კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო პოლიციის უფროსმა ჟურნლისტის შეურაცხყოფა აღიარა

5 თებერვალი, 2007

saba.gif,,ბონდო ხუცინაშვილმა დაკითხვაში აღნიშნა, რომ მან სატელეფონო საუბარში მხოლოდ უსაყვედურა საბა წიწიკაშვილს” – წერია გორის პროკურატურის მიერ 2007 წლის 25 იანვარს გამოცემულ 01/22 – 1/04-190-ე დადგენილებაში.

საქმე იმაშია, რომ 2006 წლის 15 თებერვალს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებმა, ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა განცხადებით მიმართა. მისი თქმით, 2006 წლის 13 თებერვალს დიდი ლიახვის ხეობის სამხედრო პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა ბონდო ხუცინაშვილმა მისი მისამართით მობილური ტელეფონის საშუალებით მუქარა განახორციელა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გორის რაიონის შს სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #1106307 საქმეზე დაიწყო.

დაზარალებულად დაკითხულის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, ბონდო ხუცინაშვილის მიერ განხორციელებული მუქარა გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას - ,,კონფლიქტის ზონაში სამხედრო პოლიცია ძლიერდება” – მოჰყვა.

,,რა, დაწერე ბიჭო ,,ვერსიაში”?! ჩამოგათრევ ხეობაში და თავს მოგაჭრი...” – და ა.შ. ეს არის იმ სიტყვების მოკლე ჩამონათვალი, როდესაც 2006 წლის 13 თებერვალს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ხელქვეითი ბონდო ხუცინაშვილი ჟურნალისტს ემუქრებოდა. ჟურნალისტმა საჩივარში მიუთითა, რომ ბონდო ხუცინაშვილის ზარი ხუთჯერ განმეორდა და ფაქტი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში მოხდა. იმ დროისათვის პოლიციის პრესსამსახურის ოთახში თვით პრესსამსახურის უფროსი და სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

საბა წიწიკაშვილმა საჩივრით პარალელურად სახალხო დამცველს სოზარ სუბარსაც მიმართა. სოზარ სუბარმა მოწმეები ეთერ სადაღაშვილი და სხვა პირები დაკითხა, რომლებმაც თავიანთ ახსნა-განმარტებებში აღნიშნეს, რომ მუქარა უშუალოდ ბონდო ხუცინაშვილის მხრიდან განხორციელდა და ხმაზეც იცნეს.

სამართალდამცავებთან მოწმის სახით დაკითხულმა ეთერ სადაღაშვილმა და სხვა პირებმა აღნიშნეს, რომ ბონდო ხუცინაშვილმა საბა წიწიკაშვილს გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიის - ,,კონფლიქტის ზონაში სამხედრო პოლიცია ძლიერდება” გამო უსაყვედურა, მაგრამ მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონიაო...

ბონდო ხუცინაშვილმა დაკითხვაში აღნიშნა, რომ მან სატელეფონო საუბარში მხოლოდ უსაყვედურა საბა წიწიკაშვილს.

საბა წიწიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბონდო ხუცინაშვილი ერთადერთი პიროვნება აღმოჩნდა, რომელმაც აღიარა, რომ მან მართლაც უარყოფითი განწყობით დაურეკა საბა წიწიკაშვილს.

,,ჩემთვის თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ ბონდო ხუცინაშვილმა ჩვენს შორის სატელეფონო საუბრის ფაქტი აღიარა. მართალია, ამბობს, რომ არ დამმუქრებია, თუმცა აღნიშნავს, რომ მისაყვედურა. თუ რა „მისაყვედურა“, ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი პრესსამსახური და სხვა მოწმეები სახალხო დამცველთან დაწერილ ახსნა-განმარტებაში განმარტავენ. როგორც კი შევიტყვე, რომ ხუცინაშვილმა სატელეფონო საუბრის ფაქტი აღიარა, მე დამატებით დაკითხვისას მართლაც მოვითხოვე შერიგება. თუმცა ამ დრომდე იგი არ დამკავშირებია და პირადად არ მოუხდია ბოდიში. ხუცინაშვილი სატელეფონო საუბარში მიყვიროდა, რომ რატომ დამდე ბრალი კონტრაბანდისტობაშიო, არადა სტატიაში მსგავსი არაფერი დამიწერია. უბრალოდ იგი შეცდომაში შეიყვანეს და გაბრაზებულმა ,,მისაყვედურა,” – აღნიშნავს საბა წიწიკაშვილი.

ინფორმაციისათვის, როდესაც 2006 წლის 13 თებერვალს ,,ახალ ვერსიაში" სტატია ,,ხეობაში სამხედრო პოლიცია იზრდება" გამოქვეყნდა, რამდენიმე ხანში ხეობაში სამხედრო პოლიცია გააუქმეს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

 

ახალი ამბები