისა და რუსთავის ბაზრები, ბაზრობები და სუპერმერკეტები მოიცვა. შედეგი კი არასახარბიელო აღმოჩნდა: „ძირითადი დარღვევები, რაც ამჯერად აღმოვაჩინეთ, არის გაყიდვის პირობები, ეტიკეტები და შესაბამისობის დადსტურების დოკუმენტი. არცერთი მათგანი დაცული არ ყოფილა. ბაზრებზე კი სრული ანტისანიტარიაა. ნებისმიერ ბაზრობაზე ასეა. რაც კანონის „პროდუქციის გასაღების შესახებ“ დარღვევაა. პროდუქცია მაცივრების გარეშე იყიდება, ღია დახლებზე, ბუზები ეხვევა, მტვერი ეყრება და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, პრობლემის არსებობა მოსახლეობამდე მიგვეტანა. გარკვეული ზომების მიღება აუცილებელი და სასაწრაფოა. თუ მომხმარებელთა უფლებები სახელმწიფომ არ დაიცვა, სხვა ამას ვერავინ შესძლებს. არადა, არაერთი ნორმატიული აქტი არსებობს, იმისა, თუ როგორ უნდა გასაღდეს ესა თუ ის პროდუქცია, თუმცა, მათი დაცვა არ ხდება,“ - აცხადებს შალვა მელქაძე.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ არ არსებობს, სამსახური, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე კონტროლი ევალება. უფრო სწორედ, ამ პრობლემაზე გარკვეული ნონსენსი შეიქმნა. საკვებ პროდუქტებზე მონიტორინგის განხორციელებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური შეიქმნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის ბრძანებით სამსახურის დებულებაც დამტკიცდა და ის კონკურსის საფუძველზეც დაკომპლექტდა. სამსახურს ფუნქციონირება 2007 წლიდან უნდა დაეწყო, თუმცა მისი ამოქმედება 2008 წლის 1 ივნისამდე გადავადდა.

ექსპერტებისთვის გაუგებარია, მაშ რისთვის გამოცხადდა კონკურსი და არშექმნილ სამსახურში თანამშრომლები რისთვის მიიღეს. „იმედი გვქონდა, რომ 1 იანვარს ეს სამსახური ამუშავდებოდა, მაგრამ პარლამენტის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისი ამოქმედება გადავადდა. გაუგებარია, რა დატვირთვა ჰქონდა სამსახურის დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსს. არადა, ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეწყვეტილია სურსათის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის სპეციალობაზე აბიტურიენტთა მიღება და საქართველოს უახლოეს მომავალში ამ სფეროში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრი არ ეყოლება. არადა, იმ პროდუქციის მოხმარებით, რითაც დღეს ბაზარია გაჯერებული, ბევრმა შეიძლება 2008 წლამდე ვერც კი მიაღწიოს“ - აცხადებს მელქაძე.


ეკა გულუა

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC